„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/10/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016822
36
29/10/2026
ვებგვერდი, 30/10/2026
010250050.35.122.016822
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2026 წლის 29 ოქტომბერი

ქ. წყალტუბო

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016786) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის  (დანართი №1) მე-12  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ინდივიდუალური სახლების მშენებლობა ან/და შეძენა

1. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა) უსახლკარო ოჯახებისთვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობა ან/და შეძენა, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების ხარისხის მიხედვით საცხოვრებლად უვარგისია, და არ გააჩნიათ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი ან/და უსახლკარო ოჯახს (წევრებს) არ უფიქსირდება საკუთრებაში/თანასაკუთრებაში უძრავი ნივთი და ცხოვრობს ქირით ან ქირის გარეშე ან/და ცხოვრობს უსახლკარო ოჯახის წევრების საკუთრებაში/თანასაკუთრებაში, მაგრამ საცხოვრებელი პირობები არის მძიმე (თითოეული უსახლკარო ოჯახებისთვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობის ან/ და შეძენისათვის გამოყოფილ იქნეს არაუმეტეს 160 000 ლარი ოდენობით).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი