დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.134.016422 |
|
,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/05/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016193) შეტანილი იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვას, მისი განხორციელების კოორდინაციას, მონიტორინგსა და შეფასებას, აკონტროლებს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, პროპორციული სისტემით არჩეული 15 წევრის და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 9 წევრისაგან.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველ მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა – MSDA-ს“ მეშვეობით.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 2. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება – რაც გულისხმობს, რომ საკრებულოს მიერ საქმიანობა ხორციელდება კანონის საფუძველზე და კანონით დადგენილ ფარგლებში; ბ) საჯაროობა და გამჭვირვალობა – რაც მოიცავს ინფორმაციის საჯაროობას, გადაწყვეტილების დაგეგმვის, მომზადებისა და მიღების პროცესის საჯაროობას და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლის საჯაროობას. საკრებულოს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის საფუძველზე უზრუნველყოფილია ადგილობრივი მოსახლეობის უფლება, აკონტროლოს გადაწყვეტილების შემუშავების, მიღებისა და აღსრულების პროცესი და მოახდინოს საჯარო ზეგავლენა ამ პროცესზე; გ) ადგილობრივი ხელისუფლების ერთიანობა – რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოთა ჰარმონიულ და ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას; დ) კოლეგიურობა, საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა-გადაწყვეტა – საკითხთა მომზადების, განხილვისა და გადაწყვეტილების პროცესში განსხვავებულ აზრთა პატივისცემა და პლურალიზმი, წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა და ორიენტაციას კონსენსუსის მიღწევაზე; ე) დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა საკითხების გადაწყვეტაში – საკრებულო კანონით დადგენილ საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. საკრებულო, თავის უფლებამოსილების განხორციელებისას შეზღუდული არ არის პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით. კანონი კრძალავს საკრებულოსა და საკრებულოს წევრებისთვის დირექტივების მიცემას ან იძულებას (ადმინისტრაციული, პოლიტიკური, ფინანსური, თუ სხვა ბერკეტების გამოყენებით) საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას; ვ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა – საკრებულოს კომისიები თუ სამუშაო ჯგუფები უნდა შედგეს საკრებულოში წარმოდგენილი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვით; ზ) ანგარიშვალდებულება და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აზრის გათვალისწინება – საკრებულო თავისი საქმიანობისა და უფლებამოსილების განხორციელებაზე მხოლოდ ამომრჩეველთა წინაშეა ანგარიშვალდებული. ამ პრინციპის რეალიზება უკავშირდება როგორც საჯაროობის დაცვას, ასევე საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოსახლეობის წინაშე სავალდებულო პერიოდულ ანგარიშგებას და თვითმმართველობის აღმასრულებელი ორაგანოსა და თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულებას საკრებულოს წინაშე; თ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა – რაც გულისხმობს საკრებულოს ვალდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნას ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის; ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის დაცვა – საკრებულო გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა ხელმძღვანელობდეს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთო სახელმწიფო ინტერესებით. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს სახელმწიფო ინტერესებთან;“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცება, ანგარიშის მოსმენა და შეფასება;“. 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს მთავრობის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენა, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესების დადგენა;“. 7. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან კოორდინაციით დაამტკიცოს მუნიციპალური პროგრამები;“ 8. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოსა მისი ორგანოების: საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისიები, ფრაქციები, დროებითი სამუშაო ჯგუფი, სხდომები ტარდება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში. საკრებულოს მიერ სხდომის სხვა ადგილას ჩატარება დაიშვება საკრებულოს განკარგულებით ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ამ რეგლამენტის 53-ე მუხლით დადგენილი წესით. საკრებულოს კომისია გასვლით სხდომებს ატარებს ამ რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-7 პუმქტით დადგენილი წესით.“. 3. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე, სადაც იმართება საკრებულოს სხდომა, აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სიმბოლოები გამოიყენება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.“ 9. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები მერის, საკრებულოს აპარატის თანამშრომლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების, საკრებულოში რეგისტრირებული ლობისტის (ლობისტების), საკრებულოში მოწვეული პირებისა და სხდომაზე დასწრების მსურველ პირთათვის.“. 10. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი 1. საკრებულოს ღია სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს. 2. საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, მერს, საკრებულოში ამ საკითხზე რეგისტრირებულ ლობისტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, საკრებულოს აპარატის, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. 3. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება. 4. საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრები იკავებენ მხოლოდ მათთვის პერსონალურად გამოყოფილ ადგილს. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე სხვა პირებს უფლება არ აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრისათვის გამოყოფილი ადგილები. 5. საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს წევრები და მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან ამ რეგლამენტით დადგენილი წესები.“. 11. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით საკრებულოს დარბაზში შეიძლება მოეწყოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები, საზეიმო მიღებები და სხვა ღონისძიებები.“. 12. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „31“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე.“. 13. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი.“. 14. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს კომისიები იქმნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული დარგების (სფეროების) მიხედვით. 15. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. საკრებულოს კომისიათა ზოგადი უფლებამოსილება 1. საკრებულოს კომისია: ა) მერიის შესაბამისი სამსახურის/სამსახურების სამუშაო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშავებს კომისიის ყოველკვარტალურ სამუშაო გეგმას; ბ) სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს; გ) წინასწარ განიხილავს საკრებულოში შემოტანილ, მის სფეროს მიკუთვნებულ, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს; ამზადებს დასკვნებს, ორგანიზებას უწევს და/ან მონაწილეობს მათ განხილვაში; დ) შეიმუშავებს მის სფეროს მიკუთვნებულ საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მომზადება და წარდგენა მხოლოდ მერის პრეროგატივაა; ე) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს (ათავისუფლებს) საკრებულო და დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს სხდომას; ვ) განიხილავს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის, პრიორიტეტების დოკუმენტის, მუნიციპალური პროგრამების და ბიუჯეტის პროექტებს და ამზადებს დასკვნებს; ზ) აკონტროლებს შესაბამის სფეროში მიღებულ საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში დასკვნას და რეკომენდაციებს წარუდგენს საკრებულოს; თ) აკონტროლებს მერიის შესაბამისი მიმართულების სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას, ისმენს მათ ყოველკვარტალურ ანგარიშებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და შეფასებებს; ი) იღებს გადაწყვეტილებას კომისიასთან საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ; კ) ახორციელებს ამ რეგლამენტით, საკრებულოს დავალებით და საკრებულოს კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მერიის და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები ვალდებული არიან ყოველკვარტალურად ან კომისიის მოთხოვნით კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. 3. კომისია მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომისიის რეკომენდაცია შეიძლება წარედგინოს საკრებულოს ან რეაგირებისთვის გადაეგზავნოს შესაბამის თანამდებობის პირს, რომელიც ვალდებულია 1 თვის ან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში აცნობოს კომისიას განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები. 4. საკრებულოს კომისიების საქმიანობას კოორდინაციას უწევს და კომისიის სამუშაო გეგმებს ამტკიცებს საკრებულოს ბიურო. 16. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 301 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ რეგლამენტის 351 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“. 17. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „5. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს კომისიიდან გამოსვლის ან მისი ფრაქციიდან გასვლის შემთხვევაში, ფრაქციას, რომლის მიერაც იყო საკრებულოს წევრი წარდგენილი საკრებულოს კომისიაში, უფლება აქვს არსებული კვოტის ფარგლებში საკრებულოს კომისიაში კომისიის წევრად წარადგინოს ახალი კანდიდატურა.“. 18. დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ის 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. კომისიის სხდომა 1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და კომისია შედგება სამი წევრისგან მაინც. 2. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს მიერ კომისიის შემადგენლობის დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ხდება ფუნქციების განაწილება კომისიის წევრებს შორის და საჭიროების შემთხვევაში კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ერთგვაროვან ფუნქციათა დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისგან კომისიის სამუშაო ჯგუფების შექმნა. 3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო რეგლამენტის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით – კომისიის წევრი. კომისიის სხდომები იმართება საჭიროების მიხედვით ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, თვეში ერთხელ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად. 4. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა 1/3-ის ინიციატივით. საკრებულოს სხდომების დროს კომისია შეიძლება შეიკრიბოს საკრებულოს დავალებით, ცალკეულ საკითხთა სასწრაფოდ განხილვის მიზნით. 5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც. 6. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომისიის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი, სათათბირო ხმის უფლებით, დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით. ამის შესახებ ფრაქცია კომისიის სხდომამდე წერილობით აცნობებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარეს. 7. კომისია ვალდებულია საკრებულოს ან, საკრებულოს ბიუროს დავალებით, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი. 8. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე კომისიის სამუშაო გეგმის საფუძველზე. საკრებულოს ბიუროს ან კომისიის წევრთა წინადადებით, კომისიის გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. 9. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა. 10. კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, შეიძლება ჩატარდეს კომისიის გასვლითი სხდომა. 11. ცნობა საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც, ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით დადგენილი წესით. 12. მერის მიერ საკრებულოს სხდომაზე საკითხის დაჩქარებული წესით მოთხოვნის შემთხვევაში კომისია ამ საკითხის განსახილველად კომისიის სხდომას ატარებს საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში.“. 19. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ამასთან, 2029 წლის არჩევნებში არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, ამ მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნან სხვა ფრაქცია, თუ ისინი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, როგორც საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატები, ან თუ ისინი დატოვებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრიანდებიან სხვა პოლიტიკურ პარტიაში.“. 20. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს. თუ ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით არ დასტურდება, ინიშნება შესაბამისი საკრებულოს ხელახალი არჩევნები. ახალარჩეული საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევის შემდეგ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და სხვა), რის შემდეგაც ცხადდება შესვენება. შესვენების დროს, ცალკე ოთახში, იკრიბება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით ამზადებს და შესაბამის დასკვნას მოახსენებს საკრებულოს.“. 21. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოს საქმიანობის კვარტალურ სამუშაო გეგმას ადგენს საკრებულოს ბიურო, კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე, მერიის სამსახურების კვარტალური სამუშაო გეგმების გათვალისწინებით.“ 22. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „7.მერის დასაბუთებული მოთხოვნით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან როცა საკითხის გადადებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მუნიციპალიტეტს, დასაშვებია საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს ამ რეგლამენტით დადგენილი ვადების დაუცველად. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს კომისია ვალდებულია შემოტანილი საკითხი განიხილოს დაჩქარებული წესით.“. 23. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „2. მომხსენებელი ვალდებულია ისეთი საკითხის განხილვისას, რომლებიც სრულყოფილი აღქმისათვის საჭიროებენ ვიზუალურ საშუალებების გამოყენებას, მოხსენება წარმოადგინოს აღქმისათვის საჭირო სლაიდებისა თუ რუკების გამოყენებით.“ 24. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 72-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „721“მუხლი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: ა) „მუხლი 721. ზომები საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის მიერ საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევისათვის 1. ამ რეგლამენტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირს, რომელსაც ევალება საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობა. 2. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება მის მიერ შემდეგი დარღვევების ჩადენისთვის: ა) მოწვეულია საკრებულოს ან საკრებულოს კომისიაში საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება; ბ) არღვევს საკრებულოს წევრის კითხვაზე/შეკითხვაზე პასუხის გაცემისთვის დაწესებულ პროცედურას; გ) საკრებულოს/საკრებულოს კომისიას დადგენილ ვადაში არ აწვდის ანგარიშს ან სხვა ინფორმაციას; დ) საკრებულოს/საკრებულოს კომისიას აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას; ე) არ ასრულებს საკრებულოს/საკრებულოს კომისიის რეკომენდაციებს; ვ) საკრებულოს წევრს დაბრკოლებებს უქმნის ამ რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულო ამ თანამდებობის პირის მიმართ იყენებს შემდეგ რეაგირების ფორმებს: ა) იღებს განკარგულებას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ რეაგირების ზომების მისაღებად; ბ) შესაბამისი უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ.“ 25. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის 97-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „9. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საკრებულო გასცემს რეკომენდაციებს, ასევე უფლებამოსილია დააყენოს შესაბამისი პირის/პირების პასუხისმგებლობის საკითხი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები