დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 20 თებერვლის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.026.017512 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 20 თებერვლის №21 ბრძანებით (ვებგვერდი, 20/02/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.22.026.017305) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი, რომლის აღწერილობის/შენახვის/გამოყენების წესს განსაზღვრავს მინისტრი.“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) უზრუნველყოფს სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესწავლასა და რეკომენდაციების შემუშავებას, პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის კონსულტაციის გაწევას, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინისტროს თანამშრომელთათვის ტრენინგების ჩატარებას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობას;“. 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები