„საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №06/№01 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №06/№01 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 16/10/2026
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016048
15
16/10/2026
ვებგვერდი, 19/10/2026
280030000.73.085.016048
„საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №06/№01 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ერთობლივი ბრძანება №15–№03

2026 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №06/№01 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

მუხლი 1
„საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №06/№01 ერთობლივი ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 08/05/2025, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016039)  პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის, 372 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 375 მუხლის, 377 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:“

 

მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №06/№01 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საბალანსო თანხა – დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის ან მათი სახელით მესამე პირის მიერ, საპენსიო ფონდის ინსტრუქციით დადგენილი წესით, საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე გადარიცხული ან ჩარიცხული თანხა, რომლის დანიშნულებაა შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანის განხორციელების ან/და მიუღებელი სარგებლის გადახდის (ასეთის არსებობისას) ვალდებულების შესრულება და რომელიც აისახება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბალანსო თანხა არ წარმოადგენს მონაწილეთა საპენსიო აქტივს;

ე) მონიტორინგის წესი – საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და მიუღებელი სარგებლის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესი“;

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის სისტემაში განთავსებული შეტყობინების/დოკუმენტის ადრესატის მიერ გაცნობის (ნახვის) დრო (თარიღი, საათი, წუთი, წამი).“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ წესის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურსა და საპენსიო ფონდს შორის ტექნიკური მხარდაჭერით, ელექტრონულ სისტემაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საპენსიო ფონდის მიერ შესრულდება მონიტორინგი/შემოწმება, ასევე  კანონით, ინსტრუქციითა და წინამდებარე წესის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნება საპენსიო შენატანების განხორციელების პროცესი და დამსაქმებელთა/თვითდასაქმებულთა ინფორმირება.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კანონის 377 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპენსიო ფონდის მიერ გამოცემული ნებისმიერი გადაწყვეტილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან/და სხვა ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტის დამსაქმებლისათვის გაგზავნის/წარდგენის მიზნით, შემოსავლების სამსახური, საპენსიო ფონდის მოთხოვნის საფუძველზე და მის შესაბამისად, უზრუნველყოფს აღნიშნული გადაწყვეტილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან/და სხვა ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტის შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებას. აღნიშნული გადაწყვეტილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან/და სხვა ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტის ჩაბარების წესი განისაზღვრება კანონის 377 მუხლით. კანონის 377 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის/დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე (pensions.ge) უზრუნველყოფს საპენსიო ფონდი.“;

დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „81“ პუნქტი:

„81. კანონის 377 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ დამსაქმებლისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, შემოსავლების სამსახური და საპენსიო ფონდი უზრუნველყოფენ მათ ელექტრონულ სისტემებში არსებული შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებისა და გაცვლის ტექნიკურ მხარდაჭერას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, დამსაქმებელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში და არაუგვიანეს აღნიშნული ვადისა უზრუნველყოს მის ელექტრონულ გვერდზე შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არსებობა.

2. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია მოიცავს სვეტს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელითა და ხარჯით განსახორციელებელი საპენსიო შენატანის (დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით) თაობაზე, რომელიც ივსება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში შესაბამისი დასაქმებულის ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, ხოლო ჯამური საპენსიო შენატანის მოცულობის თანხის (დამსაქმებლის მიერ საკუთარი ხარჯით დასაქმებულის სასარგებლოდ განსახორციელებელი საპენსიო შენატანი (დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით) და დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელითა და ხარჯით განსახორციელებელი საპენსიო შენატანის (დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით)) შესახებ ინფორმაციის დამსაქმებლისათვის მიწოდებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური, შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით, შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისას.“;

ბ) მე-4 – მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 ან 31 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არსებობას, არ დაიხურება საპენსიო დეკლარაცია და არ განხორციელდება საპენსიო შენატან(ებ)ი, რაც წარმოადგენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევას და დამსაქმებელს კანონისა და მონიტორინგის წესის შესაბამისად დაეკისრება ჯარიმა და მიუღებელი სარგებელი. საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა არ გულისხმობს საპენსიო დეკლარაციის დახურვას და საპენსიო შენატანის ავტომატურად განხორციელებას, თუკი შესრულებული არ არის ზემოთ მოცემული პირობა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებელს არ დაეკისრება ჯარიმა ან/და მიუღებელი სარგებელი, თუკი სათანადოდ დადასტურდება, რომ დამსაქმებლის მიერ საბალანსო თანხა საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადაირიცხა/ჩაირიცხა ინსტრუქციით დადგენილი წესით და ვადაში, თუმცა მისი ასახვა ელექტრონულ გვერდზე ვერ განხორციელდა შესაბამის კომერციულ ბანკსა და საპენსიო ფონდს შორის ტექნიკური მხარდაჭერის გაუმართაობის გამო. დამსაქმებელს ასევე არ დაეკისრება მონიტორინგის წესით განსაზღვრული ჯარიმა ან/და  მიუღებელი სარგებელი იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელმა ამ წესით და ინსტრუქციით დადგენილ ვადაში წარმოადგინა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია, თუმცა შემოსავლების სამსახურის და საპენსიო ფონდის ტექნიკური მხარდაჭერის გაუმართაობის გამო, საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში ვერ აისახა ამ მუხლის მე-3 ან 31 პუნქტით დადგენილ ვადაში შესაბამისი დეკლარაცია. ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობას ადგენს საპენსიო ფონდი საკუთარი ინიციატივით ან დამსაქმებლის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე.

6. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისას/დეკლარაციის წარდგენის შემდგომ დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე არ ფიქსირდება სათანადო მოცულობის საბალანსო თანხა, რაც საჭიროა საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის, ასეთ შემთხვევაში, საპენსიო ფონდი ვალდებულია ელექტრონული სისტემის და შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით აცნობოს დამსაქმებელს აღნიშნულის შესახებ.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თვითდასაქმებული ვალდებულია კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია/საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში და არაუგვიანეს აღნიშნული ვადისა უზრუნველყოს მის ელექტრონულ გვერდზე შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არსებობა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, თუ თვითდასაქმებულის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისას/წარდგენის შემდგომ (მათ შორის, საშემოსავლო დეკლარაციის შესწორებისას), თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე არ ფიქსირდება შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხა, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის, საპენსიო ფონდი ვალდებულია ელექტრონული სისტემის ან/და შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით აცნობოს თვითდასაქმებულს აღნიშნულის შესახებ.“.

5. მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა წარმოადგენს საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევას და ექვემდებარება კანონით და მონიტორინგის წესით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ამასთან,  საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ  ვადამდე საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილების შედეგად ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საპენსიო შენატანებთან მიმართებით ცვლილებები არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული – ჯარიმის ან/და მიუღებელი სარგებლის დაკისრების საფუძველს, ხოლო საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული – ჯარიმის დაკისრების საფუძველს, იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო დეკლარაცია დაიხურა ამ წესის მე-4 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.

4. 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისათვის არსებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით, ელექტრონული სისტემა არ იძლევა შესაძლებლობას, დამსაქმებელმა/თვითდასაქმებულმა დააკორექტიროს საპენსიო დეკლარაცია საშემოსავლო დეკლარაციისგან დამოუკიდებლად, გარდა კანონის 375 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საპენსიო დეკლარაციის ცვლილება დაკავშირებულია საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილებასთან ან/და საშემოსავლო დეკლარაციის შესწორებასთან და შეუძლებელია მის გარეშე განხორციელდეს.“. 

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 15 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე
შემოსავლების სამსახურის უფროსიმამუკა ბარათაშვილი