დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დონორის დახასიათებისა და ორგანოს დახასიათების განხორციელების წესის დადგენის შესახებ და დონორის ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470100000.22.035.017245 |
|
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული დონორის დახასიათებისა და ორგანოს დახასიათების განხორციელების წესი და დონორის ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. |
| მუხლი 2 |
1. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გადანერგვის სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – გადანერგვის საინფორმაციო ცენტრი) ამოქმედებამდე ამ სისტემის საშუალებით განსახორციელებელი დოკუმენტაციის მიმოცვლა/გაგზავნა უფლებამოსილ უწყებებსა და დაწესებულებებს შორის ხორციელდება წინასწარ შეთანხმებული სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის გამოყენებით.
2. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გადანერგვის საინფორმაციო ცენტრის ამოქმედებამდე, უფლებამოსილი უწყებებისა და დაწესებულებების მიერ ამ სისტემაში ასასახი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება შესაბამის უწყებაში/დაწესებულებაში მატერიალური (ქაღალდის) ან ელექტრონული ფორმით. 3. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გადანერგვის საინფორმაციო ცენტრის ამოქმედების შემდეგ 2026 წლის 1 სექტემბრიდან განხორციელებულ ადამიანის ორგანოთა გადანერგვის პროცესთან დაკავშირებული, ამ ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია აისახება გადანერგვის საინფორმაციო ცენტრში. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები