დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სემეკის 2003 წლის 8 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 18/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 102, 16/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.280.000.16.009.010.258 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.010.258
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №7
2007 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სემეკის 2003 წლის 8 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად სემეკი ადგენს:
მუხლი 1. ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ სემეკის 2003 წლის 8 სექტემბრის №17 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2003წ., №102, მუხლი №798) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. რეგულირების საფასური წარმოადგენს თანხას, რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად, ყოველწლიურად იხდიან ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების ლიცენზიანტები, აგრეთვე მიმწოდებლები, იმპორტიორები და ელექტროენერ-გეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო), სემეკის საქმიანობასთან, მათ შორის: სემეკის მიერ მათი მოთხოვნის საფუძველზე ან სემეკის ინიციატივით სალიცენზიო, სატარიფო, დავის გადაწყვეტის და სხვა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად.“.
2. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ელექროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი ლიცენზიანტებისთვის, აგრეთვე მიმწოდებლების, იმპორტიორებისთვის და ესკოსთვის მომავალი წლის საპროგნოზო რეგულირების საფასურის გაანგარიშება ხდება ყოველი წლის 15 სექტემბრამდე, დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსების მიხედვით, ლიცენზიანტის, მიმწოდებლის, იმპორტიორისა და ესკოსგან მიღებული მომავალი წლის საქმიანობის საპროგნოზო მოცულობის საფუძველზე. ლიცენზიანტის, მიმწოდებლის, იმპორტიორისა და ესკოს მიერ მომავალი წლის საქმიანობის საპროგნოზო მოცულობის დროულად წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მისი რეგულირების საფასურის გაანგარიშებისას, სემეკი უფლებამოსილია გამოიყენოს წინა წლის საქმიანობის მოცულობა.“.
3. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. ლიცენზიანტების, აგრეთვე მიმწოდებლების, იმპორტიორებისა და ესკოს მიერ ფაქტობრივად განხორციელებული საქმიანობის მოცულობის საფუძველზე, ყოველწლიურად ხორციელდება საპროგნოზო და ფაქტობრივი რეგულირების საფასურის ოდენობის შედარება. ამ შედარების შემდეგ, ლიცენზიანტის, მიმწოდებლის, იმპორტიორისა და ესკოს მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა ჩაითვლება მომავალი წლის რეგულირების საფასურის გადახდებში, დანაკლისი კი ექვემდებარება გადახდას სემეკის მიერ მითითებულ ვადაში.“.
4. პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. რეგულირების საფასური გაითვალისწინება სემეკის მიერ ლიცენზიანტის, მიმწოდებლის, იმპორტიორისა და ესკოსთვის დადგენილ ტარიფში.“.
5. პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. ლიცენზიანტი, მიმწოდებელი, იმპორტიორი და ესკო ვალდებული არიან დაფარონ სემეკის მიერ დადგენილი რეგულირების საფასურის 30% ყოველი კალენდარული წლის პირველი კვარტლის განმავლობაში და 35-35% მომდევნო ორი კვარტლის განმავ-ლობაში ყოველკვარტალურად. იმგვარად, რომ დადგენილი რეგულირების საფასურის 100%-ის ანაზღაურება განხორციელდეს ყოველი კალენდარული წლის 1 ოქტომბრამდე.“.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-11 პუნქტი.
7. პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. სემეკი უფლებამოსილია მოსთხოვოს ლიცენზიანტს, მიმწოდებელს, იმპორტიორსა და ესკოს შესაბამისი ფინანსური გარანტია, რაც უზრუნველყოფს ამ ლიცენზიანტის, მიმწოდებლის, იმპორტიორისა და ესკოს მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის ანაზღაურებას.
8. წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. რეგულირების საფასურის გამოთვლის წესი
1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიანტების, მიმწოდებლებისა და იმპორტიორებისთვის რეგულირების საფასური გაანგარიშდება ფორმულით:
R=Q*T*K
სადაც,
,,R“ – ლიცენზიანტის, მიმწოდებლის და იმპორტიორის მიერ გადასახდელი რეგულირების საფასური (ლარებში);
,,Q“ – ლიცენზიანტის, მიმწოდებლის და იმპორტიორის საქმიანობის წლიური საპროგნოზო მოცულობა (რეალიზებული კილოვატსაათი ან კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი);
,,T“ – სემეკის მიერ ლიცენზიანტის, მიმწოდებლის და იმპორტიორისთვის დადგენილი ტარიფი (ლარი/კვტსთ; ლარი/1000 მ3);
,,K“ – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.
2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეგულირების საფასური ესკოსთვის გაანგარიშდება ფორმულით:
R ესკო=Qესკო* Tესკო* K
სადაც,
,,R ესკო“ – ესკოს მიერ გადასახდელი რეგულირების საფასური (ლარებში);
,,Qესკო“ – ესკოს საქმიანობის წლიური საპროგნოზო მოცულობა (მწარმოებლებისა და იმპორტიორების მიერ სალტეზე გაცემული და განაწილების ლიცენზიანტების, ექსპორტიორებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა კვტსთ);
,,Tესკო“ – სემეკის მიერ ესკოსთვის დადგენილი ტარიფი (ლარი/კვტსთ);
,,K“ – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.
3. რეგულირების საფასურის მინიმალური ოდენობა და ცალკეული ტიპის ლიცენზიანტების, მიმწოდებლე-ბის, იმპორტიორების და ესკოსთვის რეგულირების საფასურის კოეფიციენტი განისაზღვრება ამ წესების №1 დანართში მოცემული მაჩვენებლების შესაბამისად.
4. ლიცენზიანტების, მიმწოდებლების, იმპორტიორების და ესკოს რეგულირების საფასურის გამოთვლა ან მისი ცვლილება უნდა განხორციელდეს მათთვის ტარიფის დადგენისას ან ცვლილებისთანავე, სემეკის აპარატის შესაბამისი სამსახურის მიერ.“.
9. ძალადაკარგულად გამოცხადდეს დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი.
10. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. პასუხისმგებლობა რეგულირების საფასურის გადაუხდელობისთვის
1. სემეკი უფლებამოსილია რეგულირების საფასურის არგადამხდელი ან ამ საფასურის გადახდის ვადების დამრღვევი ლიცენზიანტის, მიმწოდებლის, იმპორტიორის და ესკოს მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული ზომები. მათ შორის:
ა) დააჯარიმოს ლიცენზიანტი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. მარეგულირებელი კომისია განსაზღვრავს რეგულირების საფასურის გადახდისათვის გონივრულ ვადას და შესაბამის პირობებს მისი გადახდისათვის;
ბ) პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ლიცენზიის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები რეგულირების საფასურის გადახდისათვის;
გ) გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა კიდევ გასამმაგდება;
დ) თუ ამ მუხლის ა), ბ) და გ) პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ლიცენზიის მფლობელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება, ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ, სალიცენზიო საქმიანობის შეჩერების გარეშე;
ე) დაუყოვნებლივ შეაჩეროს ამგვარი ლიცენზიანტის, მიმწოდებლის, იმპორტიორისა და ესკოს ინიციატივით დაყენებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სემეკის ამგვარი ქმედება ზიანს აყენებს მომხმარებელთა კანონიერ ინტერესებს;
ვ) გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 361 და 921 მუხლით გათვალისწინებული სანქციები ან/და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XII თავით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებანი.
11. დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართში №1 შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №1
რეგულირების საფასურის მინიმალური ოდენობა და ცალკეული ტიპის ლიცენზიანტების, მიმწოდებლების, იმპორტიორებისა და ესკოს რეგულირების საფასურის კოეფიციენტები
1. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტების, მიმწოდებლებლის, იმპორტიორებისა და ესკოს მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის კოეფიციენტები:
ა) ელექტროენერგეტიკული სექტორი:
წარმოება - 0.0035
გადაცემა - 0.0035
დისპეტჩერიზაცია - 0.0035
განაწილება - 0.0035
იმპორტი - 0.0035
ესკო - 0.0035
ბ) ბუნებრივი გაზის სექტორი:
მიწოდება - 0.003
ტრანსპორტირება - 0.004
განაწილება - 0.004
2. ლიცენზიანტის, მიმწოდებლის, იმპორტიორისა და ესკოს მიერ გადასახდელი რეგულირების საფასუ-რის წლიური მინიმალური სიდიდე განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარით, მაგრამ არა უმეტეს კანონით განსაზღვრული რეგულირების საფასურის ოდენობისა.
12. ძალადაკარგულად გამოცხადდეს წესის №2 დანართი.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.
თავმჯდომარე გ. თავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები