,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 18/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 23/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 17/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.010.226
  • Word
98
18/04/2007
სსმ, 56, 23/04/2007
220.090.000.18.011.010.226
,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.010.226

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №98

2007 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში (სსმ III, 2006 წ., №121, მუხლი 1628) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. აუქციონის მუშაობას წარმართავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დანიშნული საკრედიტო კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი).“

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეესტრს ენიჭება ცამეტი ციფრისაგან შემდგარი ნომერი, რომლის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ფასიანი ქაღალდების ტიპს – CD – სადეპოზიტო სერტიფიკატები, შემდეგი ხუთი ციფრი აღნიშნავს აუქციონის ჩატარების წლის ბოლო ორ ციფრს და აუქციონის ნომერს, ბოლო ექვსი ციფრი აღნიშნავს დაფარვის თარიღს (დღეს, თვეს და წლის ბოლო ორ რიცხვს). რეესტრში ფასიანი ქაღალდების მფლობელების მიხედვით აისახება ბანკის კოდი, პირადი ანგარიში, შეძენილი ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, გასხვისებული/დაგირავებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 რ. გოცირიძე