ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 234
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 21/10/2026
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016422
234
21/10/2026
ვებგვერდი, 27/10/2026
310050000.54.066.016422
ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №234

2026 წლის 21  ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებით დამტკიცებულ „ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ (matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016052) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 381  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 381.  დაღლილობის მართვა

1. დაღლილობის მართვის მიზნით ექსპლუატანტმა უნდა დანერგოს წესები და პროცედურები, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ დადგენილ რეგულაციებზე საფრენოსნო დროის, საფრენოსნო სასამსახურო დროის და სასამსახურო დროის შეზღუდვების, აგრეთვე ფრენისწინა დასვენების დროის მოთხოვნების შესახებ.

2. ექსპლუატანტი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები და დაღლილობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების სამართავად დანერგოს საფრენოსნო დროის, საფრენოსნო სასამსახურო დროის და სასამსახურო დროის შეზღუდვები, აგრეთვე დასვენების დროის მოთხოვნები, რომლებიც დადგენილია სააგენტოს მიერ;

შენიშვნა: დაღლილობის კონტროლთან დაკავშირებული ნორმატიული წესების დაცვა ექსპლუატანტს არ ათავისუფლებს საკუთარი რისკების ფაქტორების (დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების ფაქტორების ჩათვლით) მართვის ვალდებულებისაგან, ექსპლუატანტთან არსებული უსაფრთხოების მართვის სისტემის (SMS) გამოყენებით ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.

3. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს საფრენოსნო დროის, საფრენოსნო სასამსახურო დროის და სასამსახურო დროის, აგრეთვე დასვენების დროის ჩანაწერების შენარჩუნება ეკიპაჟის წევრებისთვის სააგენტოს მიერ დადგენილი ვადით.

4. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს დაღლილობის მართვაში ჩართული პერსონალის სწავლება მათი პასუხისმგებლობისა და დაღლილობის მართვის პრინციპების შესახებ.

შენიშვნა: დაღლილობის მართვის რეგულაციების დაფუძნებისა და დანერგვის შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია დაღლილობის მართვის ზედამხედველობის სახელმძღვანელოში (Doc 9966).“.

2. წესის  №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინფორმაცია და პოლიტიკა დაღლილობის კონტროლთან მიმართებაში, რომელიც შეიცავს წესებს, რომელიც ეხება საფრენოსნო დროს, სამსახურებრივ საფრენოსნო დროს და სასამსახურე დროს და მოთხოვნებს საფრენოსნო და დამხმარე ეკიპაჟების დასვენებასთან მიმართებაში.“.

3. წესის დანართი №8 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი