დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-456 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.017024 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებაში (ვებგვერდი, 27/02/2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016482) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების: 1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) პროტოკოლის სამსახური.“. 2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი: „16. პროტოკოლის სამსახურის ფუნქციებია: ა) სააგენტოში ოფიციალური და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია; ბ) სააგენტოს ხელმძღვანელი პირების მნიშვნელოვანი საპროტოკოლო შეხვედრების ორგანიზება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ; გ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს უფროსის, სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა და თანამშრომელთა სავიზო მომსახურების ორგანიზება; დ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები