,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 27/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.010.253
  • Word
114
25/04/2007
სსმ, 59, 27/04/2007
100.020.020.22.027.010.253
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.010.253

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №114

2007 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის  №712 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №121, მუხ. 1626) დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) თავმჯდომარის მოადგილე – ფინანსურ დარგში;“;

ბ) მე-6 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ) პრეს-სამსახური;“;

გ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. პრესსამსახური

1. პრესსამსახური ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.

2. პრესსამსახური:

ა) ორგანიზებას უწევს  დეპარტამენტის ხელმძღვანელობის  მიერ  გამართულ საჯარო შეხვედრათა მსვლელობის გაშუქების და ამ შეხვედრებზე დამსწრე მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციას;

ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სახელით ამზადებს მიმართვებსა და განცხადებებს, აგრეთვე სხვა საჭირო ინფორმაციას, ორგანიზებას უწევს მათ გავრცელებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;“;

დ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის შემადგენლობაშია:

ა) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

ბ) სპეციალური დაცვის განყოფილება;

გ) გარე დაცვის №1 განყოფილება;

დ) გარე დაცვის №2 განყოფილება;

ე) გარე დაცვის №3 განყოფილება;

ვ) გარე დაცვის №4 განყოფილება;

ზ) გარე დაცვის №5 განყოფილება;

თ) გარე დაცვის №6 განყოფილება;

ი) გარე დაცვის №7 განყოფილება;

კ) გარე დაცვის №8 განყოფილება;

ლ) გარე დაცვის №9 განყოფილება;

მ) გარე დაცვის №10 განყოფილება;

ნ) გარე დაცვის №11 განყოფილება;

ო) გარე დაცვის №12 განყოფილება;

პ) გარე დაცვის №13 განყოფილება;

ჟ) გარე დაცვის №14 განყოფილება;

რ) გარე დაცვის №15 განყოფილება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე