დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 235 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 22/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016423 |
|
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ |
| მუხლი 1 |
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებით დამტკიცებულ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესში“ (www.matsne.gov.ge, 09/02/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016326) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი: „ჟ1) სპეციალური ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი (ULM-S) – სერიული წარმოების საფრენი აპარატი ერთი ან ორი სავარძლით, აღჭურვილი ერთი ძრავით, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ჟ1.ა) ზსხ-ს მაქსიმალური მასა აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით დადგენილ მნიშვნელობებს, მაგრამ არაუმეტეს 600 კგ-ს – ხმელეთის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას და 650 კგ-ს – წყლის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას; ჟ1.ბ) ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე – არაუმეტეს 117 კვტ; ჟ1.გ) მე-2 კლასის ზსხ-ს შემთხვევაში, უმართავი ვარდნის სიჩქარე (VS0) – არაუმეტეს 45 კვანძი (83 კმ/სთ) შესწორებული ფრენის სიჩქარე. შენიშვნა: ამ ტერმინის ფარგლებში ექცევა ის საფრენი აპარატი, რომლის მაქსიმალური მასა, ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე ან მე-2 კლასის ზსხ-ს შემთხვევაში, უმართავი ვარდნის სიჩქარე (VS0) აღემატება ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით განმარტებით დადგენილ მნიშვნელობებს.“ 2. მე-4 მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“-„ზ“ ქვეპუნქტები: „ე) საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო; ვ) ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო; ზ) დამატებით, სპეციალური ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისთვის, ტექნიკური მომსახურების პროგრამა.“ 3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტო უფლებამოსილია ზსხ მიიჩნიოს ფრენისუუნაროდ და მიიღოს გადაწყვეტილება აღრიცხვის ბარათის გაუქმების ან ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტურის შეჩერების შესახებ და შესაბამისი ინფორმაცია შეიტანოს ზსხ-ების რეესტრში, იმ შემთხვევაში, თუ: ა) არ სრულდება ამ წესის მე-18 მუხლით ან სპეციალური ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის იდენტიფიკაციის და ექსპლუატაციის წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი მოთხოვნა; ბ) აღრიცხვის ბარათის მფლობელი სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, შემოწმების მიზნით, ზსხ-ს არ წარმოადგენს მისი ბაზირების ადგილას ან სააგენტოსთან შეთანხმებულ სხვა სათანადო ადგილზე; გ) ზსხ აღარ არის ფრენისუნარიანი და/ან ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს; დ) ამ წესის მე-20 მუხლის ან სპეციალური ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის იდენტიფიკაციის და ექსპლუატაციის წესის მე-20 მუხლის შესაბამისად ინსპექტირებისას გამოვლენილი ნაკლოვანების გამოსასწორებლად, აღრიცხვის ბარათის მფლობელ პირს განესაზღვრა გონივრული ვადა და ამ ვადაში არ გამოასწორა შეჩერების საფუძველი; ე) ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად განხორციელდა ზსხ-ის გასხვისება და გასხვისების თარიღიდან 30 დღის შემდეგ არ განხორციელდა ახალი აღრიცხვის ბარათის გაცემა; ვ) მოითხოვს აღრიცხვის ბარათის მფლობელი პირი; ზ) აღრიცხვის ბარათის მფლობელი არ ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზსხ-ის ფრენისუნარიანობასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდების ვალდებულებას.“ 4. მე-5 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი: „31. ზსხ-ს ფრენისუუნაროდ გამოცხადებასთან დაკავშირებით სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება აღრიცხვის ბარათის მფლობელ პირ(ებ)ს.“ 5. მე-6 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. აღრიცხვის ნიშნები ზსხ-ზე დატანილი უნდა იყოს ორნამენტების გარეშე, არანაკლებ 50 სმ-ის სიმაღლის მქონე ზომით და უნდა იყოს ადვილად გარჩევადი. თუ ზსხ-ის ზომები არ იძლევა არანაკლებ 50 სმ სიმაღლის ზომის მქონე ნიშნის განთავსების შესაძლებლობას, ნიშნის სიმაღლე უნდა იყოს მაქსიმალურად დიდი და არანაკლებ 15 სმ. 7. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში, აღრიცხვის ნიშანი შესაძლებელია წინასწარ მიენიჭოს ზსხ-ს, განმცხადებლის მიერ მის შეძენამდე, მინიჭებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით, მწარმოებლის მიერ მისი ზსხ-ზე დატანის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი მინიჭებიდან 6 თვის პერიოდში არ მიმართავს სააგენტოს ზსხ-ს აღრიცხვის ბარათის გაცემის მოთხოვნით, მინიჭებული ნიშნები გაუქმებულად ჩაითვლება.“ 6. მე-8 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ზსხ-ის გასხვისების შემთხვევაში ზსხ-ის მფლობელი, ზსხ-ის გასხვისების განცხადებას (ამ წესის №5 დანართის შესაბამისად) წარადგენს სააგენტოში და ზსხ-ის ახალ მფლობელს გადასცემს: ა) ზსხ-ის გასხვისების განცხადების ასლს; ბ) აღრიცხვის ბარათის დედანს, წარწერით „გაყიდულია“, სადაც მიეთითება იმ პირის სახელი და გვარი ან დასახელება (იურიდიული პირის შემთხვევაში), რომელსაც გადაეცემა ზსხ, ასევე გასხვისების თარიღი და ხელმოწერა; გ) უკანასკნელ ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტურს; დ) ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის ასლს; ე) საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს; ვ) ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს; ზ) ზსხ-ის აწონვის ბარათს, რომელიც შეესაბამება გასხვისებისას ზსხ-ის არსებულ მდგომარეობას; თ) საჭიროების შემთხვევაში: თ.ა) ძირეული მოდიფიკაციის განცხადებებს; თ.ბ) დამონტაჟებული რადიოსადგურის დოკუმენტაციას (ტექნიკური მომსახურების საწარმოს მიერ გაცემული ექსპლუატაციაში დაშვების შესაბამისი დოკუმენტი და საჰაერო ხომალდის რადიოსადგურის სერტიფიკატი); ი) ზსხ-ს ბორტჟურნალს; კ) დამატებით, სპეციალური ძრავიანი ზსხ-სთვის, ზსხ-ს ტექნიკური მომსახურების პროგრამას და ტექნიკურ ჟურნალს. შენიშვნა 1: ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადება სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს ზსხ-ის გასხვისებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში, რომელიც დასტურდება სააგენტოს საპასუხო წერილობითი შეტყობინებით. შენიშვნა 2: არასერიული ზსხ-ის შემთხვევაში, ზსხ-ის მფლობელმა ახალ მფლობელს ასევე უნდა გადასცეს მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის ასლი.“. 2. ზსხ-ის გასხვისებისას ზსხ-ის ახალი მფლობელი ვალდებულია ზსხ-ის გასხვისების შემდეგ აღრიცხვის ბარათის მოთხოვნის განაცხადით მიმართოს სააგენტოს (ამ წესის №6 დანართის შესაბამისად), რომელსაც თან უნდა დაურთოს: ა) ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული აღრიცხვის ბარათის ასლი; ბ) ზსხ-ის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ზსხ-ს მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განახლებული ზსხ-ის აწონვის ბარათი, რომელიც შეესაბამება აღრიცხვის ბარათის მოთხოვნისას ზსხ-ის არსებულ მდგომარეობას; ე) აღრიცხვის ბარათის წინა მფლობელისგან მიღებული ზსხ-ს გასხვისების განცხადების ასლი (დანართი №5); ვ) ძირეული მოდიფიკაციების განცხადებები (საჭიროებისას, ამ წესის მე-13 მუხლის ან სპეციალური ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის იდენტიფიკაციის და ექსპლუატაციის წესის მე-10 მუხლის შესაბამისად); ზ) საჭიროებისას, რადიოსადგურით აღჭურვილი ზსხ-ის შემთხვევაში, ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული განცხადება; თ) ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი. შენიშვნა: ზსხ-ის აღრიცხვის ნიშნები არ იცვლება ზსხ-ის ბაზირების ადგილის ცვლილების შემთხვევაში.“. ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი: „31. ზსხ-ის გასხვისების შემდეგ ახალი მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს ახალი აღრიცხვის ნიშნები.“. გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ახალი აღრიცხვის ბარათის გაცემამდე ახალი მესაკუთრე, საკუთარი პასუხისმგებლობით, უფლებამოსილია განახორციელოს ზსხ-ის ექსპლუატაცია ძველი აღრიცხვის ბარათის საფუძველზე, ზსხ-ის შესყიდვის თარიღიდან არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში. ძველი აღრიცხვის ბარათი ძალას კარგავს ახალი აღრიცხვის ბარათის გაცემისთანავე.“ 7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. მაქსიმალური ცარიელი მასა და მაქსიმალური ასაფრენი მასა ზსხ-ის მაქსიმალური ცარიელი მასა და მაქსიმალური ასაფრენი მასა განისაზღვრება იმგვარად, რომ მაქსიმალური ასაფრენი მასის მნიშვნელობა ექცეოდეს ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების შესაბამისად განსაზღვრულ ორ ზღვრულ სიდიდეს შორის: ა) მაქსიმალური ასაფრენი მასის ქვედა ზღვრის მნიშვნელობა უნდა იყოს შემდეგი მასების ჯამი: ა.ა) მაქსიმალური ცარიელი მასა; ა.ბ) ერთი ან ორი მგზავრის სტანდარტული მასა: ა.ბ.ა) ერთსავარძლიანი ზსხ-ის შემთხვევაში 86 კგ ან ზსხ-ის 1A და 2A ქვეკლასების შემთხვევაში – მწარმოებლის მიერ შერჩეული მომხმარებელზე მორგებული მასა; ა.ბ.ბ) ორსავარძლიანი ზსხ-ის შემთხვევაში – 156 კგ; ა.გ) ელექტროძრავიანი ზსხ-ის გარდა, საწვავის მასა: ა.გ.ა) 1-ელი კლასის ზსხ-ის შემთხვევაში საწვავის მასა, რომელიც საკმარისია მინიმუმ 1 საათი ფრენისთვის; ა.გ.ბ) მე-2, მე-3 და მე-4 კლასის ზსხ-ის შემთხვევაში, საწვავის მასა შეესაბამება საწვავის ავზის მაქსიმალური მოცულობის და სტანდარტული მოცულობის მაჩვენებელს შორის უმცირესს. სტანდარტული მოცულობა ერთსავარძლიანი ზსხ-ის შემთხვევაში არის 30 ლიტრი, ხოლო ორსავარძლიანის შემთხვევაში – 45 ლიტრი; შენიშვნა: ამ მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ორტაქტიანი ძრავის საწვავის ნარევისთვის ან ბენზინისთვის სტანდარტული სიმკვრივე არის 0,7 გ/სმ3, ხოლო ტურბინული ძრავის საწვავის ან დიზელის სიმკვრივე არის 0,8 გ/სმ3. ბ) მაქსიმალური ასაფრენი მასის ზედა ზღვრის მნიშვნელობა უნდა იყოს შემდეგ მასებს შორის უმცირესის ტოლი: ბ.ა) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ან „ჟ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მაქსიმალური მასის ზღვრული ოდენობა; ან ბ.ბ) ზსხ-ის შემუშავებისას მწარმოებლის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ასაფრენი მასა, რომლის მიხედვითაც დადგინდა კონსტრუქციის სტრუქტურული სიმტკიცის შესაბამისობა ყველა შესაბამის მოქმედ ტექნიკურ პირობასთან; ან ბ.გ) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ასაფრენი მასა, რომლის მიხედვითაც დადგინდა ფრენის ხარისხის და ზსხ-ის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა ყველა შესაბამის მოქმედ ტექნიკურ პირობასთან.“ 8. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თითოეული ფრენისთვის ან მიმდევრობით განხორციელებული ფრენებისთვის ბორტჟურნალში ან მის ეკვივალენტურ დოკუმენტში უნდა იქნეს შეტანილი ზსხ-ის, მისი ეკიპაჟის და თითოეული ფრენის დეტალები. შენიშვნა: ბორტჟურნალის განახლებაზე პასუხისმგებელია ზსხ-ს მეთაური.“ 9. 43-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) თუ ზსხ სრულად არ შეესაბამება მის საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებული საიდენტიფიკაციო ბარათის ყველა აღწერით ელემენტს – მოდიფიკაციის განცხადების ასლი.“ 10. დანართები №5, №6, №10 და №12 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები