დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ მცხეთაში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-35. 35263002 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.153.016084 |
|
ქალაქ მცხეთაში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლისა და მე-7 მუხლის შესაბამისად,
1. ქალაქ მცხეთაში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტებს (ჩიხი და შესახვევი) მიენიჭოს სახელები, ასევე დაზუსტდეს ცალკეული ქუჩების გავრცელების არეალები, თანდართული დანართისა და რუკების (№1, №2, №3, №4 სიტუაციური რუკები და №5 სიტუაციური ნახაზი) შესაბამისად. 2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, ილია მეორის ქუჩა. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები