სს „ლიბერთი ბანკის“ (სნ 203828304) მინორიტარ აქციონერთა აქციების სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

სს „ლიბერთი ბანკის“ (სნ 203828304) მინორიტარ აქციონერთა აქციების სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „ბაზისბანკი“
მიღების თარიღი 16/10/2026
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2026
სარეგისტრაციო კოდი
0
16/10/2026
ვებგვერდი, 19/10/2026
სს „ლიბერთი ბანკის“ (სნ 203828304) მინორიტარ აქციონერთა აქციების სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
სს „ბაზისბანკი“

სს „ბაზისბანკი“ 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

2026 წლის 16 ოქტომბერი

( სს „ლიბერთი ბანკის“ (სნ 203828304) მინორიტარ აქციონერთა

აქციების სავალდებულო მიყიდვის თაობაზე)

1. სს „ბაზისბანკი“ (სნ 203841833) (შემდგომში „შემსყიდველი“), როგორც სს „ლიბერთი ბანკის“ (სნ 203828304) (შემდგომში „საზოგადოება“) განაღდებულ კაპიტალში აქციების 95%-ზე მეტის მფლობელი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლის, „მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვა“, საფუძველზე, გამოხატავს ნებას საზოგადოების დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული საზოგადოების ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციების (შემდგომში ერთობლივად „აქციები“) სამართლიან ფასად გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

2. აქციების სავალდებულო მიყიდვის მიზეზები/წინაპირობები მდგომარეობს საზოგადოების ფუნქციონირების ეფექტურობის გაზრდაში, მართვის ოპტიმიზაციასა და განვითარებაში, საზოგადოების განვითარებისა და ჩვეულებრივი საქმიანობის განხორციელების ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილებების მოქნილობასა და საპროცესო ეკონომიურობის პრინციპის დაცვით მიღებაში, ადმინისტრაციული რესურსის ოპტიმიზაციასა და მმართველობითი ხარჯების მინიმიზაციაში. შემსყიდველი სამომავლოდ ასევე განიხილავს საზოგადოებასთან შერწყმას მიერთების გზით.

3. წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში „სსსკ“) XXXIV​2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შემსყიდველი განცხადებით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და აღნიშნული მიზნით აქციათა სამართლიანი ფასისა და გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის განსაზღვრის შესახებ. გამოსყიდვის სამართლიანი ფასი თითოეული კლასის აქციისთვის (ჩვეულებრივი და პრივილეგირებული) განისაზღვრება ცალ-ცალკე.

4. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ შემსყიდველის განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის მდგომარებით, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში აღრიცხულ აქციათა მფლობელთაგან შემსყიდველი გამოისყიდის ყველა დანარჩენ აქციას.

5. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემსყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე სუბიექტთან გახსნილ ნომინალური მფლობელობის სპეციალურ ანგარიშზე. სავალდებულო მიყიდვის შესახებ საზოგადოების აქციონერებს ეცნობებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ აქციათა გამოსყიდვის თარიღის მდგომარეობით მათ საკუთრებაში აღრიცხული აქციების შესაბამისი პროპორციული თანხა, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის გათვალისწინებით.

6. წინამდებარე განცხადება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.

7. წინამდებარე განცხადება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე – www.matsne.gov.ge.

8. წინამდებარე განცხადების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე – www.matsne.gov.ge გამოქვეყნების დღიდან დაიწყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ვადის ათვლა.

გენერალური დირექტორი                            დავით ცაავა