დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი |
| მიღების თარიღი | 15/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280030000.73.085.016047 |
|
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის, 2026 წლის 16 სექტემბრის №1861/1-VIმს-XIმპ საქართველოს კანონის („დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №04 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი: 07/05/2025, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016037) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებისათვის საპენსიო შენატანის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო 2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდისათვის საპენსიო შენატანის განხორციელება ხდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე (გარდა კანონის 375 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), შემოსავლების სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით და ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ელექტრონულ სისტემაში საპენსიო დეკლარაციის შევსების გარეშე. სახელმწიფო დამსაქმებლის შემთხვევაში საპენსიო შენატანების განხორციელება ხდება სახაზინო სამსახურის მეშვეობით, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.“. 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მაკორექტირებელი დეკლარაცია – სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ სახაზინო სამსახურის სისტემის მეშვეობით განხორციელებული საპენსიო შენატან(ებ)ის კორექტირების (შემცირების) მიზნით, სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ ამ ინსტრუქციის შესაბამისად მომზადებული და წარდგენილი დეკლარაცია; დ) საბალანსო თანხა – დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის ან მათი სახელით მესამე პირის მიერ საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადარიცხული ან ჩარიცხული თანხა, რომლის დანიშნულებაა შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანის ან/და მიუღებელი სარგებლის განხორციელების ვალდებულების შესრულება და რომელიც აისახება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბალანსო თანხა არ წარმოადგენს მონაწილეთა საპენსიო აქტივს;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ერთობლივი ნორმატიული აქტი – კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის ერთობლივი ნორმატიული აქტი;“; გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონული გვერდი – ელექტრონულ სისტემაში თითოეული დამსაქმებლისთვის/თვითდასაქმებულისათვის შექმნილი ელექტრონული გვერდი, სამუშაო სივრცე, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ამ ინსტრუქციის შესაბამისად ახდენს შედარებას, წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციების ინიცირებას და წარდგენას, ასევე სადაც აისახება საპენსიო დეკლარაციები და რომელსაც იყენებს საპენსიო ფონდისაგან ინფორმაციის, გადაწყვეტილებების მიღებისა და საპენსიო ფონდთან კომუნიკაციის მიზნებისათვის;“; დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – საპენსიო ფონდისათვის მომსახურების გამწევი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს ამ ინსტრუქციის შესაბამისად. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს არსებობის შემთხვევაში, მის შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება, მისამართი) გამოქვეყნებული იქნება ვებგვერდზე;“; ე) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) მონიტორინგის წესი – საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და მიუღებელი სარგებლის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესი“;“. 3. მე-8 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საპენსიო შენატანების აკუმულირებისათვის საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე ან/და ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე მოცემულია ინფორმაცია საპენსიო ფონდის შესაბამისი ნომინალური მფლობელობის ანგარიშების თაობაზე. 2. საპენსიო შენატანის განხორციელების მიზნით, დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია საპენსიო შენატანის ოდენობის შესაბამისი თანხა ჩარიცხოს/გადარიცხოს საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, რომელიც ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით აისახება საბალანსო თანხის სახით და გამოჩნდება დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, რომლის გადამოწმების ვალდებულებაც აქვს დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს.“; ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საშემოსავლო დეკლარაციის შესაბამისად განსახორციელებელი საპენსიო შენატან(ებ)ის და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის (ასეთის არსებობისას) მოცულობაზე.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ წინამდებარე მუხლის შესაბამისად განსახორციელებელი საპენსიო შენატანების შესაბამისი თანხა ნომინალური მფლობელობის შესაბამის საბანკო ანგარიშზე დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მაგივრად და მისი სახელით შესაძლოა შეიტანოს/გადარიცხოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა (შემდგომში – მესამე პირი). ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი გადარიცხვის/ჩარიცხვის ოპერაცია უნდა შესრულდეს მესამე პირის პირადი ნომრის იდენტიფიცირებით და აღნიშნული ოპერაციის დანიშნულებაში მითითებული უნდა იქნეს იმ დამსაქმებლის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი (თვითდასაქმებულის შემთხვევაში – მისი შესაბამისი რეკვიზიტები), ვის ნაცვლადაც ხორციელდება საბალანსო თანხის შეტანა/გადარიცხვა. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, წინამდებარე ინსტრუქციის მიზნებისათვის მესამე პირად ითვლება ასევე დამსაქმებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, თუ ის დამსაქმებლის ნაცვლად და მისივე ხარჯით განახორციელებს საპენსიო შენატანს. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალება არ შეიცავს ასეთ ინფორმაციას ან საპენსიო შენატანის შესაბამისი თანხის ჩარიცხვა მოხდა ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე მესამე პირის მიერ, შეტანილი/გადარიცხული თანხის ელექტრონულ სისტემაში საბალანსო თანხის სახით ასახვის მიზნით: ა) მესამე პირი ვალდებულია გამოცხადდეს ფონდში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში და წერილობით დაადასტუროს, რომ მის მიერ თანხის შეტანა/გადარიცხვა განხორციელდა შესაბამისი დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ნაცვლად და მისივე ხარჯით, წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, საპენსიო შენატანების განხორციელების მიზნით. ამასთან, მესამე პირი ვალდებულია წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი ვერ ცხადდება ფონდში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ის ვალდებულია მიმართოს საპენსიო ფონდს წერილობითი ფორმით და დაადასტუროს, რომ მის მიერ თანხის შეტანა/გადარიცხვა განხორციელდა შესაბამისი დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მაგივრად და ხარჯით. ასეთი წერილობით განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს: ბ.ა) საპენსიო ფონდის ელექტრონული ფოსტაზე – info@pensions.ge გაგზავნის გზით, რა შემთხვევაშიც მესამე პირის მიერ განცხადება ხელმოწერილი უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერით „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ან ბ.ბ) საპენსიო ფონდის მისამართზე ფოსტის მეშვეობით გაგზავნის გზით, რა შემთხვევაშიც, მესამე პირის ხელმოწერა დადასტურებულ უნდა იქნეს ნოტარიულად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და თან უნდა ერთოდეს მესამე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.“ დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი არ განახორციელებს დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მაგივრად და ხარჯით შეტანის/გადარიცხვის დადასტურებას ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით და საპენსიო შენატანის განხორციელების ვადამდე არანაკლებ 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე, საპენსიო ფონდი ვერ უზრუნველყოფს შეტანილი/გადარიცხული თანხის შესაბამისი დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე საბალანსო თანხაში ასახვას, რაც დამსაქმებლის შემთხვევაში წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის – ჯარიმის და მიუღებელი სარგებლის დაკისრების საფუძველს.“. 4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების ხელშეწყობის მიზნით, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებულია შედარების ფუნქციონალი, რომლის მეშვეობით დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს შედარების შედეგებს 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის არსებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან დაკავშირებით.“. 5. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ შემთხვევაში, თუ შედარების ფუნქციონალში მოცემული შედარების შედეგების მიხედვით 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის იდენტიფიცირდება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების, განუხორციელებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, დამსაქმებელი/თვითდასაქმებული უფლებამოსილია დააინიციროს და წარადგინოს წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის შესაბამისად გენერირებულ წლიურ მაკორექტირებელ დეკლარაციაში მოცემული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი/თვითდასაქმებული. ასეთი დეკლარაცია შესაძლებელია გახდეს ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელების საფუძველი.“; 6. მე-11 მუხლის მე-5, 51 და 52 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს საგადასახადო კოდექსით საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილი ვადის ბოლო დღემდე, დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციაში ყოველი ცვლილება გამოიწვევს საპენსიო შენატანის შესაბამისი ცვლილების საჭიროებას, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს მონიტორინგის წესის საფუძველზე ჯარიმის ან/და მიუღებელი სარგებლის დაკისრების საფუძველს, თუ დადგენილ ვადამდე ამ ინსტრუქციისა და ერთობლივი ნორმატიული აქტის საფუძველზე სრულად და ჯეროვნად განხორციელდება საპენსიო შენატან(ებ)ი. 51. საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში, თუ წარმოიშობა საპენსიო შენატან(ებ)ის განხორციელების ვალდებულება ან იზრდება საპენსიო შენატანის მოცულობა, ასეთ შემთხვევაში საპენსიო შენატანის/შენატანების სათანადოდ განხორციელების, ასევე მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის გადახდის მიზნით დამსაქმებელი ვალდებულია არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების დღის 24:00 საათამდე (ხოლო ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საპენსიო შენატანის განხორციელებამდე 2 სამუშაო დღით ადრე) უზრუნველყოს საბალანსო თანხის შესაბამისი მოცულობის ჩარიცხვა/გადარიცხვა საპენსიო ფონდის შესაბამის ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე. დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიხურება ელექტრონული სისტემის მიერ შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ავტომატურად გენერირებული საპენსიო დეკლარაცია. 52. საქართველოს საგადასახადო კოდექსით საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ ყოველი აღნიშნული შესწორება გამოიწვევს საპენსიო შენატანის შესაბამისი ცვლილების საჭიროებას, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს მონიტორინგის წესის საფუძველზე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების საფუძველს, თუ ამ მუხლის 51 პუნქტით დადგენილ ვადაში, ამ ინსტრუქციისა და ერთობლივი ნორმატიული აქტის საფუძველზე სრულად და ჯეროვნად შესრულდება საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შედეგად გამოვლენილი საპენსიო შენატან(ებ)ის და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის (ასეთის არსებობისას) განხორციელების/გადახდის ვალდებულება.“. 7. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ მუხლით გათვალისწინებულის მიუხედავად, სახელმწიფო დამსაქმებელი შესაძლოა ასევე ახორციელებდეს გარკვეულ საპენსიო შენატანებს ელექტრონული სისტემის ან შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ ინსტრუქციის მე-10 და მე-11 მუხლებით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში აღნიშნულ სუბიექტზე ვრცელდება ამ ინსტრუქციითა და ერთობლივი ნორმატიული აქტით დამსაქმებლისათვის დადგენილი უფლებები და ვალდებულებები.“. 8. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თანხა, რომლის ზედმეტობით გადახდა სახელმწიფო ხაზინიდან გამოიწვია დამსაქმებლის/სახელმწიფო დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის მიერ ზედმეტად განხორციელებულმა საპენსიო შენატანმა, ბრუნდება მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად, გარდა კანონის 342-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 9. მე-18 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ნაკლებობით აქვს განხორციელებული საპენსიო შენატანი, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ცვლილების ან/და შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა ავტომატურად ელექტრონულ სისტემაში აინიცირებს დაზუსტებული საპენსიო დეკლარაციის შექმნას, ხოლო დაზუსტებული საპენსიო დეკლარაციის დახურვისათვის დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია, ამ ინსტრუქციის შესაბამისად, უზრუნველყოს არანაკლებ შესაბამისი საპენსიო შენატანის და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის (ასეთის არსებობისას) მოცულობის საბალანსო თანხის არსებობა, რის შემდგომაც საპენსიო შენატანი განხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად, ამ ინსტრუქციის საფუძველზე, არაუგვიანეს შეცვლილი ან/და შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დღის 24:00 საათისა;“; ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ მუხლის შესაბამისად, დახურული საპენსიო დეკლარაციის საფუძველზე ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი მასზე დარიცხული სარგებელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან/და ზარალის გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, საბალანსო თანხის სახით, შესაბამისი დეკლარაციის დახურვის დღიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები