„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017516
82
13/11/2026
ვებგვერდი, 16/11/2026
280120000.22.026.017516
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის  ბრძანება №82

2026 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 581 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გაცემული დანამატი არ დაექვემდებარება დაბრუნებას, თუ სამხედრო მოსამსახურეს შეუწყდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე კონტრაქტი.“.

2. 582 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ – „თ“ ქვეპუნქტები:

„ვ) „საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის მაღალკვალიფიციური ოფიცრების მომზადების პროგრამაში მონაწილეობის მსურველ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის №95 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი, მიეცემა:

ვ.ა) დანამატი წლიური 2 500 ლარის გაანგარიშებით, 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ვ.ბ) დანამატი წლიური 5 000 ლარის გაანგარიშებით, 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ზ) „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი, მიეცემა:

ზ.ა) დანამატი წლიური 2 500 ლარის გაანგარიშებით, 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ზ.ბ) დანამატი წლიური 5 000 ლარის გაანგარიშებით, 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

თ) „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი, მიეცემა:

თ.ა) დანამატი წლიური 2 500 ლარის გაანგარიშებით, 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

თ.ბ) დანამატი წლიური 5 000 ლარის გაანგარიშებით, 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.“.

3. 66-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 67-ე მუხლი:

„მუხლი 67

581 მუხლის 32 პუნქტის მოქმედება ვრცელდება 2022 წლის 1 აპრილიდან გაფორმებულ კონტრაქტებზე.“.

4. №7 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №7

სამინისტროს თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა და სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები

 (ლარებში)

№

თანამდებობების დასახელება/დანამატის ოდენობა

1

დანამატი თვეში  – 1500 ლარი

1.1

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური

2

დანამატი თვეში  – 1295 ლარი

2.1

სამინისტროს ადმინისტრაციის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების განყოფილების (NDA) სპეციალისტი

3

დანამატი თვეში  – 1 250 ლარი

3.1

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე

3.2

მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი

4

დანამატი თვეში  – 875 ლარი

4.1

სარდალი

4.2

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური

4.3

ეროვნული გვარდიის უფროსი

4.4

სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორი

4.5

სსიპ – თავდაცვის მოხალისის დირექტორი

4.6

სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი

5

დანამატი თვეში  – 750 ლარი

5.1

J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი

6

დანამატი თვეში  – 690 ლარი

6.1

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსი

6.2

სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსი

6.3

სარდლის მოადგილე

6.4

ბრიგადის მეთაური

7

დანამატი თვეში  – 625 ლარი

7.1

ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე

7.2

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურის მოადგილე

7.3

სკოლის მეთაური/უფროსი (პოლკოვნიკი)

7.4

ცენტრის მეთაური/უფროსი (პოლკოვნიკი)

7.5

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილე

7.6

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურის მოადგილე – შტაბის უფროსი

7.7

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი

7.8

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის მეთაური

7.9

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაური

7.10

შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაური

7.11

სამინისტროს თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი

7.12

სარდლობის შტაბის  უფროსი

7.13

ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი

7.14

სსიპ – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოადგილე/თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის უფროსი

7.15

ბაზის უფროსი (პოლკოვნიკი)

7.16

სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე (პოლკოვნიკი)

7.17

სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილე  – შტაბის უფროსი

8

 დანამატი თვეში  – 565 ლარი

8.1

ბრიგადის მეთაურის მოადგილე

8.2

ბრიგადის შტაბის უფროსი

8.3

სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მეთაური

8.4

სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მეთაური

9

დანამატი თვეში  – 500 ლარი

9.1

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

9.2

სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე

9.3

სამხედრო მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი

9.4

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ცალკეული სამმართველოს უფროსი

9.5

სარდლობის სერჟანტი

9.6

ბაზის უფროსი

9.7

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტი

9.8

ცენტრის სერჟანტი (მთავარი სერჟანტი)

9.9

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტი

9.10

სკოლის მეთაური/უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი) (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა)

9.11

ეროვნული გვარდიის სერჟანტი

9.12

ეროვნული გვარდიის მართვის ცენტრის უფროსი

9.13

სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის უფროსი – მთავარი დირიჟორი

9.14

ბრიგადის სერჟანტი

9.15

ცენტრის უფროსი/მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა)

9.16

ბატალიონის მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა)

9.17

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სერჟანტი

9.18

სსიპ-ის მთავარი სერჟანტი/სსიპ-ის სერჟანტი

9.19

სსიპ-ის მიმართულების უფროსი

9.20

საჰაერო ოპერაციების ცენტრის უფროსი

9.21

შერეული საავიაციო ესკადრილიის სერჟანტი

9.22

სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბატალიონის სერჟანტი

9.23

სპეციალური ოპერაციების სარდლობის სკოლის სერჟანტი

9.24

სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი/სამმართველოს უფროსის მოადგილე

9.25

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის შტაბის უფროსი

9.26

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სერჟანტი

9.27

სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის მატერიალური ქონების მართვის ცენტრის უფროსი

9.28

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელი

9.29

უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის მოადგილე და შტაბის უფროსი

9.30

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შტაბის უფროსი – მეთაურის მოადგილე

9.31

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის შტაბის უფროსი

9.32

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შტაბის უფროსი

9.33

საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის უფროსი

9.34

ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ავიაციის მთავარი ინჟინერი

9.35

ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი, დასავლეთი) შტაბის უფროსი

9.36

ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი, დასავლეთი) სერჟანტი

9.37

შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაურის მოადგილე

9.38

შერეული საავიაციო ესკადრილიის შტაბის უფროსი

9.39

საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურის მოადგილე

9.40

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ შტაბის უფროსი

9.41

სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრის უფროსი

9.42

საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის მეთაურის მოადგილე

9.43

სსიპ – თავდაცვის მოხალისის მოხალისეებთან და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

9.44

სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

9.45

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს საკომენდატო სამმართველოს უფროსი

9.46

სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მეთაურის მოადგილე

9.47

სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მეთაურის მოადგილე

10

დანამატი თვეში  – 440 ლარი

10.1

სამხედრო სარიტუალო სამსახურის უფროსი

11

დანამატი თვეში  – 425 ლარი

11.1

კურსების/კურსის უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი)

11.2

უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის მეთაური

12

დანამატი თვეში  – 375 ლარი

12.1

სკოლის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობის სკოლისა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტებისა)

12.2

კურსების/კურსის უფროსი (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა)

12.3

ბაზის სერჟანტი

12.4

კურსების/კურსის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა)

12.5

ბატალიონის სერჟანტი

12.6

ესკადრილიის სერჟანტი

12.7

ცენტრის სერჟანტი

12.8

სამინისტროს გენერალური ინსპექციის:

12.8.1

მთავარი ინსპექტორი

12.8.2

უფროსი ინსპექტორი

12.9

სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის:

12.9.1

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მთავარი სერჟანტი/სასწავლო კურსის სერჟანტი

12.9.2

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მთავარი სერჟანტი/სასწავლო კურსის სერჟანტი

12.9.3

შტაბის G-1 პერსონალის დაგეგმვისა და მართვის სამსახურის უფროსი

12.9.4

შტაბის G2-G3 სასწავლო დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი

12.9.5

შტაბის G4 ლოჯისტიკური დაგეგმვის სამსახურის უფროსი

12.10

უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის სერჟანტი

12.11

უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის მეთაურის მოადგილე

12.12

სარდლობის შტაბის:

12.12.1

G-1 სამსახურის უფროსი

12.12.2

G-2 სამსახურის უფროსი

12.12.3

G-3 სამსახურის უფროსი

12.12.4

G-4 სამსახურის უფროსი

12.12.5

G-5 სამსახურის უფროსი

12.12.6

G-6 სამსახურის უფროსი

12.12.7

G-7 სამსახურის უფროსი

12.13

დასავლეთის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსი

12.14

ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსი

12.15

ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის:

12.15.1

ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსი

12.15.2

შტაბის საჰაერო თავდაცვის სისტემების სამსახურის უფროსი – მთავარი ინჟინერი

12.15.3

შტაბის ავიაციის საინჟინრო სამსახურის უფროსი

12.16

ეროვნული გვარდიის შტაბის:

12.16.1

G-1 სამსახურის უფროსი

12.16.2

G-2 სამსახურის უფროსი

12.16.3

G-3 სამსახურის უფროსი

12.16.4

G-4 სამსახურის უფროსი

12.16.5

G-5 სამსახურის უფროსი

12.16.6

G-6 სამსახურის უფროსი

12.16.7

G-7 სამსახურის უფროსი

12.17

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის:

12.17.1

G-1 სამსახურის უფროსი

12.17.2

G-3/G-2 სამსახურის უფროსი

12.17.3

G-4 სამსახურის უფროსი

12.17.4

G-5 სამსახურის უფროსი

12.17.5

G-6 სამსახურის უფროსი

12.18

სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამსახურის უფროსი

12.19

სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრის სერჟანტი

12.20

ეროვნული გვარდიის ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირების და მობილიზაციის მართვის სამსახურის უფროსი

12.21

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს საკომენდატო სამმართველოს სერჟანტი

13

დანამატი თვეში  – 300 ლარი

13.1

უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის ოცეულის მეთაური

14

დანამატი თვეში  – 250 ლარი

14.1

სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის  სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის სასწავლო კურსის სასწავლო ჯგუფის ინსტრუქტორი (ქალი ინსტრუქტორი)

14.2

სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის სასწავლო კურსის სასწავლო ჯგუფის ინსტრუქტორი (ქალი ინსტრუქტორი)

14.3

სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალური განყოფილების უფროსი

14.4

უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის ოცეულის სერჟანტი

14.5

უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის ოცეულის ათეულის მეთაური

“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 3

1. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული №7 დანართის 12.11, 14.4 და 14.5 გრაფების მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 17 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი