დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1896/2-VIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 050050000.05.001.103280 |
|
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.03.2024, სარეგისტრაციო კოდი: 050050000.05.001.102233) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ჩამონათვალის დაზუსტების შესახებ განცხადება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს − „საქპატენტს“ უნდა წარედგინოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 5 წლისა. დაზუსტებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. დაზუსტებული საქონელი კანონით დადგენილი წესით შეიტანება სასაქონლო ნიშნების რეესტრში და შესაბამისი მონაცემები ქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. ამ პუნქტის თანახმად საქონელი უნდა დაზუსტდეს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 43 პუნქტით, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 28-ე მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებითა და 451 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 27 ოქტომბერი 2026 წ. N1896/2-VIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები