„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 338
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.018072
338
27/10/2026
ვებგვერდი, 28/10/2026
230210000.22.033.018072
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №338

2026 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) მე-15 მუხლის:

ა.ა) 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. გრაფა 23 „ვალუტის კურსი“ – აღინიშნება 22-ე გრაფის მარცხენა განყოფილებაში მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის/საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის.“;

ა.ბ) 49-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„49. გრაფა 46 „საბაჟო ღირებულება“ – აღინიშნება 31-ე გრაფაში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში. გადაანგარიშება ხდება დეკლარაციის რეგისტრაციის/საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსით.“;

ბ) 36-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ბ.ა) „ი.ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი.ო) განყოფილება „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება განყოფილებაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის/საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის;“;

ბ.ბ) „მ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ.ბ) განყოფილება „საბაჟო ღირებულება“ – აღინიშნება დეკლარირებული ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო ღირებულება ლარებში. გადაანგარიშება ხდება დეკლარაციის რეგისტრაციის/საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსით;“;

გ) 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) გრაფა 14. „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება გრაფაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის/საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის;“;

დ) მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) გრაფა 14. „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება გრაფაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის/საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის;“;

ე) 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) გრაფა 14. „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება გრაფაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის/საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის;“.

2. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) მე-10 ნაწილის („საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი“) „607“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „608“ კოდის გრაფა:

„608

საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის თარიღი იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა არ უკავშირდება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი