დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 29 აგვისტოს №66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 117 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017773 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 29 აგვისტოს №66 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/08/2023, 140130000.22.034.017394) დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრისა) და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ მომზადებული გადაწყვეტილების ვიზირება;“. 2. მე-9 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ახორციელებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრისა) და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ მომზადებული გადაწყვეტილების ვიზირებას;“. 3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ახორციელებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრისა) და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ მომზადებული გადაწყვეტილების ვიზირებას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები