„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/10/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2027
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.132.016790
51
30/10/2026
ვებგვერდი, 03/11/2026
310150000.35.132.016790
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

                                                           

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2026 წლის 30 ოქტომბერი 

ქ. ბათუმი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 03/11/2010, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.35.132.016008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ქვეითი − საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ-ეტლი ან/და სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილდება;“.

2. დადგენილების პირველ მუხლს „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“  და „ქ“ ქვეპუნქტები:

„ფ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მნიშვნელოვნად, ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;

ქ) საცნობი ნიშანი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ამ წესის შესაბამისად გაცემული ნიშანი.“.

3. დადგენილებას მე-4 მუხლის შემდეგ დამატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 მუხლები:

 „მუხლი 41. საცნობი ნიშნის გაცემა, საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების პარკირება

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცნობი ნიშნის გაცემასთან დაკავშირებით განცხადების ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენაზე, ერთიან ციფრულ რეესტრში მონაცემთა შეყვანასა და საცნობი ნიშნის დამზადებაზე პასუხისმგებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური).

2. საცნობი ნიშანი წარმოადგენს პერსონალურ დოკუმენტს, რომელიც გაიცემა უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე (და არა კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე) და მისი გამოყენება ნებადართულია ნებისმიერ ავტომანქანაზე, რომლითაც მოცემულ მომენტში მგზავრობს ან გადაადგილდება საცნობი ნიშნის მფლობელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

3. საცნობი ნიშნის გაცემის მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან მინდობილი პირი, ან კანონიერი წარმომადგენელი წარადგენს განცხადებას მატერიალური ფორმით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში ან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრებში, ან ელექტრონულ განცხადებას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@batumi.ge. განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) მინდობილობა ან კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების მინდობილი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში);

გ) „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4 ან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 31 იანვრის №7/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1.3-ის შესაბამისად გაცემული „შემოწმებულ პირზე გადასაცემი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი“ (ფორმა №IV-50/4) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2007 წლის პირველ იანვრამდე მუდმივი სტატუსის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ამავე საფუძვლით სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო კომპენსაცია ან სოციალური პაკეტი) მიღების შესახებ გაცემული დოკუმენტი.

4. სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.

5. საცნობი ნიშანი გაიცემა პირისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის მინიჭების ვადით, ხოლო უვადო სტატუსის მქონე პირებზე – უვადოდ.

6. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.

7. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან დაზიანებისას მისი აღდგენის თხოვნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი და აღდგენისთვის მასვე ეკისრება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე თანხის გადახდის ვალდებულება 10 (ათი) ლარის ოდენობით.

8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გაიცემა ერთი საცნობი ნიშანი ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.

9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამყვანი ავტომანქანის პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე პარკირების და საცნობი ნიშნის გამოყენების მონიტორინგს ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ ელექტრონული საინფორმაციო სისტემებისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგნაირად: სისტემური ვერიფიკაცია – ინსპექტორი სპეციალური მობილური მოწყობილობის (პლანშეტის) მეშვეობით ასკანერებს ავტომანქანის საქარე მინაზე განთავსებული საცნობი ნიშნის უნიკალურ QR კოდს, რითაც რეალურ დროში მოწმდება საცნობი ნიშნის ნამდვილობა და აქტიური სტატუსი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ერთიან ციფრულ რეესტრში; ფაქტობრივი ვერიფიკაცია – ვინაიდან საცნობი ნიშნანი პერსონალურია, ინსპექტორს უფლება აქვს გადაამოწმოს, ემსახურება თუ არა მოცემულ მომენტში ავტოსატრანსპორტო საშუალება უშუალოდ საცნობი ნიშნის მფლობელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მანქანაში ყოფნის, ან ახლომდებარე ტერიტორიიდან მისი ჩასხდომა/გადმოსხდომის ფაქტის დადასტურებით).

11. თუ ფაქტობრივი ვერიფიკაციისას გამოვლინდა, რომ საცნობი ნიშნით სარგებლობს მესამე პირი ან/და ავტომანქანა არ ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, აღნიშნული ითვლება პარკირების წესების დარღვევად, რაც იწვევს კანონმდებლობით გათალისწინებულ პასუხისმგებლობას, ხოლო გამოვლენილი საცნობი ნიშნის მოქმედება შეჩერდება ექვსი თვის ვადით.

მუხლი 42. სხვა მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული საცნობი ნიშნების ურთიერთაღიარების მექანიზმი

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი ხელმძღვანელობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მობილობისა და უფლებების დაცვის საყოველთაო პრინციპით და თავის ტერიტორიაზე სრულად აღიარებს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების მიერ გაცემულ საცნობ ნიშნებს.

2. სხვა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული  საცნობი ნიშნის მქონე პირთა (ავტომანქანის) ვერიფიკაცია ხორციელდება შემდეგნაირად:

ა) სხვა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ოფიციალური, მატერიალური სახის ბარათის/საცნობი ნიშნის ავტომანქანის საქარე მინაზე თვალსაჩინო განთავსება წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამყვანი ავტომანქანისათვის განკუთვნილი პარკირების ადგილებით უფასოდ სარგებლობის პირდაპირ სამართლებრივ საფუძველს;

ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს და სხვა შესაბამის მუნიციპალიტეტს შორის მონაცემთა ბაზის ურთიერთგაცვლის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვერიფიკაციასთან ერთად გამოიყენება 4 1 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სიტემური ვერიფიკაცია.

3. სხვა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საცნობი ნიშნით ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესების დარღვევით გამოყენების ფაქტის გამოვლენა (როდესაც საცნობი ნიშნით სარგებლობს მესამე პირი ან/და ავტომანქანა არ ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს) იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ხოლო საცნობი ნიშნის ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესების დარღვევით გამოყენების თაობაზე ეცნობება შესაბამის მუნიციპალიტეტს.

4. დადგენილებას დანართის სახით დაემატოს ამ დადგენილებაზე თანდართული დანართი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე მაისურაძე



დანართი

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა, ვიზუალური სტანდარტი და ტექნიკური მახასიათებლები

1. გეომეტრიული პარამეტრები და ზომა:

საცნობი ნიშანი მზადდება საერთაშორისო A6 სტანდარტის მიხედვით. მისი ზომებია ზუსტად 105 მმ სიგანე და 148 მმ სიმაღლე. ბარათი ექვემდებარება ორმხრივ ლამინირებას გარე კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

2. წინა მხარე (საჯარო/სამონიტორინგო სივრცე):

ინფორმაციის საჯაროდ აფიშირებით გამოწვეული დისკრიმინაციის პრევენციისა და მოქალაქის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, ბარათის წინა მხარე არ შეიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არანაირ პერსონალურ მონაცემს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფოტო).

ა) ზედა ცენტრალურ ნაწილში – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გერბი და წარწერა: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშანი“;

ბ) ცენტრალურ ნაწილში – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო სიმბოლო (ლურჯ კვადრატულ ფონზე თეთრი ფერის ეტლის გამოსახულება);

გ) ქვედა მარცხენა ნაწილში – ბარათის უნიკალური სერიული ნომერი (შემდეგი ფორმატით: BAT-XXXX) და მოქმედების ვადა (დიდი შრიფტით, მაგ: „უვადო“ ან კონკრეტული თარიღი);

დ) ქვედა მარჯვენა ნაწილში – მაღალი გარჩევადობის უნიკალური QR კოდი, რომლის დასკანირებაც ხდება მუნიციპალური ინსპექციის მიერ და დაკავშირებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ერთიან ციფრულ რეესტრთან.

3. უკანა მხარე (დაფარული/პერსონალური სივრცე):

ბარათის უკანა მხარე განკუთვნილია პერსონალური იდენტიფიკაციისთვის და იგი მიქცეულია ავტომანქანის სალონის შიდა მხარეს, რაც გამორიცხავს გარე პირთა მიერ პერსონალური მონაცემების დანახვას. უკანა მხარეზე სავალდებულო წესით განთავსდება:
ა) საცნობი ნიშნის მფლობელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ფოტოსურათი (ზომით 3x4);

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სახელი და გვარი;

გ) პირადი ნომერი;

დ) საცნობი ნიშნით სარგებლობის პირობები:

„1. საცნობი ნიშანი ძალაშია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აგრეთვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე – მუნიციპალიტეტთაშორისი ურთიერთაღიარების პრინციპის შესაბამისად;

2. საცნობი ნიშანი უნდა განთავსდეს ავტომობილის საქარე მინის წინა მარჯვენა კუთხეში, გარედან კარგად ხილვად ადგილას;

3. საცნობი ნიშნის მესამე პირზე გადაცემა ან გასხვისება აკრძალულია, რაც გამოიწვევს საცნობი ნიშნის მოქმედების შეჩერებას 6 თვის ვადით.“.