მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე

მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 86
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/10/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.160.017043
86
29/10/2026
ვებგვერდი, 30/10/2026
010250000.35.160.017043
მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №86

2026 წლის 29 ოქტომბერი

ქ. რუსთავი

 

მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1524 მუხლის, შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) გათვალისწინებულ საქმიანობას, 2027 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად ფართებისა და ტერიტორიების შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა რეხვიაშვილი



დანართი № 1

 

მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებისა და რეალიზაციის წესსა და პირობებს.

2. წესის მიზანია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა ხანძარსაწინააღმდეგო და ეკოლოგიური უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დადგენის გზით.

მუხლი 2. ამტვერებადი მასალის განთავსებისა და რეალიზაციის პირობები

1. ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია შენობა-ნაგებობაში, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც სრულად გამორიცხავს ამტვერებადი მასალის ნიადაგში ან/და ატმოსფერულ ჰაერში მოხვედრასა და გაფრქვევას. ინდუსტრიულ ზონაში ასევე დასაშვებია ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია ღია სივრცეში შეფუთულ მდგომარეობაში, თუ შეფუთვის მთლიანობა დაცულია და უზრუნველყოფილია წარმოქმნილი მტვრის ნიადაგში ან/და ატმოსფერულ ჰაერში მოხვედრის პრევენცია.

2. განთავსების ან/და რეალიზაციისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის იზოლაცია უნდა მოხდეს იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს ამტვერებადი მასალისგან წარმოქმნილი მტვერის ატმოსფერულ ჰაერში მოხვედრა.

3. ამტვერებადი მასალის განთავსება, დასაწყობება ან/და დატვირთვა-გადმოტვირთვა უნდა მოხდეს შენობა-ნაგებობის დახურულ სივრცეში იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს განთავსების ან/და დატვირთვის დროს ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მტვერის ნიადაგში მოხვედრა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევა.

მუხლი 3. შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების განთავსებისა და რეალიზაციის პირობები

შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ინდუსტრიულ ზონაში, რომელიც შემოსაზღვრულია კედლებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მასალის ან მისგან გამოჟონილი ნივთიერების ნიადაგში მოხვედრას.

მუხლი 4. მეორეული საბურავების განთავსებისა და რეალიზაციის პირობები

მეორეული საბურავების განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია იმ შენობაში ან ნაგებობაში, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მასალის ან მისგან გამოჟონილი ნივთიერების ნიადაგში მოხვედრას.

მუხლი 5. ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალის განთავსებისა და რეალიზაციის პირობები

1. ადვილად აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებების განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შენობაში ან ნაგებობაში, რომელიც აკმაყოფილებს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით განსაზღვრულ დიდი საფრთხის შემცველი ჯგუფისთვის დადგენილ პირობებსა და მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადვილად აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებები გულისხმობს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით განსაზღვრულ ადვილად აალებად და ფეთქებად ნივთიერებებს.

3. საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი (მიუხედავად ობიექტის სამშენებლო კლასისა) ვალდებულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში წარადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა, რომელიც ადასტურებს ფართის ტექნიკურ შესაბამისობას ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უსაფრთხოების კრიტერიუმებთან.