„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 509
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.026057
509
26/10/2026
ვებგვერდი, 28/10/2026
040090000.10.003.026057
„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №509 

2026 წლის 26 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2026, 040090000.10.003.025794) შეტანილ იქნეს ცვლილება და: 

1. დადგენილების:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დადგენილება ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამუშაოების შესყიდვის მიზნით გასაფორმებელ ხელშეკრულებებზე, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე ამ დადგენილების მე-12 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში გაფორმებულ/გასაფორმებელ ხელშეკრულებებსა და გამოცხადებულ/გამოსაცხადებელ ტენდერებზე.“;

ბ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ამ დადგენილების მე-13 მუხლით გათვალისწინებულ პერიოდებში ფასთა ინდექსაცია ხორციელდება ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.“;

გ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ამ დადგენილების მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამავე დადგენილების ამოქმედებიდან 2026 წლის 10 დეკემბრამდე მიმართოს შემსყიდველს, ხელშეკრულებაზე ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული დროებითი წესის გავრცელების მოთხოვნით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში დროებითი წესით გათვალისწინებული რეგულაციები მიმწოდებლის მიმართ არ ვრცელდება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ფასთა ინდექსაცია ხორციელდება ამ მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად:

ა) მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში 2026 წლის 1 აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებზე;

ბ) 2026 წლის 1 ივნისიდან 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე, გარდა 2027 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერებისა;

გ) მიმდინარე და 2026 წლის 1 ივნისამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბაზისო პერიოდად გამოიყენება ტენდერის გახსნიდან 28 დღით ადრინდელი თარიღის შესაბამისი თვე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბაზისო პერიოდად გამოიყენება 2026 წლის იანვრის თვე. აღნიშნული თვით განისაზღვრება ფასის საბაზისო პერიოდი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე