„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017774
118
16/10/2026
ვებგვერდი, 19/10/2026
140030000.22.034.017774
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №118

2026 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 25/04/2018, 140030000.22.034.016745) დამტკიცებული დებულების:

1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ პირთა განცხადებებსა და საჩივრებს, აგრეთვე ახორციელებს ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას;“.

2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ1) მოქალაქეთა საჩივრების განხილვა და სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტთან შეთანხმებით (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრებისა) შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;“.

3. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტთან შეთანხმებით (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრისა) იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი