„ქალაქ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩის №4-ში არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 26 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/10/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016764
34
28/10/2026
ვებგვერდი, 30/10/2026
010250050.35.123.016764
„ქალაქ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩის №4-ში არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 26 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2026 წლის 28 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩის №4-ში არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 26 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩის №4-ში არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 26 აგვისტოს  №28 დადგენილებაში   (www.matsne.gov.ge, 31.08.2026, №010250050.35.123.016758), კერძოდ:

1. შეიცვალოს დადგენილების სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩის №4-ში არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის  დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩის №4-ში არსებული მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდის №03.05.26.182) განაშენიანების დეტალური გეგმა დანართის მიხედვით და მაკომპენსირებელი ღონისძიებები განისაზღვროს „საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის საგამონაკლისო წესით გამოყენების შემთხვევაში მაკომპენსირე­ბელი ღონისძიებების განსაზღვრის წესის შესახებ“ ქალაქ  ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის №130 დადგენილების შესაბამისად.“.

3. დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

(დანართი წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ჭიღვარია