„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 მაისის №224 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 503
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.026053
503
22/10/2026
ვებგვერდი, 23/10/2026
430050000.10.003.026053
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 მაისის №224 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №503

2026 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 მაისის №224 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 მაისის №224 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2026, 430050000.10.003.025773) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№798-IIმს-XIმპ, 26/06/2025) საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების გათვალისწინებით, უფლებამონაცვლე უწყებისათვის – სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის (შემდგომში – ფონდი), სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების გადაცემის შედეგად, პროექტების ეფექტიან განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შეფასების მიზნით, შეიქმნას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – კომისიის წევრი.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი.

6. საქართველოს კულტურის მინისტრი – კომისიის წევრი.

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი.

8. საქართველოს იუსტიციის მინისტრი  –  კომისიის წევრი.

9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – კომისიის წევრი.

10. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი.

11. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – კომისიის წევრი.

12. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − კომისიის წევრი.

13. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.

14. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი − კომისიის მდივანი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით, დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე