დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების და სახელმწიფო სპეციალური წოდებების დანამატების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №387 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 334 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.018068 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების და სახელმწიფო სპეციალური წოდებების დანამატების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №387 ბრძანებით (ვებგვერდი, 13/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.017266) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „ა“ - „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გენერალ-მაიორი – სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსი; ბ) პოლკოვნიკი – ადმინისტრაციის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსი/მოადგილე, სამმართველოს უფროსი/მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი/მოადგილე; გ) ვიცე-პოლკოვნიკი – უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი (გარდა ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამმართველოების უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლებისა), უფროსი ოპერატიული თანამშრომელი; დ) მაიორი – გამომძიებელი, სტატისტიკური აღრიცხვის და საინფორმაციო სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი (გარდა ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლისა), ოპერატიული თანამშრომელი, მთავარი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი; ე) კაპიტანი – სტატისტიკური აღრიცხვის და საინფორმაციო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი, ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, უფროსი სპეციალისტი;“. 2. მე-5 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურისათვის მორიგი სპეციალური ან/და ვადამდელი წოდების მინიჭებამდე, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტი, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოწმდება საგამოძიებო სამსახურის გენერალურ ინსპექციაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 22 ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები