დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 335 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 02/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.018069 |
|
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ:
1. დანართ №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) ბიუჯეტის განმკარგველის – 2070 – „სს – ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველი:
ბ) ბიუჯეტის განმკარგველის – 2732 – „შპს – ზესტაფონის მუნიციპალური პარკირების რეგულირების საწარმო“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველები:
გ) ბიუჯეტის განმკარგველი – 6240 – „სსიპ – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) ბიუჯეტის განმკარგველი – 7642 – „სსიპ – ქალაქ სამტრედიის №1 საჯარო სკოლა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. დანართ №3-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდის – 3561 – „შემოსავალი სანქციებიდან ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი:
ბ) ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდის – 7361 – „სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები:
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 2 ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები