დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესების, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/129 |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 21/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010000.84.097.016030 |
|
„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესების, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესების, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/32 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02/03/2026, სარეგისტრაციო კოდი: 310010000.84.097.016024) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესების, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის“:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სერტიფიკატის მისაღებ გამოცდაზე დასაშვებად განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის დანართით განსაზღვრული განცხადება და შემდეგი დოკუმენტები: ა) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სწავლების სერტიფიკატი; გ) სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. სერტიფიკატის მისაღებ გამოცდაზე განმეორებით ან/და გამოცდის პრაქტიკული დავალებების ნაწილზე განმეორებით დასაშვებად განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის დანართით განსაზღვრული განცხადება და შემდეგი დოკუმენტები: ა) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. სერტიფიკატის გაცემის თარიღად ითვლება გამოცდის პრაქტიკული ნაწილის წარმატებით ჩაბარების თაობაზე გამოსაცდელისათვის შეტყობინების გაგზავნის დღე.“; გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სერტიფიკატი გაიცემა ერთ ეგზემპლარად, ორ ენაზე, რომელიც წარმოადგენს ორიგინალს და მისი მფლობელის საკუთრებაა.“. 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სერტიფიკატის ვადის გასაგრძელებლად, დაინტერესებული პირი აბარებს გამოცდას სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით დამტკიცებული „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების“ შესაბამისად.“. 3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სერტიფიკატის აღდგენა ხდება სერტიფიკატის დაზიანების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში. აღნიშნულის შესახებ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს სპეციალისტის სერტიფიკატების რეესტრის განახლების მიზნით.“. 4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სერტიფიკატში ცვლილების შეტანა ხორციელდება სერტიფიკატში ასახული მონაცემების შეცვლის ან შესწორების საჭიროების შემთხვევაში.“. 5. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „121“ მუხლი: „მუხლი 121. სააგენტოს სერვისების მართვის ერთიანი ელექტრონული პროგრამა (eDGSA) 1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3−მე-6 პუნქტებით, მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებები რეგისტრირდება სააგენტოს სერვისების მართვის ერთიან ელექტრონულ პროგრამაში (eDGSA). 2. სერტიფიკატი გაიცემა სააგენტოს სერვისების მართვის ერთიანი ელექტრონული პროგრამის (eDGSA) მეშვეობით.“. 6. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) სიტყვები „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი – CERTIFICATE OF DANGEROUS GOODS SAFETY ADVISER“; ბ) სერტიფიკატის ნომერი – Certificate Number; გ) სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი – GE; დ) სერტიფიკატის მფლობელის მონაცემები – Certificate Holder Details: დ.ა) სახელი – First name; დ. ბ) გვარი – Surname; დ.გ) პირადი ნომერი – Personal number; დ.დ) მოქალაქეობა – Nationality; დ.ე) დაბადების თარიღი – Date of birth; დ.ვ) სერტიფიკატის მფლობელის ხელმოწერა – Signature of Holder; ე) სერტიფიკატის გაცემის თარიღი – Date Issued; ვ) სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღი – Certificate Expiry Date; ზ) სერტიფიკატის გამცემი ორგანო – Authority Issuing the Certificate; თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა – Signature; ი) დამატებითი ინფორმაცია – Additional Information.“. 7. დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები