დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 508 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.026056 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, III, №33, 31/03/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების 14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 1563 და 1564 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისა.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“: ა) 86-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) 1562 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1563 და 1564 გრაფები:
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ამავე დადგენილების ძალაში შესვლამდე შემოტანილი სეს ესნ-ის 2711 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული თხევადი აირისა და 27-ე ჯგუფში კლასიფიცირებული ნახშირის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმებაზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები