დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.123.016765 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16.07.2014, №010250040.35.123.016211), კერძოდ:
1. დადგენილების დანართის პირველი მუხლის (საკრებულო) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულო არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვას, მისი განხორციელების კოორდინაციას, მონიტორინგსა და შეფასებას, აკონტროლებს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.“. 2. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის (საკრებულოს უფლებამოსილება) მე-9 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) შინაური ცხოველების ყოლის წესების (მათ შორის, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის, გასეირნების, მგზავრობისა და ღონისძიებებში მათი მონაწილეობის მოთხოვნების) დადგენა და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში პოპულაციების მართვის (მათ შორის, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, მონიტორინგისა და თავშესაფრების ორგანიზების) უზრუნველყოფა.“. 3. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის (საკრებულოს უფლებამოსილება) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დადგენა.“. 4. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის (საკრებულოს უფლებამოსილება) მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ქვეპუნქტები: „ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ვ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად წესების შემუშავება.“. 5. დადგენილების დანართის მე-5 მუხლი (საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენა 1. საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა. 2. საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად, არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა – „MSDA“-ს“ მეშვეობით. 3. საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.“. 6. დადგენილების დანართს დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 51 . საკრებულოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება 1. საკრებულო უფლებამოსილია, ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები. 2. ამ მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) პირადი ნომერი; დ) დაბადების თარიღი; ე) სქესი; ვ) მოქალაქეობა; ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ; თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ; ი) ფოტოსურათი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. საკრებულო ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა. 4. ამ მუხლის მიზნებისთვის საკრებულო მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.“. 7. დადგენილების დანართის მე-13 მუხლის (საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საკრებულო საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევებში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია არკვევს საკრებულოს წევრის მიერ ზედიზედ, ექვსი თვის განმავლობაში საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიუღებლობის მიზეზებს ან ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა ან საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით. საკრებულოს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ძალაშია შესაბამისი ვადის (6 თვის) გასვლის/თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან.“. 8. დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი: „მუხლი 151. საკრებულოს წევრის წახალისება ამომრჩევლებთან მუშაობის, საკრებულოსა და საკრებულოს კომისიის სხდომებში აქტიური მონაწილეობის და/ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისათვის საკრებულოს წევრს შეიძლება გამოეცხადოს სიტყვიერი მადლობა ან გადაეცეს სიგელი.“. 9. დადგენილების დანართის მე-17 მუხლის (საკრებულოს თავმჯდომარე) მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების, ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეების, საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შვებულებისა და მივლინების თაობაზე;“. 10. დადგენილების დანართის მე-17 მუხლის (საკრებულოს თავმჯდომარე) მე-2 პუნქტს დაემატოს „ფ“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ფ) საკრებულოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებემოსილებებს, მათ შორის რწმუნებებს (მინდობილობებს); ქ) საკრებულოს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს; ღ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“. 11. დადგენილების დანართის 27-ე მუხლს (კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს კომისიიდან გასვლის შემთხვევაში ფრაქციას, რომლის მიერაც იყო საკრებულოს წევრი წარდგენილი საკრებულოს კომისიაში უფლება აქვს არსებული კვოტის ფარგლებში კომისიის წევრად წარადგინოს ახალი კანდიდატურა.“. 12. დადგენილების დანართის 82-ე მუხლის (საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკრებულოში შემოტანილი ნორმატიული აქტის პროექტს თან უნდა ერთვოდეს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აღინიშნება: ა.ა) ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი; ა.ბ) არსებობის შემთხვევაში ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის ცხრილი („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დანართ №1-ის შესაბამისად); ა.გ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა); გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ორგანოს დასკვნა წარდგენილი პროექტის საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესახებ; დ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის ზეგავლენის შეფასება.“. 13. დადგენილების დანართის 84-ე მუხლის (საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის შემდეგ, თუ მასში ცვლილებები არ იქნა შეტანილი, დაუყოვნებლივ ეწყობა კენჭისყრა. თუ სამართლებრივი აქტის პროექტში მოთხოვნილ იქნა ცვლილების შეტანა, ჯერ კენჭი ეყრება ცვლილების შესახებ წარმოდგენილ წინადადებას, შემდეგ კი, თუ ეს წინადადება არ იქნა მიღებული – თავდაპირველად წარდგენილ პროექტს. თუ არც ცვლილება იქნა მიღებული და არც თავდაპირველად წარდგენილი ტექსტი, პროექტი უარყოფილად ითვლება.“. 14. დადგენილების დანართის 84-ე მუხლს (საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი) დაემატოს 81 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „81. სამართლებრივი აქტის პროექტის ინიციატორს უფლება აქვს, გაითხოვოს მის მიერ ინიციატივის წესით წარდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე მის მიღებამდე. გამოთხოვის უფლება აქვს პროექტის ყველა ინიციატორს. თუ პროექტი პეტიციის წესით ამომრჩეველთა მიერ არის წარდგენილი − შესაბამისი საინიციატივო ჯგუფი წერილობით მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს.“. 15. დადგენილების დანართის 90-ე მუხლს (ბიუჯეტის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება) დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-9 პუნქტი: „9. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საკრებულო გასცემს რეკომენდაციებს, ასევე, უფლებამოსილია დააყენოს შესაბამისი პირის/პირების პასუხისმგებლობის საკითხი.“. 16. დადგენილების დანართის 93-ე მუხლის (საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევებში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია არკვევს გაცდენის მიზეზს ან ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა ან საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრისთვის/თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. საკრებულოს ეს გადაწყვეტილება ძალაშია შესაბამისი ვადის (6 თვის) გასვლის/თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან.“. 17. დადგენილების დანართის 103-ე მუხლს (საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი) დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის თავმჯდომარეს, თუ ის ამ თანამდებობაზე დასახელებულ იქნა როგორც ფრაქციის წევრი საკრებულოს შესაბამისი ფრაქციის მიერ, თანამდებობრივი უფლებამოსილება უწყდება ამ ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.“. 18. დადგენილების დანართის 115-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 115. კონტროლი საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე 1. კონტროლი საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე იწყება ამ გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის დღიდან. 2. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლის მიზანია მათი შესრულების მდგომარეობისა და ეფექტიანობის შესწავლა და გაანალიზება, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების, სამართლებრივი აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების იდენტიფიცირება, აგრეთვე, მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების განხილვა. 3. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი ხორციელდება საკრებულოს კომისიათა მიერ, რომლებიც თვალყურს ადევნებენ საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების აღსრულების მდგომარეობას მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ დარგობრივ სფეროებში. 4. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლის მიზნით, კომისია უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტები, რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვიოს თანამდებობის პირები კომისიის სხდომაზე, მოისმინოს მათი განმარტებები და ანგარიშები. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი ვალდებულია კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. 5. კომისია მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომისიის რეკომენდაცია შეიძლება წარედგინოს საკრებულოს ან რეაგირებისთვის გადაეგზავნოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ვალდებულია კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით მიღებული ზომების შესახებ არაუგვიანეს 1 თვისა ან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში აცნობოს კომისიას. 6. კომისია საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლის განხორციელების თაობაზე შეიმუშავებს ანგარიშს, რომელშიც მიეთითება შესაბამისი გადაწყვეტილების შინაარსი, აღმასრულებელი უწყების მოვალეობები, კონტროლის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები, გამოვლენილი ხარვეზები, შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები. 7. კომისიის წარდგინებით, საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს კომისიის ანგარიში საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტ(ებ)ის აღსრულების შესახებ.“. 19. დადგენილების დანართს დაემატოს 1165 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1165. ინტერპელაცია 1. საკრებულოს ფრაქციას ან საკრებულოს კომისიას უფლება აქვს ინტერპელაციის წესით დააყენოს საკითხი მერის, მერიის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირის წინაშე. 2. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა შეეხებოდეს მერის, მერიის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირის მიერ შესაბამის დარგში გატარებული პოლიტიკის კონკრეტულ ან ზოგად საკითხებს. 3. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა იყოს ზუსტად და ლაკონური ფორმით ჩამოყალიბებული. მას შეიძლება ახლდეს დასაბუთებაც. 4. ინტერპელაციის წესით დასმული წერილობითი შეკითხვა ჩაჰბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და არაუგვიანეს მე-2 დღისა უგზავნის შესაბამის ადრესატს. 5. მერი, მერიის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირი ინტერპელაციის წესით გაგზავნილ შეკითხვაზე წერილობით პასუხს საკრებულოს უგზავნის მისი მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 6. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს ბიუროზე ადგენს საკითხის განხილვის ვადას. საკითხი შეიტანება საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში საკითხის დასმიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში. 7. ინტერპელაციის წესით დასმულ საკითხზე ფრაქცია ან შესაბამისი კომისია გამოყოფს მომხსენებელს, რომელსაც მიეცემა 15 წუთი მაინც განხილვის დაწყებისას, ხოლო თანამდებობის პირის პასუხის შემდეგ – 20 წუთი მაინც. 8. ფრაქციის ან შესაბამისი კომისიის მოთხოვნით მოცემულ საკითხზე შეიძლება გაიმართოს დებატები. 9. ინტერპელაციის წესით დაყენებულ საკითხზე საკრებულოს სხდომა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.“. 20. დადგენილების დანართის 117-ე მუხლის (საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს ამომრჩევლების მიღება. ამომრჩევლების მიღების მიზნით საკრებულოს წევრს გამოეყოფა ოთახი საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს წევრს – შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციულ შენობაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები