დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/127 |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 20/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010000.84.097.016028 |
|
„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27/02/2026, სარეგისტრაციო კოდი: 310010000.84.097.016022) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების“:
1. 31 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. პრაქტიკული დავალების ფარგლებში ელექტრონულ სისტემაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გენერირდება 10 საკითხი, რომელიც მოიცავს ღია კითხვებს ან/და სიტუაციურ ამოცანებს, რომლებიც მიზნად ისახავს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, მათ შორის, RID-ის სიღრმისეული ცოდნის, სატრანსპორტო სპეციფიკის და სარკინიგზო შემთხვევებსა და ინციდენტებთან დაკავშირებული რისკების შეფასების უნარის გამოვლენას.“; ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. ტესტირებისა და პრაქტიკული დავალების შეფასება ხორციელდება სააგენტოს სერვისების მართვის ერთიან ელექტრონულ პროგრამაში (eDGSA) შემდეგნაირად: ა) თითოეული ტესტური დავალება ფასდება – 1 ქულით; ბ) თითოეული პრაქტიკული დავალება ფასდება მაქსიმუმ – 5 ქულით. 8. ტესტური დავალებების ნაწილი ჩაბარებულად ჩაითვლება არანაკლებ 65 ქულის დაგროვების შემთხვევაში, ხოლო პრაქტიკული დავალების ნაწილი – არანაკლებ 40 ქულის დაგროვების შემთხვევაში.“; გ) მე-10-მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ტესტირება ტარდება ქართულ ენაზე, ელექტრონული ტესტირების მეთოდით. თითოეული კანდიდატი ტესტირებას აბარებს დამოუკიდებლად, სხვა პირის დახმარების ან სხვა ნებისმიერი დამხმარე საცნობარო მასალების გარეშე, ისე რომ ხელი არ შეუშალოს ტესტირების მსვლელობას. დამხმარე საცნობარო მასალების გამოყენების აკრძალვა არ ვრცელდება პრაქტიკული დავალების ნაწილზე, სადაც დასაშვებია RID-ის ქართულენოვანი ელექტრონული ვერსიის შეუზღუდავი გამოყენება. 11. კანდიდატი ტესტირების შედეგს გაეცნობა ელექტრონული ფორმით, ტესტირების დასრულებისთანავე, ხოლო პრაქტიკული დავალების შედეგს – განცხადებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და საკონტაქტო ნომერზე, პრაქტიკული დავალების დასრულებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც აითვლება პრაქტიკული დავალების დასრულების მომდევნო დღიდან. 12. თუ კანდიდატი ვერ გადალახავს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ტესტური დავალებების ჩაბარებისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს, იგი არ დაიშვება პრაქტიკული დავალების ნაწილზე.“; დ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი: „121. თუ კანდიდატი ვერ დააგროვებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ტესტური და პრაქტიკული დავალებების ჩაბარებისთვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს, განმცხადებელს უფლება აქვს წერილობით მიმართოს სააგენტოს კანდიდატის კომპეტენციის შეფასების ტესტურ და პრაქტიკულ დავალებაზე განმეორებით დაშვების მოთხოვნით.“; ე) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. კანდიდატს უფლება აქვს, წერილობითი ფორმით მოითხოვოს ტესტირების ან პრაქტიკული დავალების შედეგების ამონაბეჭდი, რომელსაც სააგენტო გასცემს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“; ვ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 პუნქტი: „191. თუ კანდიდატი ვერ გადალახავს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ტესტური ან პრაქტიკული დავალების ჩაბარებისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს, მას შეუძლია უარყოფითი შედეგი სააგენტოში გაასაჩივროს შედეგების ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით გაცნობიდან 1 თვის ვადაში.“. 2. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს სწავლების განმახორციელებელი პირების რეესტრის წარმოებას სააგენტოს სერვისების მართვის ერთიანი ელექტრონული პროგრამის (eDGSA) მეშვეობით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. სწავლების განმახორციელებელი პირების რეესტრის განახლების მიზნით, სწავლების განმახორციელებელმა პირმა სააგენტოს უნდა აცნობოს სააგენტოს სერვისების მართვის ერთიან ელექტრონულ პროგრამაში (eDGSA) ასახულ მონაცემებთან დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილების შესახებ.“. 3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები