დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/128 |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 21/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010000.84.097.016029 |
|
„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/31 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27/02/2026, სარეგისტრაციო კოდი: 310010000.84.097.016023) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების“:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სერტიფიკატის მისაღები გამოცდა (შემდგომ – გამოცდა) – სააგენტოს მიერ ორგანიზებული თეორიული გამოცდა ტესტური და პრაქტიკული დავალებებით, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პირი მიიღებს სერტიფიკატს;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) პრაქტიკული დავალება – სიტუაციური ამოცანა ან/და ღია კითხვის ტიპის სავარჯიშო;“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტოში ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, განმცხადებელი ინფორმაციას მიიღებს საგამოცდო დროისა და ადგილის შესახებ იმ საკონტაქტო ნომერზე ან/და ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც მითითებული ჰქონდა განცხადებაში.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. გამოცდა ტარდება სააგენტოს სერვისების მართვის ერთიან ელექტრონულ პროგრამაში (eDGSA), რომელშიც განმცხადებლის ავტორიზაცია ხორციელდება პირადი ნომრისა და განმცხადებლის საკონტაქტო ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით გაგზავნილი ოთხნიშნა ერთჯერადი კოდის გამოყენებით.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე, ელექტრონული ტესტირების მეთოდით. თითოეული გამოსაცდელი გამოცდას აბარებს დამოუკიდებლად, სხვა პირის დახმარების ან სხვა ნებისმიერი დამხმარე საცნობარო მასალების გარეშე, ისე რომ ხელი არ შეუშალოს გამოცდის მსვლელობას. გამოსაცდელი ეცნობა გამოცდის წესებს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.”; დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. გამოსაცდელისთვის პრაქტიკული დავალებების ფარგლებში, ელექტრონულ ფორმატში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევა 5 პრაქტიკული დავალება, იმ მიზნით, რომ გამოსაცდელმა წარმოაჩინოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა, მათ შორის, სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების სპეციფიკა, რისკის შეფასება სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით, ამავდროულად სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი, რითაც გამოსაცდელმა უნდა აჩვენოს, თუ როგორ მიიღებს გადაწყვეტილებებს სახიფათო ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.“; ე) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი: „111. ტესტური დავალება ფასდება პროგრამულად, ხოლო პრაქტიკული დავალებების შეფასება ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირების მიერ.“; ვ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. გამოსაცდელი გამოცდის ტესტური დავალებების შედეგს გაეცნობა ელექტრონული ფორმით ტესტირების დასრულებისთანავე, ხოლო პრაქტიკული დავალებების შედეგს – განცხადებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და საკონტაქტო ნომერზე, პრაქტიკული დავალებების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც აითვლება პრაქტიკული დავალებების დასრულების მომდევნო დღიდან.“; ზ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. თუ გამოსაცდელი ჩააბარებს გამოცდის ტესტური დავალებების ნაწილს, მაგრამ ვერ გადალახავს ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ გამოცდის პრაქტიკული დავალებების ჩაბარებისათვის საჭირო ზღვარს, იგი უფლებამოსილია გამოცდის მხოლოდ პრაქტიკული დავალებების ნაწილზე განმეორებით, არაუმეტეს სამჯერ, დაშვების განცხადებით მიმართოს სააგენტოს ყოველი წინა მცდელობის შედეგის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის დინება ჩერდება შედეგის გასაჩივრების შემთხვევაში და განახლდება საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან.“; თ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. გამოსაცდელს შეუძლია თავიდან ჩააბაროს გამოცდა (ტესტური და პრაქტიკული დავალება), თუ: ა) ტესტურ დავალებაზე წარუმატებელი შედეგი დადგა; ბ) გამოცდის პრაქტიკულ დავალებაზე და განმეორებით პრაქტიკულ დავალებებზე წარუმატებელი შედეგი დადგა; გ) გამოცდის პრაქტიკულ დავალებაზე წარუმატებელი შედეგი დადგა და გამოსაცდელმა ამ მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად არ მიმართა სააგენტოს განმეორებით პრაქტიკულ დავალებაზე დაშვების მიზნით.“. 3. დანართი №2-ის: ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საგამოცდო პროცესის დასრულების შემდეგ კომპიუტერის მონიტორზე აისახება გამოცდის ტესტურ დავალებებზე გაცემული როგორც სწორი, ასევე არასწორი პასუხების რაოდენობა. გამოსაცდელის მიერ გამოცდის ტესტურ დავალებებზე გაცემული პასუხების შეჯამება და შედეგის შეფასება ხორციელდება სააგენტოს სერვისების მართვის ერთიანი ელექტრონული პროგრამის (eDGSA) მიერ.“. გ) მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გამოცდაზე მუშაობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამკვირვებელი გასცემს შესაბამის მითითებას და კომპიუტერში დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. 5. თუ გამოსაცდელი დროზე ადრე დაასრულებს გამოცდის ტესტურ და პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობას, ხელის აწევით ანიშნებს დამკვირვებელს, რომელიც ჩაინიშნავს გამოსაცდელის მიერ ტესტურ დავალებებზე მიღებულ ქულას, მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებს გამოსაცდელი საგამოცდო ადგილს.“; დ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დამკვირვებელს უფლება აქვს მისცეს გამოსაცდელს პირველადი გაფრთხილება, ხოლო ამ დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მოხსნას იგი გამოცდიდან.“; ე) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სააგენტოს სერვისების მართვის ერთიანი ელექტრონული პროგრამა (eDGSA) სააგენტოს სერვისების მართვის ერთიანი ელექტრონული პროგრამა (eDGSA) ავტომატურად ინახავს გამოსაცდელის მიერ გაცემულ პასუხებს, რაც უზრუნველყოფს მისი შედეგების შენახვას გამოცდის ნებისმიერ ეტაპზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები