დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 321 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.018061 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში (სსმ III, №145, 25.11.09, მუხლი 1695) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის“:
1. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 39. სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა შტატების შემცირების, სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაციის ან/და ლიკვიდაციის გამო 1. სამსახურის რეორგანიზაცია მოიცავს მისი ინსტიტუციური მოწყობის შეცვლას, რის შედეგადაც მიიღება სამსახურის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა და რასაც თან ახლავს შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. 2. რეორგანიზაციის პროცესში სამსახური განსაზღვრავს იმ თანამდებობებს (შტატებს), რომლებიც ექვემდებარება გადაადგილებას ან/და შემცირებას და სამსახურის იმ თანამშრომლების სიას, რომელთა თანამდებობებიც (შტატები) მცირდება ან/და რომელთა მიმართაც იცვლება შრომითი ურთიერთობების არსებული პირობები. 3. რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების (დათხოვნის) შესახებ თანამშრომელს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე (დათხოვნამდე) 1 თვით ადრე. აღნიშნული შეტყობინება სამსახურის თანამშრომელმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში თანამშრომელს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კუთვნილი კომპენსაციის გარდა, ეძლევა 1 თვის თანამდებობრივი სარგო. 4. სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) შემთხვევაში, მას ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. სამსახური ვალდებულია მოახდინოს სამსახურის თანამშრომელთან საბოლოო ანგარიშსწორება და დაუბრუნოს მას შრომის წიგნაკი, აგრეთვე სხვა საბუთები.“. 2. მე-40 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ორგანიზაციულ-საშტატო ღონისძიებებში იგულისხმება სტრუქტურული ერთეულის (ან ერთეულების) შემცირება (გაერთიანება-გაყოფა) შტატების შემცირების გარეშე, სტრუქტურული ერთეულებისათვის ფუნქციების დამატება ან გამოკლება.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები