აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნუსხის განსაზღვრის შესახებ

  • Word
აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნუსხის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 379
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 25/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.010.232
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
379
23/04/2007
სსმ, 57, 25/04/2007
200.120.000.22.033.010.232
აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნუსხის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/04/2007 - 31/12/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.010.232

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №379

2007 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნუსხის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საგადასახდო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე და 265-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების აღსრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. საქართველოს საგადასახდო კოდექსის 258-ე მუხლის 23-ე სტრიქონით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის დროს გადახდილი აქციზის თანხის უკან დაბრუნებისათვის აუცილებელია საბაჟო ორგანოებს წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) გადამხდელის განცხადება გადახდილი აქციზის თანხის დაბრუნების შესახებ;

ბ) შევსებული სატვირთო საბაჟო დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც მოხდა გადახდილი გადასახადის გამოთვლა;

გ) საგადასახადო დავალება, რომლის მიხედვითაც მოხდა დღგ-სა და აქციზის გადახდა ბანკის მიერ გაკეთებული აღნიშვნით გადახდის თაობაზე;

დ) გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით მდებარე საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ საქონელი არ იქნა გამოყენებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის.

2. აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი ცნობის ფორმა და მისი გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი