დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1903-VIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.05.001.103273 |
|
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.05.001.019734) 163-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გარდამავალი პერიოდებისთვის წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის პრინციპები და წყალმომარაგების საფასურის დარიცხვის წესი“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისია უფლებამოსილია წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები ამ მუხლით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდებისთვის დაადგინოს შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით: ა) 2036 წლის 1 იანვრამდე წყალმომარაგების მომსახურების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე განსხვავებული პროპორციებით გაანაწილოს ან/და წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაადგინოს განსხვავებული ტარიფები მოხმარების მიხედვით; ბ) 2038 წლის 1 იანვრამდე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაადგინოს განსხვავებული ტარიფები მოხმარების მიხედვით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 28 ოქტომბერი 2026 წ. N1903-VIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები