„მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 506
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.026055
506
22/10/2026
ვებგვერდი, 23/10/2026
430050000.10.003.026055
„მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №506

2026 წლის 22 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №139 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/04/2024, 430050000.10.003.024532) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის“ მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთდროული ფულადი გასაცემელი წარმოადგენს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი გასაცემლის სახით გადასახდელ ფულად თანხას, რომელიც ლაურეატზე გაიცემა პროგრამის – „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე