„საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 14 აგვისტოს №161 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 14 აგვისტოს №161 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 233
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 20/10/2026
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2027
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016421
233
20/10/2026
ვებგვერდი, 27/10/2026
310150000.54.066.016421
„საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 14 აგვისტოს №161 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №233

2026 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 14 აგვისტოს №161 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
 „საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 14 აგვისტოს №161 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 14/08/2023 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016308) დამტკიცებულ საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 

1. მე-3 მუხლის:

ა) „ჰ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ2) მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საწარმო, რომელიც პასუხისმგებელია მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფაზე;“;

ბ) „ჰ65“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ65) საჰაერო მოძრაობის არიდების რეკომენდაცია – სმმ-ის პუნქტის რეკომენდაციები სხ-ის მანევრებზე პილოტის დასახმარებლად, შეჯახების აცილების მიზნით;“;

გ) დაემატოს შემდეგი რედაქციის „ჰ72–ჰ79“ ქვეპუნქტები:

„ჰ72) ჰაერში შეჯახების აცილების სისტემა – მეორეული მიმოხილვითი რადიოლოკატორის (მმრლ) მიმღებ-მოპასუხე სიგნალების გამოყენებაზე დაფუძნებული საბორტო სისტემა, რომელიც მოქმედებს სახმელეთო მოწყობილობებისაგან დამოუკიდებლად და ეკიპაჟს აძლევს ინფორმაციას ისეთ კონფლიქტურ ვითარებაზე, რომელიც შეიძლება შექმნას მმრლ-ის მიმღებ-მოპასუხის აღჭურვილმა საჰაერო ხომალდმა;

ჰ73) შეჯახების აცილების შესახებ გაფრთხილება (RA) – ეკიპაჟისთვის მიცემული მითითება, რომელიც იძლევა რეკომენდაციას:

ა) მანევრის განხორციელებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ყოველგვარი საფრთხისგან დაშორების უზრუნველყოფას; ან

ბ) მანევრის შეზღუდვაზე, რომელიც მიზნად ისახავს არსებული დაშორების  შენარჩუნებას;

ჰ74) საჰაერო მოძრაობის შესახებ გაფრთხილება (TA) – ეკიპაჟისთვის მიცემული მითითება იმის შესახებ, რომ გარკვეული საჰაერო ხომალდი წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს;

ჰ75) ფრენის მიმდინარე გეგმა (CPL) – შემდგომი სამეთვალყურეო ნებართვებით განპირობებული ფრენის გეგმა, შესაძლო ცვლილებების ჩათვლით;

ჰ76) ფრენის გეგმა – სხ-ის დაგეგმილ ფრენასთან ან ფრენის ნაწილთან დაკავშირებული ინფორმაცია;

შენიშვნა: 1: ტერმინთან „ფრენის გეგმა“ შეიძლება გამოიყენებოდეს სიტყვები „წინასწარი“, „წარდგენილი“, „მიმდინარე“ ან „სამუშაო“, ფრენის პირობებისა და სხვადასხვა ეტაპების მისათითებლად.

შენიშვნა 2: როდესაც ამ ტერმინთან ერთად გამოიყენება სიტყვა „შეტყობინება“, ეს გულისხმობს გადაცემული ფრენის გეგმის მონაცემების შინაარსს და ფორმატს;

ჰ77) ზონალური ნაოსნობა – ნაოსნობის მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს საჰაერო ხომალდს, ფრენა განახორციელოს ნებისმიერი სასურველი ტრაექტორიით, მიწისზედა ან სატელიტური სანავიგაციო საშუალებების მოქმედების არეში ან ავტონომიური საშუალებების შესაძლებლობების ფარგლებში ან მათი კომბინაციით;

ჰ78) RNAV სპეციფიკაცია – ზონალურ ნაოსნობაზე დაფუძნებული ნაოსნობის სპეციფიკაცია, რომელიც არ მოითხოვს მახასიათებლების მონიტორინგსა და გაფრთხილებას და აღინიშნება თავსართით RNAV, მაგალითად: RNAV 5, RNAV 1;

ჰ79) საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაცია (PBN) – ზონალური ნაოსნობა, დაფუძნებული სმმ მარშრუტზე,  დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურაზე ან დადგენილ საჰაერო სივრცეში მფრენ საჰაერო ხომალდის მახასიათებლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებზე;

შენიშვნა: საექსპლუატაციო მახასიათებლებთან დაკავშირებული მოთხოვნები გამოიხატება სანავიგაციო სპეციფიკაციებში (RNAV სპეციფიკაცია, სანავიგაციო მახასიათებლების მოთხოვნილი სპეციფიკაცია (RNP)) სიზუსტის, მთლიანობის, უწყვეტობისა და სააერნაოსნო მომსახურების თვალსაზრისით, რომლებიც საჭიროა კონკრეტული საჰაერო სივრცის კონცეფციის ფარგლებში დაგეგმილი ექსპლუატაციისთვის. სანავიგაციო გამოყენების უზრუნველსაყოფად, საჰაერო სივრცის კონცეფციით გათვალისწინებული უნდა იყოს გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემის (GNSS) სიგნალისა და/ან სხვა სანავიგაციო საშუალებათა ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სხ-ის ჰაერში შეჯახების აცილების საბორტო სისტემის (ACAS) აღჭურვილობა არ წარმოადგენს საჰაერო მოძრაობის მომსახურების საჭიროების განსაზღვრის ფაქტორს კონკრეტული რაიონისთვის.“.

3. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო;“

4. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. კოორდინაცია მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შორის

სხ-ების მიერ უახლესი მეტეოროლოგიური ინფორმაციის მისაღებად, მეტეოროლოგიურ მომსახურების საწარმოსა და შესაბამის სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შორის (თუ მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო არ წარმოადგენს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სტრუქტურულ ერთეულს) უნდა არსებობდეს შეთანხმება, რათა საჰაერო მოძრაობის მომსახურების პერსონალმა:

ა) გარდა ინდიკაციური ხელსაწყოების მაჩვენებლებისა, გადასცეს სხვა მეტეოროლოგიური ელემენტები, რომელთა მიმართებითაც შეიძლება არსებობდეს შეთანხმება, თუ აღნიშნულს აკვირდება სმმ- ის პერსონალი ან მათი გადაცემა მოხდა სხ-ის მიერ;

ბ) შეძლებისდაგვარად სწრაფად აცნობოს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს საექსპლუატაციო მნიშვნელობის მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ, რომლებიც არ შევიდა აეროდრომის მიმდინარე რეგულარულ მეტეოროლოგიურ ცნობაში, თუ აღნიშნულს აკვირდება საჰაერო მოძრაობის მომსახურების პერსონალი ან მათი გადაცემა მოხდა სხ-ის მიერ;

გ) შეძლებისდაგვარად სწრაფად გადასცეს შესაბამის მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს სათანადო ინფორმაცია ვულკანური აქტივობის შესახებ, რომელიც წინ უსწრებს ვულკანის ამოფრქვევას, ასევე ინფორმაცია ვულკანის ამოფრქვევის და ვულკანური ფერფლის ღრუბლების შესახებ. გარდა ამისა, რაიონული სამეთვალყურეო პუნქტები და საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტები ინფორმაციას წარუდგენენ მეტეოროლოგიური დაკვირვების შესაბამის ორგანოებს და ვულკანური ფერფლის შესახებ საკონსულტაციო ცენტრებს.

შენიშვნა 1: ვულკანური ფერფლის შესახებ საკონსულტაციო ცენტრი ინიშნება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, როგორც ეს მითითებულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის, მე-3 თავის 3.5.1 პუნქტში.

შენიშვნა 2: NOTAM-ის და SIGMET-ის ინფორმაციაში ვულკანური ფერფლის შესახებ ინფორმაციის გაერთგვაროვნების მიზნით, ხორციელდება მჭიდრო კოორდინაცია რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტებს, საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტებსა და მეტეოროლოგიური დაკვირვების შესაბამის პუნქტს შორის.“.

5. 27-ე მუხლის მე-4 შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა 4: შეტყობინება ვულკანური მოქმედების შესახებ ინფორმაცია აღწერილია სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 18 სექტემბრის №202 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 43-ე მუხლში;“.

6. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 45. საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება

საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება უნდა განხორციელდეს „საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 7 თებერვლის №26 ბრძანების შესაბამისად“.

7. 47-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 47. საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებისას საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმა“.

8. 51-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. როდესაც პილოტი იტყობინება ACAS-ის შეჯახების აცილების რეკომენდაციის (RA) მიღების შესახებ, მეთვალყურე არ უნდა შეეცადოს საჰაერო ხომალდის ფრენის ტრაექტორიის შეცვლას, ვიდრე პილოტი არ აცნობებს კონფლიქტის დასრულების შესახებ – „Clear of Conflict“.

2.  როგორც კი საჰაერო ხომალდი, RA-ს შესრულების მიზნით, გადაუხვევს სამეთვალყურეო ნებართვას ან მითითებას, ან პილოტი იტყობინება RA-ს შესახებ, მეთვალყურე აღარ არის პასუხისმგებელი ეშელონირების უზრუნველყოფაზე ამ საჰაერო ხომალდსა და ნებისმიერ სხვა საჰაერო ხომალდს შორის, რომელზეც უშუალო გავლენა მოახდინა RA-ით განპირობებულმა მანევრმა. მეთვალყურემ უნდა დაიბრუნოს აღნიშნულ საჰაერო ხომალდებს შორის ეშელონირებაზე პასუხისმგებლობა, როდესაც:

ა) მეთვალყურე დაადასტურებს საფრენოსნო ეკიპაჟის შეტყობინებას იმის შესახებ, რომ საჰაერო ხომალდი დაუბრუნდა მოქმედ სამეთვალყურეო ნებართვას; ან

ბ) მეთვალყურე დაადასტურებს საფრენოსნო ეკიპაჟის შეტყობინებას იმის შესახებ, რომ საჰაერო ხომალდი უბრუნდება მოქმედ სამეთვალყურეო ნებართვას და გასცემს ალტერნატიულ ნებართვას, რომლის მიღებასაც საფრენოსნო ეკიპაჟი დაადასტურებს.

3. ACAS-ს სისტემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შემთხვევის შემდეგ საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე ვალდებულია შეავსოს საავიაციო მოვლენის შეტყობინების შესაბამისი ფორმა, სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“.

9. 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შესაძლებლობის შემთხვევაში, თუ სხ-ის მარშრუტი გადის პროგნოზირებული ფერფლის ღრუბლებზე ან მის სიახლოვეს, მოსთხოვოს სხ-ს სპეციალური შეტყობინების გაკეთება და გადასცეს იგი პროცედურით გათვალისწინებულ მეტეოროლოგიური  მომსახურების საწარმოს.“.

10. 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხ მოითხოვს და თუ ასეა განსაზღვრული საწარმოს მიერ ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევებისათვის D და E კლასის საჰაერო სივრცეში, სხ-ს შეიძლება მიეცეს სამეთვალყურეო ნებართვა ეშელონირების უზრუნველყოფის გარეშე ფრენის კონკრეტულ მონაკვეთზე, რომელიც სრულდება ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში.“.

11. 58-ე მუხლის:

ა) მე-2 – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონული სამეთვალყურეო მომსახურება და მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურება უზრუნველყოფილია საჰაერო მოძრაობის მართვის სხვადასხვა პუნქტის მიერ, სხ-ის მოძრაობის მართვაზე პასუხისმგებლობა რაიონული სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველმყოფი პუნქტის მიერ უნდა გადაეცეს მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტს და პირიქით, იმ წერტილში ან დროის იმ მომენტში, რომელიც შეთანხმებულია ამ ორ პუნქტს შორის.

3. გარდა იმ ფრენებისა, რომლებიც უზრუნველყოფია მხოლოდ სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებით, მომფრენი და გამფრენი სხ-ების კონტროლირებადი ფრენების მართვაზე პასუხისმგებლობა უნდა განაწილდეს სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტსა და მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტს შორის შემდეგნაირად:

ა) მომფრენი სხ-ის მართვა მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტის მიერ უნდა გადაეცეს სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტს, როდესაც ეს სხ:

ა.ა) იმყოფება აეროდრომის შემოგარენში და

ა.ა.ა) ითვლება, რომ მას შეუძლია დაასრულოს დაფრენა ვიზუალური სახმელეთო ორიენტირების მიხედვით; ან

ა.ა.ბ) შევიდა მდგრადი ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობების არეში; ან

ა.ბ) იმყოფება დაწესებულ წერტილზე ან დაწესებულ სიმაღლზე, შეთანხმების ან ადგილობრივი ინსტრუქციის შესაბამისად , ან

ა.გ) უკვე განახორციელებს დაფრენას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გამფრენი სხ-ის მართვა სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტის მიერ გადაეცემა მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტს:

ა) როდესაც აეროდრომის რაიონში არის ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობები:

ა.ა) სხ-ის მიერ აეროდრომის შემოგარენის დატოვებამდე,

ა.ბ) სხ-ის მიერ სახელსაწყო მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენაზე გადასვლამდე, ან

ა.გ) როდესაც სხ იმყოფება დადგენილ წერტილში ან სიმაღლეზე შეთანხმების ან ადგილობრივი ინსტრუქციის შესაბამისად.

ბ) როდესაც აეროდრომის რაიონში არსებობს სახელსაწყო მეტეოროლოგიური პირობები:

ბ.ა) მიწის ზედაპირიდან სხ-ის მოწყვეტის შემდეგ, ან

ბ.ბ) როდესაც სხ იმყოფება დადგენილ წერტილში ან სიმაღლეზე, შეთანხმების ან ადგილობრივი ინსტრუქციის შესაბამისად.“.

12. 68-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განსაზღვროს პროცედურები, რომლის მიხედვითაც მეთვალყურის მიერ უნდა მოხდეს  არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სხ-ისა და მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსთვის;“.

13. 74-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შენიშვნა  ამოღებულ იქნეს.

14. 95-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სმმ-ის პუნქტმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადასცეს სხ-დან მიღებული სპეციალური შეტყობინება სხვა შესაბამის სხ-ებს, შესაბამის მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს და სმმ-ის სხვა შესაბამის პუნქტს. სხ-ებისთვის გადაცემები უნდა გაგრძელდეს დროის იმ პერიოდით, რომელიც განისაზღვრება მეტეოროლოგიურ მომსახურების საწარმოს და შესაბამისი საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის მიღწეული შეთანხმებით.“.

15. მე-100 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინფორმაცია მარშრუტზე ამინდის შესახებ – მარშრუტზე ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია უნდა გადაიცეს SIGМЕТ-ის ფორმატით,  სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 18 სექტემბრის №202 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 69-ე მუხლის მიხედვით;“;

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: ბ.ე), ბ.ვ) და ბ.ზ) ქვეპუნქტებში მითითებული ელემენტები იცვლება ტერმინით CAVOK, იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 18 სექტემბრის №202 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 27-ე მუხლის მოთხოვნებს.“.

16. 101-ე მუხლის მე-7 პუნქტის:

ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მიმდინარე SIGMET ინფორმაცია.“;

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: თ), ი) და კ) ქვეპუნქტებში მითითებული ელემენტები იცვლება ტერმინით CAVOK, თუ აკმაყოფილებს სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 18 სექტემბრის №202 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 27-ე მუხლის მოთხოვნებს.“;

17. 103-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია D-ATIS-სთან მიმართებით მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში Doc 9694 – „საჰაერო მოძრაობის მომსახურების მიზნებისთვის მონაცემთა გადაცემის ხაზებით სარგებლობის სახელმძღვანელო“. ტექნიკური მოთხოვნები D-ATIS-ის გამოყენებასთან დაკავშირებით მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 10157 – „მეტეოროლოგია“  2.1.2.2.1 პუნქტში.“.

18. 104-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილია სამეტყველო – ATIS-ი და/ან D-ATIS-ი:

ა) გადასაცემი ინფორმაცია უნდა ეხებოდეს  ერთ აეროდრომს;

ბ) არსებითი ცვლილებებისას დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს გადასაცემი ინფორმაციის განახლება;

გ)  ATIS-ის შეტყობინებების მომზადებასა და გავრცელებაზე პასუხისმგებლობა აკისრია საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტს;

დ)  ATIS-ის ცალკეული შეტყობინება უნდა აღინიშნოს ინდექსით, იკაოს ფონეტიკური ანბანის ასოს სახით. ATIS-ის შემდგომ შეტყობინებებს ინდექსები უნდა მიენიჭოს ანბანური თანმიმდევრობით;

ე)  სხ-ებმა უნდა დაადასტურონ ინფორმაციის მიღება სმმ-ის იმ პუნქტთან კავშირის დამყარების შემდეგ, რომელიც შესაბამისად უზრუნველყოფს მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურებას ან სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებას;

ვ)  სმმ-ის შესაბამისმა პუნქტმა, რომელიც პასუხობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებულ შეტყობინებას, მომფრენ სხ-ებთან დაკავშირებით ან სხვა ისეთ დროს, რომელიც შეიძლება დააწესოს  საწარმომ, სხ-ები უნდა უზრუნველყოს მიმდინარე მონაცემებით სიმაღლის საზომის დასაყენებლად;

ზ) მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიღება უნდა განხორციელდეს ადგილობრივი რეგულარული ან სპეციალური მეტეოროლოგიური ცნობებიდან;

შენიშვნა 1: იკაოს  ოფიციალური გამოცემის Doc 10157  –  „მეტეოროლოგია“ 2.2.1 და 2.2.3 პუნქტების შესაბამისად, მიწისპირა ქარის მიმართულების და სიჩქარის, აგრეთვე ადზ-ზე ხილვადობის მანძილის (RVR) საშუალო მაჩვენებლები უნდა განისაზღვროს  2-წუთიან და 1-წუთიან ინტერვალებში. ამასთან, ქარის შესახებ ინფორმაცია უნდა ასახავდეს პირობებს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გასწვრივ  გაფრენილი საჰაერო ხომალდებისთვის, ხოლო ადზ-სთან დაფრენის ზონაში არსებულ პირობებს-  მომფრენი საჰაერო ხომალდებისთვის.

შენიშვნა 2: ადგილობრივი მეტეოროლოგიური ანგარიშის ნიმუში, თითოეული ელემენტის შესაბამისი დიაპაზონებისა და გარჩევადობის ჩათვლით, მოცემულია იკაოს  ოფიციალური გამოცემის Doc 10157 – „მეტეოროლოგია“ მე-2 დანართის A2-1 ცხრილში, ხოლო ადგილობრივი მეტეოროლოგიური ანგარიშის დამატებითი კრიტერიუმები მოცემულია ამავე დოკუმენტის მე-2 თავსა და C- დანარში.“;

ბ) მე-3 პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში მითითებული ელემენტები იცვლება ტერმინით CAVOK, თუ აკმაყოფილებს სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 18 სექტემბრის №202 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 27-ე მუხლის მოთხოვნებს.“;

გ) მე-4 პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში მითითებული ელემენტები იცვლება ტერმინით CAVOK, თუ აკმაყოფილებს სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 18 სექტემბრის №202 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 27-ე მუხლის მოთხოვნებს.“;

დ) მე-5 პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებში მითითებული ელემენტები იცვლება ტერმინით CAVOK, თუ აკმაყოფილებს სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 18 სექტემბრის №202 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 27-ე მუხლის მოთხოვნებს.“.

19. 105-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: სარადიომაუწყებლო გადაცემების VOLMET და/ან D-VOLMET მომსახურების შესახებ ინფორმაცია მოცემულია სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 18 სექტემბრის №202 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 103-ე -104-ე მუხლებში.“;

ბ) მე-2 პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია რადიოსატელეფონო კავშირის სტანდარტული ფრაზეოლოგიის შესახებ, რომელიც გამოიყენება სარადიომაუწყებლო გადაცემებში VOLMET, მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9377 – „საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტს, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებსა და საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოებს შორის კოორდინაციის სახელმძღვანელოს“ პირველ დამატებაში.“.

20. 107-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსთან, რომელიც ემსახურება აეროდრომს; და“.

21. 116-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საწარმო ვალდებულია იკაოს საოპერაციო ბაზაში (OPS Control Directory) მუდმივად ჰქონდეს წარდგენილი განახლებული ფრენების ხელმძღვანელის, ან ცვლაში მომუშავე უფროსი მეთვალყურის  ან მათთან უფლებამოსილებით გათანაბრებული პირის საკონტაქტო ინფორმაცია, შესაბამისი რაიონული სამეთვალყურეო ან საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტთან დაკავშირებით.

შენიშვნა: იკაოს საოპერაციო ბაზის (OPS Control Directory) გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელო მასალა  მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში Doc 10165 – „საავიაციო უბედური შემთხვევებისა და უსაფრთხოების გლობალური სისტემების (GADSS)“ სახელმძღვანელო.“.

22. 117-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) მიღებულია ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს სხ-ის საექსპლუატაციო მდგომარეობის გაუარესებაზე, მაგრამ არა იმდენად, რომ მან განახორციელოს იძულებითი დაფრენა ან როდესაც იძულებითი დაფრენის ალბათობა არ არის განსაზღვრული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს მონაცემები სხ-ის და მასზე მყოფი პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების აღმოფხვრასთან დაკავშირებით; ან როდესაც“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სმმ-ის პუნქტი უნდა ეცადოს, ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც მითითებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში და რომელიც არ არსებობდა საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრისთვის შეტყობინების გადაცემის მომენტში, მოიპოვოს გასაჭირის სტადიის გამოცხადებამდე, თუ არსებობს სარწმუნო საფუძველი, რომ ეს სტადია დადგება.

შენიშვნა: განსაცდელში მყოფი სხ-ის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სხ-ის ადგილმდებარეობის მონაცემთა ბაზაში (LADR). LADR-ის გამოყენების შესახებ სახელმძღვანელო მასალა  მოცემულია იკაოს  ოფიციალურ გამოცემაში  Doc 10165- „საავიაციო უბედური შემთხვევებისა და უსაფრთხოების გლობალური სისტემების (GADSS) სახელმძღვანელო“  და  ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის I ნაწილის დამატება №9-ში.“.

23. 126-ე მუხლის პირველი-მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ჰაერი-მიწა“ ორმხრივი კავშირის საშუალებებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირდაპირი ოპერატიული, უწყვეტი და დაუბრკოლებელი კავშირი მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტსა და მისი მართვის ქვეშ მყოფ, სათანადოდ აღჭურვილ სხ-ს შორის.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტი ფუნქციონირებს როგორც ცალკე სამეთვალყურეო პუნქტი, ორმხრივი კავშირი „ჰაერი-მიწა“ უნდა იწარმოოს კავშირის არხებით, რომლებიც გამოყოფილია მხოლოდ მისი სარგებლობისთვის.“.

24. 129-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსთან, რომელიც ემსახურება მოცემულ პუნქტს;“;

ბ) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსთან, რომელიც ემსახურება მოცემულ პუნქტს;“.

25. 134-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს ამ თავით დადგენილი მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიღება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აწვდის მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო. საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინფორმაციით ფაქტობრივი და პროგნოზირებული მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ისეთი ფორმით, რომ საჰაერო მოძრაობის მომსახურე პერსონალის მხრიდან საჭირო იყოს მინიმალური ინტერპრეტირება და ისეთი პერიოდულობით, რომელიც შეესაბამება საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამისი ორგანოების მოთხოვნებს და  სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 18 სექტემბრის №202 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მოთხოვნებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს წარედგინება ციფრულ ფორმატში დამუშავებული კომპიუტერული მონაცემები ატმოსფეროს ზედა ფენების შესახებ, გადაცემის შინაარსი, ფორმატი და თანამიმდევრობა უნდა შეთანხმდეს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის.“.

26. 135-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საფრენოსნო საინფორმაციო პუნქტები და რაიონული სამეთვალყურეო პუნქტები უზრუნველყოს მეტეოროლოგიური ინფორმაციით. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მიმდინარე ან მოსალოდნელი მეტეოროლოგიური ინფორმაციის ელემენტების გაუარესებაზე, ასეთის არსებობისას. აღნიშნული ცნობები და პროგნოზები უნდა მოიცავდეს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონს ან სამეთვალყურეო რაიონს და სხვა ისეთ რაიონებს, რომლებიც განსაზღვრულია რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებებით;

შენიშვნა 1: საფრენოსნო-საინფორმაციო პუნქტებისა და რაიონული სამეთვალყურეო პუნქტებისთვის მიწოდებას დაქვემდებარებული მეტეოროლოგიური ინფორმაციის ჩამონათვალი მოცემულია იკაოს  ოფიციალური გამოცემის Doc 10157 – „მეტეოროლოგია“ 9.1.3 ქვეპუნქტში;

შენიშვნა 2: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ზოგიერთი მეტეოროლოგიური პირობის ცვლილება განიხილება როგორც მეტეოროლოგიური ელემენტის გაუარესება, თუმცა ჩვეულებრივ პირობებში აღნიშნული ამგვარად არ განიხილება. მაგალითად, ტემპერატურის მატებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ზოგიერთი ტიპის სხ-ის ფრენაზე;“.

27. 136-ე მუხლის:

ა) პირველი-მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მისადგომის სამეთვალყურეო  პუნქტებს მეტეოროლოგიური ინფორმაცია უნდა წარედგინოს, საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მყოფ საჰაერო სივრცესა და აეროდრომებზე. სპეციალური ცნობები და პროგნოზის ცვლილება უნდა გადაეცეს მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტს, აუცილებლობისას, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, მომდევნო ცნობის ან პროგნოზის ლოდინის გარეშე. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება რამდენიმე ანემომეტრი, გარკვევით უნდა აღინიშნოს დისპლეი, რომელსაც ისინი უკავშირდებიან, რათა მოხდეს თითოეული ანემომეტრის მიერ კონტროლირებადი ადზ-ის და ადზ-ის მონაკვეთის იდენტიფიცირება.

შენიშვნა: მეტეოროლოგიური ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელიც უნდა მიეწოდოს მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტს, მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 10157- „მეტეოროლოგია“  9.1.2 ქვეპუნქტში.

2. მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიმდინარე მონაცემებით წნევის შესახებ სიმაღლის საზომის დასაყენებლად, იმ ადგილებთან მიმართებით, რომლებიც მითითებულია მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტის მიერ.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დასაფრენად შესვლის დასკვნით საფეხურზე, აფრენისას და დაფრენისას, მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტს უნდა წარედგინოს ინფორმაცია ქარის წანაცვლების შესახებ, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს სხ-ების დასაფრენად შესვლის და აფრენის ტრაექტორიაზე ან დასაფრენად წრეზე შესვლისას.

შენიშვნა: ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილებებისა და შეტყობინებების გამოცემასთან დაკავშირებული დებულებები, აგრეთვე მოთხოვნები სმმ-ის მიმართ მეტეოროლოგიურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 10157- „მეტეოროლოგია“  მე-6 და მე-9 თავებში.“.

28. 137-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მეტეოროლოგიური ინფორმაციით საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მყოფ აეროდრომებთან მიმართებით. სპეციალური ცნობები და პროგნოზის ცვლილება სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტებს უნდა გადაეცეს აუცილებლობისდა მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მომდევნო ცნობის ან პროგნოზის ლოდინის გარეშე.

შენიშვნა: მეტეოროლოგიური ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელიც უნდა მიეწოდოს სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტს, მოცემულია იკაოს  ოფიციალური გამოცემის Doc 10157-- „მეტეოროლოგია“ 9.1.1 ქვეპუნქტში.“;

ბ) მე-7 პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: მეტეოროლოგიური პირობები, რომელთა მიმართებითაც გამოიცემა გაფრთხილება აეროდრომთან დაკავშირებით, მოცემულია სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 18 სექტემბრის №202 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 74-ე მუხლში.“.

29. 142-ე მუხლის მე-2 პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: ვულკანური ფერფლის შესახებ საკონსულტაციო ცენტრი უნდა დაინიშნოს რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, როგორც ეს მითითებულია სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 18 სექტემბრის №202 ბრძანებით დამტკიცებული  „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-19 მუხლში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი