„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 31 აგვისტოს №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 31 აგვისტოს №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 494
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2026
ძალაში შესვლის თარიღი 16/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 160020020.10.003.026044
494
15/10/2026
ვებგვერდი, 15/10/2026
160020020.10.003.026044
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 31 აგვისტოს №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №494 

2026 წლის 15 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 31 აგვისტოს №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 31 აგვისტოს №420 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/09/2026, 160020020.10.003.025975) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დებულების რეგულირების სფერო

სამსახურის დებულება (შემდგომში – დებულება), კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურასა და უფლებამოსილებას, სამსახურის დირექტორის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებებს, ასევე სამსახურის სტრუქტურული ერთეულების, იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატების, იურიდიული დახმარების ბიუროსა და საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის უფლებამოსილებებს.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე და მოადგილეები;“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთა შორის ფუნქციების განაწილების უფლებამოსილება გააჩნია დირექტორს შესაბამისი ბრძანებით.“.

4. მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. დირექტორის პირველი მოადგილე და მოადგილეები“.

5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დირექტორის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დირექტორის პირველი მოადგილე და მოადგილეები ექვემდებარებიან დირექტორს და ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და დირექტორის დავალებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

6. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დირექტორისა და მისი მოვალეობის შემსრულებელი პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება დირექტორის  ერთ-ერთ მოადგილეს.“.

7. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დირექტორის პირველი მოადგილე და მოადგილეები:“.

8. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დირექტორის პირველი მოადგილე და მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან დირექტორის წინაშე.“.

9. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებასა და დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ცალკეულ დავალებათა შესრულებას.“.

10. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება და დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ცალკეულ დავალებათა შესრულება.“.

11. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება და დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ცალკეულ დავალებათა შესრულება.“.

12. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება და დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ცალკეულ დავალებათა შესრულება.“.

13. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება და დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ცალკეულ დავალებათა შესრულება.“.

14. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) განახორციელოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები, აგრეთვე შეასრულოს დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, ასევე ბიუროს მენეჯერის მიერ გაცემული დავალებები და კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 16 ოქტომბერს. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე