დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 336 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.018070 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით (სსმ III, 30/11/2009, №147, მუხლი 1731) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაცია; ბ) სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო; გ) გენერალური ინსპექცია; დ) სტატისტიკური აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველო; ე) ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამმართველო; ვ) ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო; ზ) ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების სამმართველო; თ) საგამოძიებო დეპარტამენტი; ი) სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტი; კ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი; ლ) სპეციალური დანიშნულების რაზმი.“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ადმინისტრაცია 1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქმისწარმოების სამმართველო; ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; გ) საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო. 2. საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) უზრუნველყოს საქმისწარმოების ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; ბ) ორგანიზება გაუწიოს სამსახურში საქმისწარმოებას, განახორციელოს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო აღრიცხვა-დამუშავება, განახორციელოს მათ შესრულებასა და მოძრაობაზე კონტროლი, სამსახურის უფროსს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია საკონტროლო დავალებათა შესრულების შესახებ; გ) უზრუნველყოს სამსახურის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნა, ასევე, სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული დოკუმენტების დარეგისტრირება და ადრესატამდე დაგზავნა; დ) უზრუნველყოს სამსახურში შემოსული კორესპონდენციის მიღება-აღრიცხვა, მათი სამსახურის ხელმძღვანელობისათვის და სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის დაგზავნა, აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კონტროლი და ანალიზი (ვადების შესაბამისად); ე) უზრუნველყოს არქივის წარმოება. 3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) უზრუნველყოს სამსახურის სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება, სამსახურის პირადი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად სამსახურის უფროსისათვის წინადადებების მომზადება, თანამშრომელთა შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზება; ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახურის საჯარო თანამდებობებზე დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური სახდელის გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; გ) სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა; დ) შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამსახურის თანამშრომელთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის ბრძანებების რეესტრის წარმოება; ვ) სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება. 4. საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) უზრუნველყოს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვა ქვეყნების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია; გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებების/შეთანხმებების დადების, შესრულების და მოქმედების შეწყვეტა/შეჩერების მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების/რეკომენდაციების მომზადება და მათი წარდგენა სამსახურის ხელმძღვანელობისათვის; დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებთან/შეთანხმებებთან დაკავშირებით სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების სისტემატური აღრიცხვა-განახლება და, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი წინადადებების შემუშავება, სამსახურის ხელმძღვანელობისათვის მათი განსახილველად წარდგენა; ე) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, კომპეტენტური შესაბამისი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება; ვ) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების და ეფექტიანად წარმართვის მიზნით ერთობლივი პროექტების ინიცირება, კოორდინაცია და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ზ) სამართალდაცვით სფეროში საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში და სამსახურის საქმიანობაზე მათი ზემოქმედების შეფასება; თ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მიმოწერის ორგანიზება და რეკომენდაციათა შემუშავება ამ ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით; ი) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი, სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობისა და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა სამსახურის ხელმძღვანელობისათვის; კ) სამსახურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება, აგრეთვე ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ბრძანებების პროექტების ვიზირება; მ) სამსახურში შემოსული განცხადებების და საჩივრების განხილვა; ნ) სამსახურის ინტერესების წარმოდგენა საქართველოს საერთო სასამართლოებსა და სხვა დაწესებულებებში (გარდა სისხლის სამართლის საქმეებისა). 5. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და წარმოება; გ) ტენდერის გამოცხადების ორგანიზების ხელშეწყობა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადების ორგანიზება და დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.“. 3. 41 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. 42 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42 . გენერალური ინსპექცია გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანაა, კომპეტენციის ფარგლებში: ა) სამსახურის სისტემაში სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის, დისციპლინური ნორმების და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი; ბ) სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და სათანადო რეაგირება; გ) დაქვემდებარებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გამოძიების წარმოება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; დ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა; ე) სამსახურის სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა-რეაგირება; ვ) სამსახურის უფროსის სპეციალურ დავალებათა შესრულება.“. 5. 43 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 43. სტატისტიკური აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველო სტატისტიკური აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) სამსახურის მიერ გამოვლენილ დანაშაულთა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა და ანალიზი. აგრეთვე, სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ სხვა სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, ამავე საქმეთა ფარგლებში ინიცირებული საგადასახადო კონტროლის ცალკეული სახეების, სხვაგვარი შემოწმების, ინვენტარიზაციის თუ რევიზიის და მათი შედეგების, დაყადაღებული ან/და ამოღებული ქონების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა-სისტემატიზაცია და ანალიზი; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცესის უზრუნველსაყოფად, განავითაროს და მართოს შესაბამისი კომპიუტერული პროგრამები; ასევე, უზრუნველყოს აღრიცხული და სისტემატიზებული მონაცემების შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება და წინადადებების წარდგენა.“. 6. 46 და 47 მუხლები ამოღებულ იქნეს. 7. 48 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 48. სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა, კომპეტენციის ფარგლებში: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; ბ) საზოგადოების ინფორმირება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე; გ) სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა; დ) სამსახურის ფოტო- და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; ე) საჭიროების შემთხვევაში საპროტოკოლო საქმიანობის უზრუნველყოფა.“. 8. 48 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 49 მუხლი: „მუხლი 49. ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების სამმართველო ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვა და ორგანიზება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და პერიოდულობით შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფა.“. 9. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგამოძიებო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო; ბ) საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო; გ) კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო; დ) განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო; ე) ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოები: ე.ა) თბილისის მთავარი სამმართველო; ე.ბ) ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო; ე.გ) კახეთის რეგიონალური სამმართველო; ე.დ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო; ე.ე) შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო; ე.ვ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო; ე.ზ) იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალური სამმართველო; ე.თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო; ე.ი) აჭარის რეგიონალური სამმართველო; ე.კ) გურიის რეგიონალური სამმართველო. “; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი : „31. საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო არის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანო და მისი ძირითადი ამოცანაა: საბაჟო სფეროში დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის, მისი თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების წარმოება; აღნიშნულ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება; დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებში საბაჟო სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო არის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა: ა) სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულთა ჩადენის სახეების/ხერხების იდენტიფიცირება და ანალიზი; კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის/მოადგილის ან სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება; ბ) საჯარო დაწესებულებებიდან, კანონით დასაშვები სხვა წყაროებიდან, ასევე სამსახურებრივ სარგებლობაში არსებულ მონაცემთა ბაზებიდან, სამსახურის საქმიანობის მიზნებისა და ამოცანებისათვის საჭირო ინფორმაციის/მონაცემების მიღება, ანალიზი და ფაქტების/მოსაზრებების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფისათვის თუ ცალკეული საჯარო დაწესებულებისათვის გაზიარება; გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცესის უზრუნველსაყოფად, განავითაროს და მართოს შესაბამისი კომპიუტერული პროგრამები.“. 10. 51 მუხლი ამოღებულ იქნეს. 11. მე-11 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის, ადმინისტრაციის, სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს, სტატისტიკური აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველოს, ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსებს და მათ მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილებებს განუსაზღვრავს სამსახურის უფროსი. ამ პუნქტში მითითებული სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ან/და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 22 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები