დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1257 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017738 |
|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თანდართული დებულება. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანება. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულება
|
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ახორციელებს სააღსრულებო საქმიანობას. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს მთავრობის დადგენილებები და განკარგულებები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებები, ეს დებულება და საქართველოს სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. აღსრულების ეროვნული ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. 4. აღსრულების ეროვნული ბიურო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. 5. აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ემბლემა და შესაძლებელია ჰქონდეს საკომუნიკაციო ლოგო, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. აღსრულების ეროვნული ბიუროს სრული დასახელებაა: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო“. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინგლისურენოვანი სახელწოდებაა „Legal Entity of Public Law –National Bureau of Enforcement“. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების ბეჭდებზე, ბლანკებზე, აბრებზე, სიმბოლიკაზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე, ვებგვერდზე, სხვა ნებისმიერ რეკვიზიტსა და საქმიან ურთიერთობებში შესაძლებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს შემოკლებული დასახელების („აებ“) გამოყენება. 7. აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებგვერდია: www.nbe.gov.ge. 8. აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №99.
თავი II. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზანი და ფუნქციები მუხლი 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზანი აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი მიზანია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებული აღსასრულებელი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა და საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ისეთი დამატებითი საქმიანობის განხორციელება, რომელიც თავსებადია მის ძირითად ფუნქციასთან, მიმართულია პირთა უფლებების დადასტურებისა და დაცვის უზრუნველყოფისაკენ და მიზნად ისახავს მართლმსაჯულების განტვირთვას. მუხლი 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციები 1. ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს: ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; ბ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის უფლებამოსილებას, აღნიშნულ საქმეებზე სააუქციონო მომსახურებას, აგრეთვე, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში სააუქციონო მომსახურებას; გ) მესამე პირების მომართვის საფუძველზე ქონების შეფასების მომსახურებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში სააღსრულებო კანონმდებლობის განვითარების მიზნებისათვის საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას და სამინისტროსათვის განსახილველად წარდგენას; ე) სააღსრულებო და არასააღსრულებო წარმოებათა სტატისტიკისა და ანალიზის წარმოებას; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემასა და გამოქვეყნებას; ზ) ხელშეკრულებების დადებას, მესამე პირთა მომსახურებით სარგებლობას და სხვა მოქმედებების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მისი ფუნქციების შესრულებას; თ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციასა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებას; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას. 2. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის, ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიან რეაგირებას.
თავი III. აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელობა და მართვა მუხლი 4. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე 1. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს აღსრულების ეროვნულ ბიუროს; აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით დებს გარიგებებს და განსაზღვრავს ცალკეულ შემთხვევებში მესამე პირებთან ბიუროს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს; ბ) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში ხელმძღვანელობს და წარმართავს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას; პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში; გ) ანაწილებს მოვალეობებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს; დ) ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, რის ფარგლებშიც უფლებამოსილია სათანადო კანონისმიერი საფუძვლის არსებობისას ბათილად ცნოს ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილებები კანონით დადგენილი წესით; ე) უშუალოდ კურირებს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტს; ვ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; თ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების სისტემას, დებულებებსა და საშტატო ნუსხას; ი) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს შრომის შინაგანაწესს; კ) ამტკიცებს ლუქის, ბეჭდის, შტამპების ფორმებს და სამსახურებრივი მოწმობების (გარდა აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი მოწმობისა) ნიმუშებსა და მათი გამოყენების წესებს; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით: ლ.ა) მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს; ლ.ბ) მინისტრთან შეთანხმებით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან და სააღსრულებო ბიუროს უფროსთან; ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან და მის მოადგილესთან; ლ.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პროფესიულ საჯარო მოხელეებს – აღსრულების პოლიციელებსა და აღმასრულებელს, აგრეთვე სხვა შესაბამის თანამშრომლებს; ლ.დ) შრომით ხელშეკრულებას დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა თანამშრომლებთან; ლ.ე) ხელშეკრულებას დებს და წყვეტს სტაჟიორებთან; მ) უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირზე მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება. აღნიშნულ პირს ეკრძალება მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა, თუ ამის თაობაზე სპეციალურად არ არის აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებაში; ნ) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულება ან/და სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირს, აგრეთვე სტაჟიორს; ო) უფლებამოსილია საჭიროების მიხედვით განსაზღვროს სააღსრულებო ბიუროში აღმასრულებელთა სპეციალიზაცია; პ) უფლებამოსილია თანამშრომლის მიმართ გამოიყენოს წახალისების ზომები, გასცეს დანამატი და ფულადი ჯილდო კანონმდებლობით დადგენილი წესით; მინისტრთან შუამდგომლობს აღსრულების პოლიციელის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს მინიჭებაზე წარსადგენად; ჟ) უფლებამოსილების ფარგლებში აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ანიჭებს „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ან მიმართავს მინისტრს ამ პირებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მიზნით; რ) სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დისციპლინური წარმოების შედეგების საფუძველზე ან წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი თანამშრომლის მიმართ; ს) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით, შესაბამისი თანამდებობის პირის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ყოველთვიურად უზრუნველყოს იმ თანამშრომლის საცხოვრებელი ბინის ან საამისოდ საჭირო ხარჯების ანაზღაურება, რომელსაც უფლებამოსილების განხორციელების ადგილას არ აქვს საცხოვრებელი ბინა; უფლებამოსილია აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის განსაზღვრული სახსრების ფარგლებში მინისტრთან შეთანხმებით განახორციელოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული ღონისძიებები; ტ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სააღსრულებო წარმოებათა ფარგლებში: ტ.ა) იხილავს სამსახურებრივ და აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებულ დავებს, აგრეთვე საჩივრებს აღმასრულებლის ქმედების თაობაზე; უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს აღმასრულებლის გასაჩივრებული მოქმედება; საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება; ტ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, აღმასრულებელს უცვლის სამოქმედო ტერიტორიას კონკრეტული სააღსრულებო საქმის დასრულებამდე; ტ.გ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, წყვეტს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა აცილების ან თვითაცილების საკითხს; ტ.დ) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 184 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადების შესახებ; ტ.ე) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების ღონისძიება, ასევე დადგენილი ვადა ერთჯერადად კიდევ 6 თვემდე ვადით გააგრძელოს; ტ.ვ) უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში შეაჩეროს აღსრულება ან შეწყვიტოს აუქციონი კანონით დადგენილი წესით; უ) არაუგვიანეს ყოველი მომდევნო წლის თებერვლისა მინისტრს წარუდგენს წლიურ ანგარიშს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ; ფ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა აღსრულების ეროვნული ბიუროს ამოცანების შესასრულებლად; ქ) ცალკეული დავალებების შესასრულებლად ქმნის კომისიებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ღ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახსრებს და ქონებას; ყ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ასრულებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეები 1. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და 3 მოადგილე, რომლებსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კურირებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით. მუხლი 6. აღსრულების ეროვნული ბიუროს პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა 1. აღსრულების ეროვნული ბიუროს დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო სამსახურს – სამსახურის უფროსი. 2. სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი. 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე. მუხლი 7. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. დეპარტამენტის/სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის/სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის/სამსახურის თანამშრომლებს შორის; აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის/სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე; დ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში/სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს; პასუხისმგებელია მათი შესრულების ხარისხსა და სისწორეზე; ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის/სამსახურის საქმიანობის შესახებ; ვ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის/სამსახურის ეფექტიან საქმიანობაზე, უფლებამოსილებათა ჯეროვან შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე; ზ) კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს მატერიალური რესურსების სწორ და ეფექტიან გამოყენებაზე; თ) კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის წინაშე; ასრულებს მათ დავალებებს. 2. დეპარტამენტის/სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) განსაზღვრავს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით პრიორიტეტებს, კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს მათ შესრულებას; ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის/სამსახურის უფროსს დეპარტამენტის/სამსახურის მართვაში; გ) ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში/სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს, პასუხისმგებელია მათი შესრულების ხარისხსა და სისწორეზე; დ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის/სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებასა და დისციპლინის დაცვას; ე) კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის/სამსახურის უფროსის წინაშე; ასრულებს მათ დავალებებს. 3. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის; აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე; დ) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; პასუხისმგებელია მათი შესრულების ხარისხსა და სისწორეზე; ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ და პასუხისმგებელია სამმართველოს ეფექტიან საქმიანობაზე, უფლებამოსილებათა ჯეროვან შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე; ვ) კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს მატერიალური რესურსების სწორ და ეფექტიან გამოყენებაზე; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის/სამსახურის უფროსისა და დეპარტამენტის/სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე; ასრულებს მათ დავალებებს. 4. დეპარტამენტის/სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით ასრულებს დეპარტამენტის/სამსახურის უფროსის მოადგილე ან დეპარტამენტში შემავალი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, ხოლო მათი არარსებობისას – დეპარტამენტის/სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი. 5. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით ასრულებს ამავე სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
თავი IV. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულები მუხლი 8. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურა 1. აღსრულების ეროვნული ბიურო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები აღსრულების ეროვნული ბიუროს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) შეფასების სამსახური; გ) მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის სამსახური; დ) გამარტივებული საქმისწარმოების სამსახური; ე) გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახური; ვ) საქმისწარმოებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ზ) იურიდიული დეპარტამენტი; თ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახური; ი) ეკონომიკური დეპარტამენტი; კ) ლოჯისტიკის სამსახური; ლ) შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტი; მ) აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი. 3. დეპარტამენტში ფუნქციონირებს სამმართველო/სამმართველოები – საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეული/ერთეულები. 4. დეპარტამენტის/სამსახურის, გარდა აღსრულების პოლიციის დეპარტამენტისა, ამოცანები და ფუნქციები, აგრეთვე დეპარტამენტში არსებული სამმართველოს/სამმართველოების ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით. 5. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი, აგრეთვე აღსრულების პოლიციელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება აღსრულების პოლიციის დებულებით. 6. აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით. მუხლი 9. სტრუქტურული ერთეულების ზოგადი ფუნქციები აღსრულების ეროვნული ბიუროს თითოეული სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნების, ამოცანების, საქმიანობის პრიორიტეტების შესაბამისად საკუთარი ფუნქციების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას; ბ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ამოცანების, საქმიანობის პრიორიტეტების პერიოდულ გადახედვას, ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადებასა და დადგენილი წესით ინიციირებას; გ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის დაგეგმვასა და ანგარიშგებას, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის ხელმძღვანელისთვის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის/პასუხისმგებელი თანამშრომლისთვის წარდგენას; დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ადამიანური რესურსების მოზიდვისა და განვითარების მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზებას; ე) შემოსული კორესპონდენციის კომპეტენციის ფარგლებში განხილვასა და შესაბამის რეაგირებას; ვ) კომპეტენციის შესაბამისად ხელმძღვანელი პირების ცალკეული დავალებების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების ჯეროვან და დროულ შესრულებას; ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებთან თანამშრომლობას, დადგენილი წესით მათი საქმიანობის ხელშეწყობასა და მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას. მუხლი 10. ადმინისტრაციული დეპარტამენტი 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებია: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობადობის ამაღლებისთვის საჭირო მახასიათებლების ჩამოყალიბება/განვითარება და მის შესახებ საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაცია; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და ეფექტიანი მართვა; გ) აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან დაკავშირებული საკითხების დროული გაშუქება; დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების პოპულარიზაცია და გაყიდვის სტიმულირება; ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ხარისხისა და საზოგადოებრივი შეფასების შესახებ კვლევების წარმოება; ვ) სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის განვითარება; ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული სერვისების უწყვეტი განვითარება და მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა; თ) პროგრამული უზრუნველყოფის გამართულობისა და უწყვეტი განვითარების უზრუნველყოფა; ი) პარტნიორ ორგანიზაციებთან გამართული და ეფექტიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა; კ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების მხარდამჭერი ელექტრონული სისტემების მართვა და განვითარება; ლ) მოთხოვნილი სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება. 2. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს/აღმასრულებელის/სააღსრულებო და არასააღსრულებო სერვისების ცნობადობის ამაღლებისთვის საჭირო მახასიათებლების ჩამოყალიბება/განახლება; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს/აღმასრულებლის/სააღსრულებო და არასააღსრულებო სერვისების ცნობადობის ამაღლებისთვის საჭირო საკომუნიკაციო პროექტების/იდეების მომზადება, აგრეთვე შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელება; გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს დადებითი საზოგადოებრივი შეფასების უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელება; დ) აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი საქმიანობის შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება; ე) მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებთან კოორდინირებული მუშაობა; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ურთიერთობა; ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების მოძიება, მათთან ურთიერთობის დამყარება და თანამშრომლობის განვითარება; ზ) არსებულ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შენარჩუნება/გაღრმავება, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მიმდინარე ვალდებულებების შესრულების ორგანიზება; თ) სერვისების გაყიდვის სტიმულირებისთვის გაყიდვების მოქმედებების/ღონისძიებების დაგეგმვა სერვისების, მომხმარებლების სეგმენტებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გაყიდვების სტიმულირებისთვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზება, განხორციელებული გაყიდვების ანალიზი და ანგარიშის მომზადება მათი ეფექტიანობის შესახებ გაყიდვების შემდგომი სტიმულირებისათვის; ი) მომხმარებლების, პარტნიორების, თანამშრომლების კმაყოფილებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევების ორგანიზება ან/და განხორციელება; კ) სოციალური ხასიათის და სხვა სახის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება, მათ შორის, კომპეტენციის ფარგლებში სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; ლ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობების ძიება; მ) აღსრულების ეროვნული ბიუროს არასააღსრულებო სერვისების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობის ძიება; ნ) მომხმარებელთა მოთხოვნების შესწავლა; ო) სერვისების განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით იდეების პროექტებად ჩამოყალიბება, პროექტების ტესტირება და შემდგომი დანერგვა; პ) სერვისების ფასწარმოქმნის პოლიტიკის განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადება; ჟ) სერვისების სფეროში დამტკიცებული იდეების/პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა; რ) აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში სერვისების სფეროში საქმიანობის ერთიანი პრაქტიკის დადგენის მიზნით რეკომენდაციის შემუშავება; ს) პროგრამულ უზრუნველყოფაში ქსელისა და კომპიუტერული მოწყობილობებისა ხარვეზებისა და განვითარების შესაძლებლობების ძიება; ტ) პროგრამული უზრუნველყოფის, ქსელისა და კომპიუტერული მოწყობილობების განვითარებისთვის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება; უ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მომწოდებლებთან ურთიერთობება: ფ) ახლად დანერგილი სერვისების მართვასა და განვითარებაზე მონიტორინგი: ქ) პარტნიორ ორგანიზაციებთან (როგორც საჯარო დაწესებულებებთან, ისე კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან) ურთიერთობების წარმართვა და მათი განვითარება; სერვისების განვითარების მიზნით პარტნიორ ორგანიზაციებთან სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება; ღ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ზოგადი და მოთხოვნილი თემატიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათზე დაყრდნობით სხვადასხვა საჭირო ანალიზის მომზადება; ყ) სერვისებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების წარმოება; შ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის ამოცანებთან; ჩ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის დავალებების შესრულება. 3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო; ბ) პროექტების მართვისა და სტატისტიკის სამმართველო. 4. მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„ზ“ და „ი“−„კ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 5. პროექტების მართვისა და სტატისტიკის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ლ“−„ყ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 11. შეფასების სამსახური 1. შეფასების სამსახურის ამოცანებია: ა) შეფასების მომსახურების ეფექტიანად განხორციელება; ბ) შეფასებასთან დაკავშირებული ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა; გ) მომსახურების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა. 2. სამსახურის ფუნქციებია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაფასებელი ქონების იდენტიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტირება, აგრეთვე, აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ჩატარება; ბ) ქონების შეფასება და შესაბამისი დასკვნის მომზადება; გ) შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, ქონების შეფასების დასკვნის ფორმების, შემუშავება; დ) ქონების შეფასების თაობაზე დასკვნების რეესტრის წარმოება; ე) შეფასების საქმიანობის შემდგომი განვითარებისა და დახვეწის მიზნით შეფასების სფეროში საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გაცნობა, გაანალიზება და დანერგვა; ვ) მესამე პირთა მომართვის საფუძველზე შეფასების მომსახურების გაწევა; ზ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის ამოცანებთან; თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის დავალებების შესრულება. მუხლი 12. მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის სამსახური 1. მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის სამსახურის ამოცანებია: ა) მხარეთა ინტერესების დაცვის მიზნით მედიაციის განხორციელება; ბ) მოქნილი სოციალური პოლიტიკის დანერგვა, განვითარება და განხორციელება. 2. სამსახურის ფუნქციებია: ა) მედიაციის გზით აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეში მონაწილე პირების დახმარება დავის ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტაში და სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებაში; ბ) ინფორმაციის მოძიების მიზნით მხარეებთან კომუნიკაცია; გ) საჭიროებიდან გამომდინარე, აღმასრულებლებთან ერთად სააღსრულებო მოქმედებების განხორცილებისას ადგილზე გასვლა, მათ შორის, მხარეებთან კომუნიკაციის ღონისძიებებსა და სააღსრულებო მოქმედებებზე დასწრება; დ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის ამოცანებთან; ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის დავალებების შესრულება. მუხლი 13. გამარტივებული საქმისწარმოების სამსახური 1. გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის ამოცანებია: ა) ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავების მოწესრიგება; ბ) ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავების მოწესრიგების მეთოდების განვითარება; გ) სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლი. 2. სამსახურის ფუნქციებია: ა) ფულადი დავალიანების გადახდევინების მოთხოვნებთან დაკავშირებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოების განხორციელება; ბ) გამარტივებული წარმოებიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და გადახდის ბრძანებების პროექტების მომზადება; გ) აპლიკანტის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლა, ხარვეზის დადგენა, განცხადების აპლიკანტისათვის დაბრუნება, რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარება, მორიგების პირობების დამტკიცება, მორიგების შესრულების მონიტორინგი, ანგარიშსწორების განხორციელება; დ) რესპონდენტის დარეგისტრირებულ ქონებაზე ყადაღის დადება და გამარტივებული წარმოებისას ყადაღის გაუქმება კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით; ე) გამარტივებული წარმოების მხარეთათვის უფლებათა განმარტება და მორიგების ხელშეწყობა; ვ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად მიქცევა; ზ) დავების მოგვარების მეთოდების განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; თ) საქმიანობის სისწრაფისა და ეფექტიანობისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; ი) მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სესხის (მათ შორის, საბანკო კრედიტის) ხელშეკრულების რეგისტრაცია; კ) რეგისტრირებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და მასში ცვლილებების შეტანა; ლ) რეგისტრირებული ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება; მ) რეგისტრირებული ხელშეკრულებების მხარეთა შორის მედიაცია და მორიგების ხელშეწყობა; ნ) აღსრულების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად მიქცევა; ო) აღსრულების შესახებ ბრძანების და რეგისტრირებული სესხის ხელშეკრულების კონტროლის განხორციელების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადება; პ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის ამოცანებთან; ჟ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის დავალებების შესრულება. მუხლი 14. გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახური 1. გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახურის ამოცანებია: ა) მოვალის მხარდაჭერა ფინანსური სიძნელეების გადაჭრაში, კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით; ბ) კრედიტორთა მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება, კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას სააუქციონო მომსახურების განხორციელება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით. 2. სამსახურის ფუნქციებია: ა) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით: ა.ბ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მეურვეობის ფუნქციის განხორციელება; ა.გ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მეურვეობის ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მესამე პირებთან გარიგებების დადება და მესამე პირების მომსახურებით სარგებლობა; ა.დ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით მოვალესთან და კრედიტორთან კომუნიკაციის წარმოება; ა.ე) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაკოტრების მმართველის ფუნქციის შესრულება; ა.ვ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის უზრუნველყოფა ან/და ქონების ნატურით გადაცემა; ბ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააუქციონო მომსახურების განხორციელება; გ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის ამოცანებთან; დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის დავალებების შესრულება. მუხლი 15. საქმისწარმოებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტი 1. საქმისწარმოებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) დოკუმენტბრუნვის პროცესის მაღალი ხარისხით მართვა; ბ) საჯარო ინფორმაციის დროულად და სრულად მიწოდება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება; გ) საკორესპონდენციო მომსახურების განვითარება; დ) საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების განვითარება. 2. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კორესპონდენციის მიღება, დარეგისტრირება, დახარისხება და ადრესატისთვის მიწოდება; ბ) მისი კომპეტენციის სფეროში შემავალი განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, ხოლო სხვა შემთხვევაში − შემოსული კორესპონდენციის ადრესატთან გადამისამართება; გ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში არსებული ბლანკების სრულყოფა; დ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში ხელმოწერის დამუშავება; ე) მოთხოვნის შემთხვევაში, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაზე კონსულტაციების გაწევა; ვ) მოვალეთა რეესტრიდან ამონაწერის და შესაბამისი ცნობის გაცემა; ზ) ადრესატისთვის დოკუმენტების უშუალოდ მიწოდების ორგანიზება; თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოებისა და კერძო აღმასრულებელების მიერ დასრულებული სააღსრულებო წარმოებების აღრიცხვა, დამუშავება და სათანადო წესით შენახვა (არქივირება); ი) არქივში დაცული მასალების გაცნობისა და ასლების გაცემის უზრუნველყოფა; კ) საიდუმლო საქმისწარმოების პროცესის წარმართვა და ორგანიზება; ლ) საჯარო ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად სამუშაოების ორგანიზება და შესაბამისი ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება (მათ შორის იმ საჯარო ინფორმაციისა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ექვემდებარება გამოქვეყნებას); მ) აღსრულების ეროვნული ბიუროს დოკუმენტბრუნვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სათანადო წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება; ნ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის პირველადი კონსულტაციების გაწევა აღსრულებისა და არასააღსრულებო სერვისების ძირითადი პროცედურების, პირობებისა და მათთან დაკავშირებული სხვა საკითხების თაობაზე; ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონსულტაციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სათანადო წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება; პ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობით დაინტერესებული პირების აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრის ორგანიზება; ჟ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის ამოცანებთან; რ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის დავალებების შესრულება. 3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულია მომხმარებელთან ურთიერთობის სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“−„პ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 16. იურიდიული დეპარტამენტი 1. იურიდიული დეპარტამენტის ამოცანებია: ა) დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციაზე დროული და ადეკვატური რეაგირება; ბ) სასამართლოში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლობა; გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს წინაშე მდგარ სამართლებრივ პრობლემებზე დროული რეაგირება; დ) სამართლებრივი მექანიზმების მეშვეობით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნების განხორციელების უზრუნველყოფა. 2. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი სამინისტროსათვის განსახილველად წარდგენა; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადება; გ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, აგრეთვე ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებების შემუშავება და მათი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის ან თანამდებობის პირისთვის წარდგენა; დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი ხასიათის აქტების რევიზია და ვიზირება; ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის მათი მიმართვის საფუძველზე სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაციების მიცემა; ვ) ხელშეკრულებების, მემორანდუმების, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისათვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტის შექმნა, რომლის შექმნაც არ განეკუთვნება სხვა სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას და მათი პერიოდული რევიზია, კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შეცვლიდან გამომდინარე მათი შემდგომი დახვეწის მიზნით; ზ) საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი, ცვლილებებზე დროული რეაგირება, ცვლილებების შესახებ მოკლე აღწერის/ანალიზის გაკეთება და ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების დროული ინფორმირება; თ) აღმასრულებლის ქმედების თაობაზე საჩივრების განხილვა და აღნიშნულთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადება; ი) საჩივრების, ასევე იმ განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, რომლის განხილვაც საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას; კ) კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოება, კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების თაობაზე თავმჯდომარის ბრძანების პროექტის მომზადება, აგრეთვე კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ლ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერესების დაცვის მიზნით სასამართლოში წარმომადგენლობა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს კონკრეტულ თანამშრომელს; მინდობილობის პროექტის, სარჩელის, შესაგებლის, შუამდგომლობის და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადება; მ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და საჭიროებისას მემორანდუმების პროექტების მომზადება; ნ) პოლიტიკის დოკუმენტებზე (კონცეფცია, სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და სხვა) მუშაობა, სტრატეგიებითა და სამოქმედო გეგმებით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება; ო) სხვადასხვა სახის ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება, მათ შორის, აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შიდა და სართაშორისო დონეზე მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით ანალიტიკური (მათ შორის, შედარებითი) მიმოხილვების მომზადება; პ) აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე სამართლებრივი კვლევა და ანალიზი, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი, საერთაშორისო სტანდარტების, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის ან/და სასამართლო პრაქტიკის, სააღსრულებო სამართლის ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების კვლევა და ანალიზი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და რეკომენდაციების შემუშავება; ჟ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მეთოდოლოგიის კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი; რ) ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა; განხორციელებული წლიური საქმიანობის შინაარსობრივი თვალსაზრისით შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ს) თემატურ საკითხებზე ტენდენციების გამოკვეთა, სიახლეების იდენტიფიცირება, საკვლევი თემატიკის ინიცირება (არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა/ანალიზი და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა); ტ) ანალიტიკური მიმართულების განვითარების მეთოდოლოგიის შემუშავება; უ) თემატური პროექტების მართვაში მონაწილეობა; ფ) სამინისტროს სისტემის ანალიტიკურ დანაყოფებთან ურთიერთობის კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა; ქ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის ამოცანებთან; ღ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის დავალებების შესრულება. 3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველო; გ) ანალიტიკური სამმართველო. 4. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„დ“ და „ვ“–„კ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე „ე“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 5. სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე „ე“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 6. ანალიტიკური სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „მ“−„ფ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე „ე“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 17. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახური 1. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის ამოცანებია: ა) თანამდებობის მოთხოვნებთან შესატყვისი უნარ-ჩვევების, ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანთა შერჩევის, თანამშრომელთა შეფასებისა და მოტივაციის სისტემების შექმნა/განვითარება; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა მუდმივი განვითარება და შენარჩუნება. 2. სამსახურის ფუნქციებია: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესატყვისი უნარ-ჩვევების, ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანთა მოზიდვის, შერჩევისა და სამუშაოზე მიღების ორგანიზება; ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან დასადები ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების, თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, წახალისების, მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ, აგრეთვე დეპარტამენტის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა ბრძანებების/დოკუმენტების პროექტების მომზადება; გ) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება; დ) სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება; ე) თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, მათ შორის, თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება; ვ) თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება/განახლება და შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ზ) თანამშრომლების მოტივაციის სისტემების შემუშავება/განახლება და თანამშრომლების მოტივაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა; თ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და, მათ შორის, არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება; ი) თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი; კ) თანამშრომელთა მიერ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ლ) თანამშრომელთათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს შინაგანაწესის და დებულების გაცნობა; მ) „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის №696 ბრძანების შესაბამისად, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროცესის ზედამხედველობა, ავტორიზაციის მაძიებელი პირის განცხადების განხილვა, წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში ავტორიზაციის მაძიებელი პირისათვის დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნა და ავტორიზაციის მინიჭების, ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოება; ნ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან; ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის დავალებების შესრულება. მუხლი 18. ეკონომიკური დეპარტამენტი 1. ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე სტანდარტებით, სრული სიზუსტით და დროულად წარმოება; ბ) ანგარიშსწორების და ანგარიშგების სრული სიზუსტით და დროულად უზრუნველყოფა; გ) ბიუჯეტის დაგეგმვის კოორდინირებული სისტემის ფორმირება; დ) ფინანსური ანალიზის წარმოება; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება. 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) კანონმდებლობის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვა; ბ) კანონმდებლობით დადგენილი ფორმით ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების მომზადება; გ) ანგარიშგების ფორმების განვითარების მიზნით ინტერესებისა და საჭიროებების კვლევა, ფორმების მომზადება და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის წარდგენა; დ) კომერციულ ბანკებთან და საგადასახადო ორგანოებთან მიმდინარე ურთიერთობების კოორდინაცია და მართვა; ე) ნაღდი და უნაღდო ფულადი ოპერაციების წარმოება; ვ) ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარება; ზ) თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან დროული და ზუსტი ანგარიშსწორება; თ) ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვა; ი) ფინანსური აღრიცხვიანობის განვითარების მიზნით წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის გაცნობა; კ) წლიური ბიუჯეტის და მასში ცვლილებების პროექტის მომზადების მიზნით საჭირო გათვლების და პროგნოზების წარმოება; ლ) ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტის მომზადება და წარდგენა მმართველ საბჭოზე განსახილველად; მ) ბიუჯეტიდან არსებული და მოსალოდნელი ხარჯვითი ნაწილის გადახრების კონტროლის მიზნით და მიზეზების დეტალური შესწავლისთვის, საჭირო ერთჯერადი და რეგულარული სამუშაოების ორგანიზება; ნ) პროექტების დაწყებამდე პროექტების ფინანსური ანალიზი და ხელმძღვანელობისათვის შედეგების წარდგენა; ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ხარჯეფექტიანობის ანალიზი და წინადადებების მომზადება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად; პ) შესყიდვების პროცესების ორგანიზება კანონმდებლობის, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, შესყიდვების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ჟ) სატენდერო დოკუმენტაციის და ხელშეკრულებების პირობების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად; რ) მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება და ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი; ს) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის და მასში შესატანი ცვლილებების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ტ) სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა; უ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედებისას საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება; ფ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის ამოცანებთან; ქ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის დავალებების შესრულება. 3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო; ბ) ანგარიშსწორების სამმართველო; გ) შესყიდვების სამმართველო. 4. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„ი“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 5. ანგარიშსწორების სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“−„ზ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 6. შესყიდვების სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „პ“−„უ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 7. დეპარტამენტში საქმიანობს ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“−„ო“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 19. ლოჯისტიკის სამსახური 1. ლოჯისტიკის სამსახურის ამოცანებია: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ტრანსპორტირების საკითხის უზრუნველყოფა; გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეურნეო-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. 2. სამსახურის ფუნქციებია: ა) გათბობისა და კონდიცირების სისტემების გამართულ მდგომარეობაში ყოფნისთვის ელექტროენერგიის და წყლის უწყვეტად მიწოდებისათვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მომარაგება საკანცელარიო ნივთებით, საორგანიზაციო ტექნიკითა და მოწყობილობებით და მუშაობისთვის აუცილებელი სხვა ინვენტარით; გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების ინვენტარის გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნისთვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; დ) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს სახანძრო და სხვა ტიპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომლების ტრანსპორტირებითა და საჭირო ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა; ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მათი გამართულ მდგომარეობაში ყოფნისთვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; თ) სააღსრულებო წარმოების პროცესში დაყადაღებული ნივთების აღრიცხვა და დაცვის უზრუნველყოფა; ი) ავტოპარკის და დაყადაღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის მართვა; კ) სასაწყობე მეურნეობის მართვა; აუცილებელ მინიმალურ ნაშთებზე ბიუროს თავმჯდომარისთვის ინიციატივების წარდგენა და ნაშთების კონტროლი; ლ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული ქონების დაცვის უზრუნველყოფა; მ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ორგანიზება; ნ) აღსრულების ეროვნულ ბიუროში დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა; ო) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის ამოცანებთან; პ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის დავალებების შესრულება. მუხლი 20. შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტი 1. შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების დისციპლინისა და საქმიანობის კანონშესაბამისობის უზრუნველყოფა შემოწმებისა და დარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, აგრეთვე გამოვლენილი ფაქტების ანალიზის გზით; ბ) ვადების დარღვევების შემთხვევების პრევენცია. 2. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების საქმიანობის კანონშესაბამისობის შემოწმება; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მხრიდან კანონმდებლობისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებებისა და ნებისმიერი შიდა აქტის მოთხოვნათა დაცვის შემოწმება; გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა დისციპლინის შემოწმება; დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა მიერ საქმიანობის განხორციელებისას კანონის ან/და შესაბამისი ბრძანებების/ინსტრუქციების დარღვევის შესახებ დეპარტამენტში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ე) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის შესაძლო ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, ხოლო საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის წარდგენა; ვ) სამართალდამცავ ორგანოებთან, მათ შორის, სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობა; ზ) გამოვლენილ დარღვევებზე პერიოდულად სტატისტიკის წარმოება და, მოთხოვნის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისთვის მიწოდება; თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეებში ვადების დაცვის მონიტორინგი; ი) აღსრულების დამაბრკოლებელი ზოგადი და ცალკეული ფაქტობრივი გარემოებების ან ფორმალური მიზეზების კვლევა და ანალიზი, მათი შემდგომი აღმოფხვრის შესაძლებლობების დადგენის მიზნით; კ) დარღვევის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებისა და პრევენციის მიზნით, ვადების დარღვევის ანალიზისათვის საჭირო სისტემის გამართვა, ანალიზის მეთოდებისა და მიდგომების ჩამოყალიბება/განახლება; ლ) დარღვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ინფორმაციის მოძიება; ნ) ვადების დაცვის ხარისხის დადგენის მიზნით საქმეების შერჩევით გაცნობა; ო) ვადების დარღვევის გამოვლენილ მიზეზებსა და შემთხვევებზე პერიოდული ანგარიშის მომზადება, ასევე დარღვევების პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; პ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის ამოცანებთან; ჟ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებების შესრულება. 3. დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ბ) გამოკითხოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ცალკეული თანამშრომლები; მოითხოვოს მათგან ახსნა-განმარტებები; გ) შეხვდეს და ურთიერთობა იქონიოს მხარეებთან და მესამე პირებთან; დ) გამოიყენოს კანონით ნებადართული სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუწყობს დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებას. 4. შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტი უშუალოდ ექვემდებარება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს. 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) შიდა კონტროლის სამმართველო; ბ) მონიტორინგის სამმართველო. 6. შიდა კონტროლის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე და „ა“, „ბ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 7. მონიტორინგის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ო“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე „ა“, „ბ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
თავი V. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონება და სახელმწიფო კონტროლი, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუხლი 21. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონება 1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსზე. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე არსებული ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფინანსური რესურსების და არამატერიალური აქტივებისაგან, რომელთა შეძენა და განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 22. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსური უზრუნველყოფა 1. აღსრულების ეროვნული ბიუროს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მიღებული შემოსავლები; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამინისტროს სისტემის განვითარებას. სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. 3. აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები გადასცეს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მისი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად. 4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთის ნაწილი მიიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ აღსრულების ეროვნული ბიუროს წლიური დასაბეგრი მოგება აღემატება 1 მილიონ ლარს. 5. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს. 6. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებული შემოსავლების განკარგვა და ბიუჯეტთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად. მუხლი 23. აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელმწიფო კონტროლი 1. აღსრულების ეროვნული ბიურო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აღსრულების ეროვნული ბიუროს არამართლზომიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. 4. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სამინისტროს თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონებასთან დაკავშირებით სხვა ქმედებები, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან უარი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 6. კანონით დადგენილ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია საქართველოს მთავრობასთან შეათანხმოს მისი ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი. მუხლი 24. აღსრულების ეროვნული ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. აღსრულების ეროვნული ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები