დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის N285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 87 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.017044 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №285 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 29/11/2021 წ., 010250020.35.160.016733) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ N1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556, 771, 825 (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1074, 1191, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1461, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 150-ე, 1501, 152-ე, 1522, 1524, 1525, 1526, 1527, 1528, 1529, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534, 1562, 1564, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე, 1591, 1662 მუხლებით, კანონით დადგენილი წესით, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სასკ-ის 825 (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში) მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნიმუშის დალუქვის ღონისძიებების გატარებას და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები