დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 322 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360010010.22.033.018062 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 360010010.22.033.017435) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აღნიშნული ინსტრუქცია მომზადებულია შემდეგი საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე: ა) სსბასს 1 – ფინანსური ანგარიშგების წარდგენა; ბ) სსბასს 2 – ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგება; გ) სსბასს 3 – სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები; დ) სსბასს 4 – უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები; ე) სსბასს 5 – ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები; ვ) სსბასს 12 – მატერიალური მარაგები; ზ) სსბასს 14 – ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენები; თ) სსბასს 16 – საინვესტიციო ქონება; ი) სსბასს 19 – ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები; კ) სსბასს 20 – დაკავშირებულ მხარეთა შესახებ განმარტებითი შენიშვნები; ლ) სსბასს 21 – ფულადი სახსრების არწარმომქმნელი აქტივების გაუფასურება; მ) სსბასს 24 – ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ფინანსურ ანგარიშგებაში; ნ) სსბასს 26 – ფულადი სახსრების წარმომქმნელი აქტივების გაუფასურება; ო) სსბასს 31 – არამატერიალური აქტივები; პ) სსბასს 32 – შეღავათიანი მომსახურების შეთანხმებები: უფლების გადამცემი; ჟ) სსბასს 34 – ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება; რ) სსბასს 35 – კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება; ს) სსბასს 36 – ინვესტიციები მეკავშირე ერთეულებსა და ერთობლივ საქმიანობებში; ტ) სსბასს 37 – ერთობლივი შეთანხმებები; უ) სსბასს 38 – სხვა ერთეულებში წილების გამჟღავნება; ფ) სსბასს 39 – დაქირავებულთა სარგებელი; ქ) სსბასს 40 – საჯარო სექტორის ერთეულთა გაერთიანებები; ღ) სსბასს 43 – იჯარა; ყ) სსბასს 44 – გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი აქტივები და შეწყვეტილი ოპერაციები; შ) სსბასს 45 – ძირითადი აქტივები; ჩ) სსბასს 46 – შეფასება; ც) სსბასს 47 - შემოსავალი; ძ) სსბასს 48 - ტრანსფერული ხარჯები.“. 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 4. დანართი №3 და დანართი №4 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები