„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 18-74
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/10/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.017468
18-74
16/10/2026
ვებგვერდი, 19/10/2026
280120000.35.101.017468
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18-74

2026 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-17 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 30/12/2025; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.101.017383) და დადგენილების პირველი მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ (კოდი: 06 02 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №11) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული, 18 წლიდან 21 წლამდე (21 წლის შესრულების თვის ჩათვლით) ასაკის პირები, რომლებიც სააგენტოს მიერ შუამდგომლობის წარმოდგენამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში წარმოადგენდნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარებს, დატოვეს ის და საჭიროებენ საცხოვრისს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე