„საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგებისა და ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის წესის დამტკიცების თაობაზე

„საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგებისა და ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 342
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 200010000.22.033.018074
342
30/10/2026
ვებგვერდი, 02/11/2026
200010000.22.033.018074
„საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგებისა და ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგებისა და ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის წესის დამტკიცების თაობაზე
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №342

2026 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგებისა და ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის წესის დამტკიცების თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 702 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესი“ (დანართი №1);

ბ) „ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის წესი“ (დანართი №2).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 5 აპრილის №125 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი



დანართი №1

 

„საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან/და საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით (შემდგომში – შეთანხმება), გათვალისწინებულ ანგარიშგების წესს.

2. შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ წესით, რეგულირდება შეთანხმებით, ანგარიშგების საერთო სტანდარტითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით.

3. შეთანხმების მიზნებისთვის ფინანსური ინსტიტუტის რეზიდენტობა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

4. ტერმინებს, რომლებიც არ არის განმარტებული ამ წესში, აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია შეთანხმებით ან/და ანგარიშგების საერთო სტანდარტით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ანგარიშგების საერთო სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) – საგადასახადო მიზნებისათვის „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ სტანდარტი (კომენტარების ჩათვლით), რომელიც შემუშავებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G20) ქვეყნების მიერ;

ბ) ფინანსური ინსტიტუტი – შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული საქართველოს ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი;

გ) გზავნილი – შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული ფინანსური ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ფინანსური ინსტიტუტის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს მარკირების გაფართოებადი ენის (XML) სქემით;

დ) ნულოვანი გზავნილი – გზავნილი, რომლის თანახმად ფინანსურ ინსტიტუტს არ გააჩნია ანგარიშგებას დაქვემდებარებული ფინანსური ანგარიში;

ე) კორექტირებული გზავნილი – გზავნილი, რომელიც საგადასახადო ორგანოს წარედგინება 20 სექტემბრის შემდეგ და რომელშიც ამ წესის შესაბამისად კორექტირებულია გზავნილში/ნულოვან გზავნილში არსებული მონაცემები;

ვ) ახალი ანგარიში – ნებისმიერი ფინანსური ანგარიში, რომელიც გახსნილია 2023 წლის 1 იანვარს და შემდგომ პერიოდში ფიზიკური პირის/სუბიექტის მიერ და არ წარმოადგენს უკვე არსებულ ანგარიშს;

 ზ) უკვე არსებული ანგარიში – ნებისმიერი ფინანსური ანგარიში:

ზ.ა) რომელიც გახსნილია 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ფიზიკური პირის/სუბიექტის მიერ;

ზ.ბ) რომელიც გახსნილია 2023 წლის 1 იანვარს და შემდგომ პერიოდში ფიზიკური პირის/სუბიექტის მიერ და თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი პირობები:

ზ.ბ.ა) ფინანსური ანგარიშის მფლობელი ანგარიშვალდებულ ფინანსურ ინსტიტუტში (ან მასთან დაკავშირებულ სუბიექტში, რომელიც ასევე ანგარიშვალდებული ფინანსური ინსტიტუტია) უკვე ფლობდა ამ პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშს;

ზ.ბ.ბ) ფინანსურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის მიმართ სავალდებულოა AML/KYC პროცედურების განხორციელება, ანგარიშვალდებული ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია დაეყრდნოს „ზ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უკვე არსებული ანგარიშის მიმართ განხორციელებულ AML/KYC პროცედურებს;

ზ.ბ.გ) სტანდარტით დადგენილი ცოდნის მოთხოვნებისა და ანგარიშის მფლობელის ფინანსურ ანგარიშზე არსებული ნაშთის ან/და ღირებულების განსაზღვრის მიზნებისათვის, ფინანსური ინსტიტუტი ამ პუნქტის „ზ.ა“ და „ზ.ბ.ა“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშებს განიხილავს ერთობლივად, როგორც ერთიან ფინანსურ ანგარიშს;

ზ.ბ.დ) ფინანსური ანგარიშის გახსნა არ საჭიროებს ანგარიშის მფლობელის მიერ მასთან დაკავშირებით ახალი, დამატებითი ან/და შეცვლილი ინფორმაციის მიწოდებას, გარდა ამ ბრძანებით და სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციისა;

თ) მაღალი ღირებულების ანგარიში – ფიზიკური პირის უკვე არსებული ფინანსური ანგარიში, რომელზე რიცხული აგრეგირებული ნაშთი ან/და ღირებულება აღემატება 1,000,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ვალუტაში) 2022 წლის 31 დეკემბრის ან ნებისმიერი შემდეგი კალენდარული წლის 31 დეკემბრის მონაცემებით;

ი) დაბალი ღირებულების ანგარიში – ფიზიკური პირის უკვე არსებული ფინანსური ანგარიში, რომელზე რიცხული აგრეგირებული ნაშთი ან/და ღირებულება არ აღემატება 1,000,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ვალუტაში) 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით;

კ) საანგარიშო პერიოდი – კალენდარული წელი;

ლ) სუბიექტი – იურიდიულ პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;

მ) არადოკუმენტირებული ანგარიშები – უკვე არსებული ფინანსური ანგარიში, რომლის შესახებ ფინანსურ ინსტიტუტში არ იძებნება შესაბამისი მონაცემები და ინფორმაციის მოძიება ფინანსური ინსტიტუტის მიერ ვერ ხორციელდება თვითდამოწმების ან დოკუმენტური მტკიცებულების მოპოვების გზით;

ნ) წელი – დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან.

მუხლი 3. იურისდიქციების ჩამონათვალის გამოქვეყნება

1. იმ იურისდიქციების ჩამონათვალი, რომლებთანაც ამოქმედებულია შეთანხმება და რომელთა რეზიდენტი პირების ანგარიშგებას დაქვემდებარებული თითოეული ფინანსური ანგარიშის თაობაზე ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებაც წარმოეშობა ანგარიშმგებ ფინანსურ ინსტიტუტს, ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშის თაობაზე ინფორმაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენის მიზნებისათვის, გამოიყენება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) შესაბამისი კალენდარული წლის 20 მაისის მდგომარეობით გამოქვეყნებული იურისდიქციების ჩამონათვალი.

მუხლი 4. ფართო მიდგომა

ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია გამოიყენოს სტანდარტით განსაზღვრული ფართო მიდგომა სათანადო პროცედურების და ანგარიშგების განხორციელებისას.

მუხლი 5. ფინანსური ანგარიშების მიმართ სათანადო პროცედურების განხორციელება

1. ფინანსურმა ინსტიტუტმა ფინანსურ ანგარიშებთან მიმართებაში სტანდარტის შესაბამისად უნდა განახორციელოს ამავე სტანდარტით გათვალისწინებული სათანადო პროცედურები.

2. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია განახორციელოს ახალი ანგარიშებისთვის განსაზღვრული სათანადო პროცედურები უკვე არსებული ანგარიშების მიმართაც.

3. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია განახორციელოს მაღალი ღირებულების ანგარიშებისთვის განსაზღვრული სათანადო პროცედურები დაბალი ღირებულების ანგარიშების მიმართაც.

მუხლი 6. ფიზიკური პირის ანგარიშები

1. ფინანსური ინსტიტუტის მიერ მაღალი ღირებულების უკვე არსებული ანგარიშების გადახედვა, სტანდარტით დადგენილი წესით, უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა.

2. თუ ფინანსური ინსტიტუტის მიერ უკვე არსებულ ანგარიშზე რიცხული აგრეგირებული ნაშთი ან/და ღირებულება არ აღემატება 1,000,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ნებისმიერ ვალუტაში) 2022 წლის 31 დეკემბრისთვის, მაგრამ აღნიშნულ ზღვარს აღემატება ნებისმიერი შემდეგი კალენდარული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია მომდევნო კალენდარული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განახორციელოს სათანადო პროცედურები, რომლებიც დადგენილია მაღალი ღირებულების ანგარიშებისთვის.

3. დაბალი ღირებულების ანგარიშების გადახედვა უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა, სტანდარტით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. 2024 წლის 31 დეკემბრამდე იდენტიფიცირებული ანგარიშგებას დაქვემდებარებული დაბალი ღირებულების ანგარიშები ანგარიშგებას ექვემდებარება ასეთად იდენტიფიცირების წლიდან.

მუხლი 7. საცხოვრებელი მისამართის ტესტი და ელექტრონული ჩანაწერის ძიება

1. იმ მიზნით, რომ განისაზღვროს, ექვემდებარება თუ არა ანგარიში ანგარიშგებას ფიზიკური პირების უკვე არსებულ დაბალი ღირებულების ანგარიშებთან მიმართებაში, ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია განახორციელოს საცხოვრებელი მისამართის ტესტი ან ელექტრონული ჩანაწერის ძიება.

2. საცხოვრებელი მისამართის ტესტის გამოსაყენებლად ფინანსურ ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები, რათა მოახდინოს დოკუმენტებზე დაყრდნობით ანგარიშის მფლობელის საცხოვრებელი მისამართის დადგენა.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის, იმისათვის რომ ფინანსურმა ინსტიტუტმა განსაზღვროს არის თუ არა ანგარიშის მფლობელი ანგარიშგებას დაქვემდებარებული პირი, ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია ანგარიშის მფლობელი ფიზიკური პირი მიიჩნიოს იმ იურისდიქციის რეზიდენტად, სადაც მდებარეობს ამ პირის მისამართი, იმ შემთხვევაში, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:

ა) ანგარიშმგებ ფინანსურ ინსტიტუტს გააჩნია ჩანაწერები ანგარიშის მფლობელი ფიზიკური პირის საცხოვრებელი მისამართის შესახებ;

ბ) მითითებული მისამართი წარმოადგენს ფიზიკური პირის მოქმედ მისამართს;

გ) მითითებული მისამართის შესახებ არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება.

4. „საფოსტო ყუთისა“ და „დროებითი საფოსტო“ მისამართები არ ჩაითვლება საცხოვრებელ მისამართად. ფიზიკური პირის მოქმედ მისამართად ითვლება მისამართი, რომლის შესახებ ინფორმაცია ყველაზე ბოლოს აქვს მიღებული ფინანსურ ინსტიტუტს. ამ პუნქტის მიზნებისათვის, მისამართი, საიდანაც საფოსტო გზავნილი დაბრუნებულია ჩაუბარებლად, არ გაითვალისწინება.

5. ამ მუხლით განსაზღვრული ელექტრონული ჩანაწერის ძიებას ფინანსური ინსტიტუტი ახორციელებს სტანდარტით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 8. სუბიექტის ანგარიშები

1. ფინანსური ინსტიტუტის მიერ სუბიექტის უკვე არსებული ანგარიშების გადახედვა უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა სტანდარტით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კალენდარული წლის ბოლოსთვის ანგარიშზე არსებული აგრეგირებული ნაშთი ან/და ღირებულება არ აღემატება 250,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ვალუტაში) და ფინანსური ინსტიტუტი იყენებს ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ უფლებას.

2. 2024 წლის 31 დეკემბრამდე იდენტიფიცირებული ანგარიშგებას დაქვემდებარებული სუბიექტის უკვე არსებული ანგარიშები ანგარიშგებას ექვემდებარება ასეთად იდენტიფიცირების წლიდან.

მუხლი 9. გამონაკლისი სუბიექტთან მიმართებაში

ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია სუბიექტის უკვე არსებული ანგარიშების გადახედვა, იდენტიფიკაცია და ანგარიშგება არ განახორციელოს იმ ანგარიშებთან მიმართებაში, რომელთა აგრეგირებული ნაშთი ან/და ღირებულება არ აღემატება 250,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ვალუტაში) 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. აღნიშნული გამონაკლისი მოქმედებს იმ მომენტამდე, ვიდრე ნებისმიერი შემდეგი კალენდარული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ანგარიშზე არსებული აგრეგირებული ნაშთი ან/და ღირებულება არ გადააჭარბებს 250,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ვალუტაში).

მუხლი 10. სუბიექტის უკვე არსებული ანგარიშების მიმართ ინდუსტრიის სტანდარტიზებული კოდების სისტემისა და მაჩვენებლების გამოყენება

1. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია დოკუმენტური მტკიცებულების სახით გამოიყენოს მის ჩანაწერებში არსებული ნებისმიერი კლასიფიკაცია ანგარიშის მფლობელთან დაკავშირებით, რომელიც:

ა) დადგენილია ინდუსტრიის სტანდარტიზებული კოდების სისტემის საფუძველზე;

ბ) აღრიცხულია ფინანსური ინსტიტუტის მიერ ჩვეული საქმიანი პრაქტიკის შესაბამისად, AML ან KYC პროცედურების ან სხვა მარეგულირებელი მიზნებისათვის;

გ) განხორციელდა ფინანსური ინსტიტუტის მიერ არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა იმ პირობით, რომ ფინანსურმა ინსტიტუტმა არ იცოდა ან არ შეიძლება სცოდნოდა ასეთი კლასიფიკაციის უზუსტობის ან არასანდოობის შესახებ.

2. ინდუსტრიის სტანდარტიზებული კოდების სისტემა გულისხმობს კოდების სისტემას, რომელიც გამოიყენება ბიზნესსაქმიანობის განმახორციელებელი პირების ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით კლასიფიკაციისათვის და არ მოიცავს საგადასახადო მიზნებისთვის გამოსაყენებელ კოდებს.

მუხლი 11. ჯგუფის ფულადი სახსრების ღირებულების დაზღვევის ხელშეკრულება და ჯგუფის ანუიტეტის ხელშეკრულება

1. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია ანგარიშგებას დაქვემდებარებულ ანგარიშად არ მიიჩნიოს ისეთი ანგარიში, რომელიც გახსნილია ჯგუფის ფულადი სახსრების ღირებულების დაზღვევისა ან ჯგუფის ანუიტეტის ხელშეკრულებების საფუძველზე, იმ მომენტამდე, ვიდრე არ დადგება თანამშრომლისთვის/სერტიფიკატის მფლობელისთვის/ბენეფიციარისთვის თანხის გადახდის ვალდებულება, თუ ეს ფინანსური ანგარიში, რომელიც წარმოადგენს წევრის წილს ჯგუფის ფულადი სახსრების ღირებულების დაზღვევის ან ჯგუფის ანუიტეტის ხელშეკრულებაში, აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჯგუფის ფულადი სახსრების ღირებულების დაზღვევისა და ჯგუფის ანუიტეტის ხელშეკრულებები გაფორმებულია დამსაქმებელთან და მოიცავს 25 ან მეტ თანამშრომელს/სერტიფიკატის მფლობელს;

ბ) თანამშრომელი/სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი თანხა თავისი წილის შესაბამისად, აგრეთვე დაასახელოს თანხის მიმღები პირი (ბენეფიციარი) აღნიშნული თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში;

გ) თანამშრომლის/სერტიფიკატის მფლობელის/ბენეფიციარისთვის გადასახდელი მთლიანი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1,000,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ნებისმიერ ვალუტაში).

2. ჯგუფის ფულადი სახსრების ღირებულების დაზღვევის ხელშეკრულება არის ნაღდი ფულადი სახსრების ღირებულების დაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს:

ა) ანაზღაურების გადახდას იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც აფილირებული არიან დამსაქმებლის, სავაჭრო ასოციაციის, პროფკავშირის ან სხვა ასოციაციებისა და ჯგუფების მეშვეობით;

ბ) სადაზღვევო პრემიის გადახდას ჯგუფის თითოეული წევრისთვის (ან ჯგუფში შემავალი კლასის წევრისთვის), მიუხედავად ჯგუფის წევრის (ან წევრთა კლასის) ჯანმრთელობის ინდივიდუალური მახასიათებლებისა, გარდა ასაკისა, სქესისა და თამბაქოს მოხმარების ჩვევისა.

3. ჯგუფის ანუიტეტის ხელშეკრულება არის ანუიტეტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კრედიტორები არიან ფიზიკური პირები, რომლებიც აფილირებული არიან დამსაქმებლის, სავაჭრო ასოციაციის, პროფკავშირის ან სხვა ასოციაციებისა თუ ჯგუფების მეშვეობით.

მუხლი 12. ტრასტის მაკონტროლებელი პირი

თუ ტრასტი წარმოადგენს პასიურ არაფინანსურ სუბიექტს, ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია მოახდინოს დისკრეციული ბენეფიციარების შესახებ ანგარიშგება მხოლოდ იმ წელს, როდესაც ისინი იღებენ სარგებელს ტრასტიდან. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია გააჩნდეს შესაბამისი გარანტიები და პროცედურა, რათა გამოავლინოს, განხორციელდა თუ არა სარგებლის განაწილება ტრასტის ანგარიშის მფლობელის მიერ მოცემულ წელს.

მუხლი 13. მომსახურების გამწევი მესამე პირი

1. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია შეთანხმებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო პროცედურების და ანგარიშგების ვალდებულების შესასრულებლად ისარგებლოს მესამე პირის მომსახურებით. აღნიშნულ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ვალდებულების შესრულებაზე ეკისრება ფინანსურ ინსტიტუტს.

2. ფინანსური ინსტიტუტი, ანგარიშგებას დაქვემდებარებული იურისდიქციის საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომრის გაცემასთან, მოპოვებასა და სტრუქტურის მახასიათებლებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ინფორმაციის ავტომატური გაცვლის პორტალით.

მუხლი 14. საკრედიტო ბარათების კვალიფიციური გამცემები

საკრედიტო ბარათების კვალიფიციური გამცემები, რომლებიც აკმაყოფილებენ სტანდარტის მოთხოვნებს, ამავე სტანდარტის მიზნებისთვის ითვლებიან არაანგარიშმგებ ფინანსურ ინსტიტუტებად. ამასთანავე, საკრედიტო ბარათების კვალიფიციურ გამცემებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები, იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ მომხმარებლის მიერ საკრედიტო ლიმიტს ზემოთ 50,000 აშშ დოლარზე (ან მის ეკვივალენტზე ეროვნულ ან სხვა ნებისმიერ ვალუტაში) მეტის ბარათზე განთავსება ან უზრუნველყონ 60 დღის ვადაში ზემოთ აღნიშნული თანხის მომხმარებლისთვის უკან დაბრუნება.

მუხლი 15. ცალკეული სადეპოზიტო ანგარიშები

სადეპოზიტო ანგარიში, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს, ამავე სტანდარტის მიზნებისთვის ასევე ითვლება ფინანსურ ანგარიშად, რომელიც არ ექვემდებარება ანგარიშგებას (გამონაკლისი ანგარიში). ამასთანავე, ფინანსურ ინსტიტუტს უნდა გააჩნდეს შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს მომხმარებლის მიერ 50,000 აშშ დოლარზე (ან მის ეკვივალენტზე ეროვნულ ან სხვა ნებისმიერ ვალუტაში) მეტის ბარათზე განთავსება ან უზრუნველყოს 60 დღის ვადაში ზემოთ აღნიშნული თანხის მომხმარებლისთვის უკან დაბრუნება.

მუხლი 16. პასიური ანგარიშები

1. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია შეთანხმების მიზნებისთვის პასიური ანგარიში მიიჩნიოს ანგარიშად, რომელიც არ ექვემდებარება ანგარიშგებას (გამონაკლისი ანგარიში).

2. ანგარიშის პასიურად მიჩნევისთვის ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია დაეყრდნოს პასიური ანგარიშის განმარტებას, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით ან ფინანსური ინსტიტუტის ჩვეულებრივი საოპერაციო პროცედურებით, იმ პირობით, რომ ფინანსურ ანგარიშზე განთავსებული წლიური აგრეგირებული ნაშთი ან/და ღირებულება არ აღემატება 1,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ნებისმიერ ვალუტაში).

3. თუ პასიური ანგარიშის განმარტება არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია შეთანხმების მიზნებისთვის ანგარიში მიიჩნიოს პასიურად, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:

ა) ფინანსურ ანგარიშზე განთავსებული წლიური აგრეგირებული ნაშთი ან/და ღირებულება არ აღემატება 1,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ნებისმიერ ვალუტაში);

ბ) ბოლო სამი წლის განმავლობაში ფინანსურ ანგარიშზე არ განხორციელებულა ოპერაცია;

გ) ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ანგარიშის მფლობელის მიერ არ მომხდარა ფინანსურ ინსტიტუტთან კომუნიკაცია მოცემულ ან სხვა ანგარიშებთან დაკავშირებით;

დ) მოცემული ანგარიში არ არის დაკავშირებული სხვა აქტიურ ანგარიშთან, რომელიც ეკუთვნის ანგარიშის მფლობელს.

მუხლი 17. დამატებითი მოთხოვნები

1. თუ ანგარიშგებას დაქვემდებარებული ანგარიში იხურება წლის განმავლობაში, ანგარიშგებას ექვემდებარება მხოლოდ ანგარიშის დახურვის ფაქტი. ამასთან, ანგარიში არ უნდა იქნეს მიჩნეული დახურულად მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ანგარიშის ბალანსი ან ღირებულება არის ნული ან უარყოფითი. ანგარიშის დახურვის პროცესი ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის ან ფინანსური ინსტიტუტის ჩვეულებრივი საოპერაციო პროცედურების შესაბამისად.

2. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია გამოიყენოს თვითდამოწმება სტანდარტისა და კომენტარების მოთხოვნების შესაბამისად, ისე რომ ის იყოს ხელმისაწვდომი უფლებამოსილი უწყების მიერ გამოთხოვის შემთხვევაში.

3. ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებით მესამე მხარესთან დებს გარიგებებს, ვალდებულია ანგარიშგების მიზნებისათვის ყველა საჭირო ინფორმაცია მოიპოვოს ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებით. მესამე მხარე ვალდებულია, ფინანსური ინსტიტუტის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია.

4. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია სათანადო პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებული ჩანაწერები და მტკიცებულებები შეინახოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70​2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წარდგენის ვადის ამოწურვიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.

მუხლი 18. ინფორმაციის წარდგენა

1. შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია ამ შეთანხმების ფარგლებში წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია იმ იურისდიქციების რეზიდენტი პირების ანგარიშგებას დაქვემდებარებული თითოეული ფინანსური ანგარიშის თაობაზე, რომლებთანაც ამოქმედებულია შეთანხმება. აღნიშნული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება იმ კალენდარული წლის დასრულების შემდეგ, რომელსაც უკავშირდება ფინანსური ანგარიშგება, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 30 ივნისისა.

2. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ყველა ფინანსური ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ანგარიშის მფლობელი პირების რეზიდენტობის იურისდიქციების მიხედვით. წარმოდგენილი ინფორმაცია ასევე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას არადოკუმენტირებული ანგარიშების შესახებ.

3. თუ ფინანსურ ინსტიტუტს არ გააჩნია ანგარიშგებას დაქვემდებარებული არცერთი ფინანსური ანგარიში, იგი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს ნულოვანი გზავნილი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.

4. ფინანსური ინსტიტუტი შეთანხმებით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს მარკირების გაფართოებადი ენის (XML) სქემით.

5. ყოველი კალენდარული წლის არაუგვიანეს 20 სექტემბრისა, ფინანსურ ინსტიტუტს აქვს საგადასახადო ორგანოში გზავნილის განუსაზღვრელი ოდენობით გაგზავნის შესაძლებლობა. ამასთანავე, წარდგენილ გზავნილთა შორის გაითვალისწინება მხოლოდ ბოლოს წარდგენილი გზავნილი.

6. ფინანსურ ინსტიტუტს საგადასახადო ორგანოში გზავნილის გაგზავნის შესაძლებლობა ეზღუდება კალენდარული წლის 20 სექტემბრიდან ინფორმაციის მიმღები იურისდიქციებიდან გზავნილთან დაკავშირებით სტატუსის მიღებამდე პერიოდში.

მუხლი 19. საგადასახადო ორგანოში ფინანსური ინსტიტუტის მიერ წარდგენილი გზავნილის სტატუსი

1. საგადასახადო ორგანოში ფინანსური ინსტიტუტის მიერ გზავნილის წარდგენისას, თუ წარსადგენი გზავნილი აკმაყოფილებს ამ წესითა და სტანდარტით გათვალისწინებულ სავალდებულო მოთხოვნებს, მას ენიჭება სტატუსი: „მიღებულია საგადასახადო ორგანოს მიერ“.

2. საგადასახადო ორგანოში ფინანსური ინსტიტუტის მიერ გზავნილის წარდგენისას, თუ წარსადგენი გზავნილი არ აკმაყოფილებს ამ წესითა და სტანდარტით გათვალისწინებულ სავალდებულო მოთხოვნებს, ფინანსურ ინსტიტუტს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის შესახებ.

მუხლი 20. კორექტირებული გზავნილი

ფინანსური ინსტიტუტი კორექტირებულ გზავნილს წარადგენს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ფინანსური ინსტიტუტი კალენდარული წლის 20 სექტემბრის შემდეგ პერიოდში გამოავლენს ხარვეზს – საკუთარ გზავნილში/ნულოვან გზავნილში არსებულ მონაცემებში, რომელსაც საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული აქვს სტატუსი „მიღებულია საგადასახადო ორგანოს მიერ“;

ბ) რეზიდენტობის იურისდიქციიდან მიღებული შეტყობინებით მოითხოვება გზავნილის კორექტირება.

 

 

 

 

დანართი №2

 

ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ფინანსური ინსტიტუტის მიერ საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან/და საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით (შემდგომში – ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებები) დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის წესს, რომელიც, მათ შორის, მოიცავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 702 მუხლით, ამ ბრძანებით და ანგარიშგების საერთო სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლს (შემდგომში – ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები და ხელმძღვანელობენ ამ ბრძანებით, ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებითა და ანგარიშგების საერთო სტანდარტით.

3. ტერმინებს, რომლებიც არ არის განმარტებული ამ წესში, აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით, ანგარიშგების საერთო სტანდარტით ან/და ამ ბრძანების დანართი №1-ით.

მუხლი 2. ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის ღონისძიებები

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ქცევითი სტიმულირების აქტივობები;

ბ) კამერალური კონტროლი;

გ) გასვლითი კონტროლი.

2. ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის ფარგლებში, საგადასახადო ორგანო ამოწმებს სუბიექტის მიერ:

ა) განხორციელებული სათანადო პროცედურების ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებითა და სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ბ) სათანადო პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებული ჩანაწერებისა და მტკიცებულებების შენახვის ვალდებულების შესრულებას;

გ) საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი ინფორმაციის სისრულეს/სისწორეს და ინფორმაციის წარდგენისთვის დადგენილი ვადის დაცვას;

დ) ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებითა და სტანდარტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტის, არაანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის და ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის განმარტებების სწორად გამოყენებას;

ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 702 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სტანდარტით დადგენილი ვალდებულებისთვის თავის ასარიდებლად დადებული გარიგების ან განხორციელებული ქმედებების არსებობას;

ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 702 მუხლით, ამ ბრძანებით, ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებითა და სტანდარტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას.

3. ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის ფარგლებში, საგადასახადო ორგანოები უფლებამოსილი არიან სუბიექტისგან მოითხოვონ შესაბამის ინფორმაციაზე წვდომის მინიჭება ან/და გამოითხოვონ ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მათ შორის, სათანადო პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებული ჩანაწერები და მტკიცებულებები თვითდამოწმების ჩათვლით.

4. სუბიექტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილ დოკუმენტაციას (მათ შორის ელექტრონული ფორმით), საგადასახადო ორგანოს წარუდგენს დედნის, დამოწმებული ასლის, ფოტოასლის ან ისეთი ჩანაწერის სახით, რომელშიც აღნიშნულია ფინანსური ინსტიტუტის მიერ შემოწმებული დოკუმენტაციის ტიპი, ამ დოკუმენტაციის შემოწმების თარიღი და დოკუმენტის მაიდენტიფიცირებელი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, თუ ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დაცულია საქართველოს ფარგლებს გარეთ, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სუბიექტს მოსთხოვოს სხვა იურისდიქციებში დაცული დოკუმენტაციის ასლი, ელექტრონულად წაკითხვადი და გამოყენებადი ფორმით, რომელიც უნდა შეიცავდეს საკმარის დეტალს ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გასამყარებლად, ხოლო თუ დოკუმენტაცია ინახება მესამე მხარესთან, კანონშესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება მაინც ანგარიშმგებ ფინანსურ ინსტიტუტებს ეკისრება და საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მოსთხოვოს მათ აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა ან მასზე წვდომის მინიჭება.

5. საგადასახადო ორგანოების მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, სახელმძღვანელო პრინციპები და სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

მუხლი 3. ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის ვადა

1. ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის განხორციელებისას კონტროლს ექვემდებარება 5-წლიანი პერიოდი, რომელიც აითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 702 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის 5-წლიანი პერიოდის ვადა გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადის გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და ფინანსურმა ინსტიტუტმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის გზავნილი, მათ შორის, ნულოვანი გზავნილი ან კორექტირებული გზავნილი.

3. ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში სამართალდარღვევის გამოვლენისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების ხანდაზმულობის ვადა და მისი ათვლის წესი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით.

მუხლი 4. ანალიტიკური პროცედურების განხორციელება

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ანალიტიკური პროცედურები, რომელიც გულისხმობს ფიზიკური პირის/სუბიექტის შესახებ ინფორმაციის შეკრებას და რისკებზე დაფუძნებულ ანალიზს.

2. ანალიტიკური პროცედურების განხორციელების შედეგად გამოვლენილი გარემოებებისა და მათი რისკზე დაფუძნებული ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დაგეგმოს და განახორციელოს ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის შესაბამისი ღონისძიება.

მუხლი 5. ქცევითი სტიმულირების აქტივობები

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ქცევითი სტიმულირების შემდეგი აქტივობებიდან ერთი ან მეტი აქტივობა:

ა) სატელეფონო კომუნიკაცია;

ბ) სუბიექტისთვის კითხვარის გაგზავნა;

გ) ინფორმაციის დაზუსტების მოთხოვნა;

დ) ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატურ გაცვლასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების შესახებ შეხსენების წერილის გაგზავნა.

2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქცევითი სტიმულირების აქტივობების გარდა, ასევე განახორციელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული ქცევითი სტიმულირების სხვა აქტივობები.

3. ქცევითი სტიმულირების აქტივობები ხორციელდება ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის ან ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

მუხლი 6. კამერალური და გასვლითი კონტროლი

1. კამერალური და გასვლითი კონტროლი ტარდება ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. კამერალური კონტროლი ხორციელდება სუბიექტის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის, სუბიექტის მიერ წარდგენილი ანგარიშგების, ახსნა-განმარტებებისა და მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე.

3. კამერალური კონტროლი შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სუბიექტის პოლიტიკის, პროცედურების, ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებით წარმოებული დოკუმენტაციის შესწავლის, ასევე კითხვარის შევსების გზით.

4. კითხვარის ფორმას განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

5. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მიღებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, სუბიექტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რისთვისაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას არანაკლებ 15 კალენდარული დღისა.

6. გასვლითი კონტროლით შესაძლებელია სუბიექტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების სრული ან თემატური კონტროლი.

7. გასვლითი კონტროლი ხორციელდება სუბიექტის საქმიანობის ადგილზე. ამასთან, სუბიექტი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს შეუქმნას ისეთივე სამუშაო პირობები, როგორიც, ჩვეულებრივ, არსებობს სუბიექტთან.

8. სუბიექტს გასვლითი კონტროლის დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა ეგზავნება შეტყობინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

9. გასვლითი კონტროლი უნდა დაიწყოს სუბიექტისთვის შეტყობინების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში გასვლითი კონტროლი ვერ დაიწყო, შეტყობინება ძალადაკარგულად ითვლება.

10. კამერალური და გასვლითი კონტროლის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა. საჭიროების შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია კონტროლის ვადის დამატებით გაგრძელება არაუმეტეს 2 თვისა.

11. გასვლითი კონტროლის განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს როგორც ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნებისთვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომის მინიჭება, ისე ამავე შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (მათ შორის, ფინანსურ ანგარიშებთან, სათანადო პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებული ჩანაწერების, მტკიცებულებების, ასევე თვითდამოწმების) წარდგენა სათანადო წესით დამოწმებული ასლის სახით.

12. სუბიექტის მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს ამოიღოს მოთხოვნილი დოკუმენტის დედანი, რა დროსაც ფორმდება ამოღების ოქმი. გასვლითი კონტროლის დასრულებისთანავე ამოღებული დოკუმენტის დედანი უბრუნდება სუბიექტს.

მუხლი 7. კამერალური და გასვლითი კონტროლის აქტი

კამერალური და გასვლითი კონტროლის შედეგების შესახებ დგება აქტი, რომლის შედგენის წესს და ფორმას განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

მუხლი 8. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა

იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2792 მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც წარედგინება ფინანსურ ინსტიტუტს ამ წესის მე-7 მუხლის საფუძველზე შედგენილ აქტთან ერთად.

მუხლი 9. გასაჩივრება

1. ამ წესის მე-8 მუხლის საფუძველზე შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საჩივრდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

2. კამერალური და გასვლითი კონტროლის შედეგების შესახებ შედგენილი აქტი საჩივრდება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან ერთად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში არ გამოვლენილა საგადასახადო სამართალდარღვევა, პირს უფლება აქვს გაასაჩივროს კამერალური და გასვლითი კონტროლის შედეგების შესახებ შედგენილი აქტი.

3. სუბიექტს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

მუხლი 10. ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის შემდგომი ღონისძიებები

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, აწარმოოს ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის ღონისძიებების აღრიცხვა და აღნიშნული კონტროლის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების ფინანსური ინსტიტუტის მიერ აღმოფხვრის მონიტორინგი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ფინანსური ინსტიტუტისგან მოითხოვოს:

ა) ინფორმაცია განხორციელებული ქმედებების შესახებ, მათ შორის, იმ სამოქმედო გეგმების წარდგენა, რომლებიც მიმართულია ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევის აღმოსაფხვრელად;

ბ) კითხვარის შევსება.

3. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს ფინანსურ ინსტიტუტს ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულებისგან.

4. იმ შემთხვევაში, თუ ფინანსურ ინსტიტუტს არ განუხორციელებია ქმედებები ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევის აღმოსაფხვრელად ან არსებობს ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებები, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში შემოწმებული საკითხის, იმავე პერიოდის ხელახალი კონტროლი.

5. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამისი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

6. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 702 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, „ანგარიშგების საერთო სტანდარტით“ დადგენილი ვალდებულებისთვის თავის ასარიდებლად დადებული გარიგება ან განხორციელებული ქმედება და ასეთი შემთხვევა მოიცავს სხვა იურისდიქციას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოსთან კომუნიკაცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებების დაცვით.