დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.32.061.016486 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების შესაბამისად:
1. დაევალოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს (შემდგომში – სამინისტროები) ყოველი წლის 30 ივნისამდე დაამტკიცონ თავიანთი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები, რომლებიც გამომდინარეობს პრიორიტეტების დოკუმენტიდან და მოიცავს პრიორიტეტების მისაღწევად განსახორციელებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს. საგამონაკლისო წესით, 2027-2030 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების დამტკიცება სამინისტროებმა უზრუნველყონ 2026 წლის 31 დეკემბრამდე. 2. საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წლიურ რესპუბლიკურ ბიუჯეტს შორის მჭიდრო კავშირის შენარჩუნების მიზნით, საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებში სათანადო ცვლილებები (ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში) უნდა აისახოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წლიური ბიუჯეტის კანონის დამტკიცების შემდგომ, არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ერთი თვისა. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები