„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2027
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.017776
120
26/10/2026
ვებგვერდი, 27/10/2026
010340000.22.034.017776
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №120

2026 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 07.08.2014; 010340000.22.034.016341) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-12 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) აღმოსავლეთ საქართველოს საბადრაგო განყოფილება;

დ) დასავლეთ საქართველოს საბადრაგო განყოფილება.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე9“ − „ე11“ ქვეპუნქტები:

„ე9) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრში, აგრეთვე დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული/დაკავებული უცხოელის ან/და თავშესაფრის მაძიებლის გადაყვანას/ესკორტირებას, სასამართლო სხდომაში მონაწილეობის, სამედიცინო მომსახურების მიღების ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების მიზნით და სხვა გარემოებების არსებობისას;

ე10) ახორციელებს დაკავებული უცხოელის სხვა ქვეყანაში გადაყვანის/ესკორტირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და შეიმუშავებს მასთან დაკავშირებულ დამატებით უსაფრთხოების ღონისძიებებს;

ე11) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დროებითი განთავსების ცენტრში, აგრეთვე დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული/დაკავებული უცხოელის ან/და თავშესაფრის მაძიებლის გადაყვანის/ესკორტირების განხორციელებისას, უზრუნველყოფს უცხოელის ან/და თავშესაფრის მაძიებლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირად დათვალიერებას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი