„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 324
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020010.22.033.018064
324
19/10/2026
ვებგვერდი, 20/10/2026
190020010.22.033.018064
„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №324

2026 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების  წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანებაში  (www.matsne.gov.ge, 06/05/2020, სარეგისტრაციო კოდი:190020010.22.033.017318) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის:

ა) „ვ“ და „პ“  ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „ჰ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი  შინაარსის „ჰ1“ და „ჰ2“  ქვეპუნქტები:

ჰ1) სსბასს 47 – შემოსავალი (დანართი №34)ж

ჰ2) სსბასს 48 – ტრანსფერული ხარჯები (დანართი №35).“ю

2. ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთეულები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ და ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებენ წინამდებარე ინსტრუქციით და ბრძანებით დამტკიცებული, დარიცხვის მეთოდის შესაბამისი, შემდეგი საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე:

ა) სსბასს 1 – ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;

ბ) სსბასს 2 – ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგება;

გ) სსბასს 3 – სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები;

დ) სსბასს 4 – უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები;

ე) სსბასს 5 – ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები;

ვ) სსბასს 12 – მატერიალური მარაგები;

ზ) სსბასს 14 – ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენები;

თ) სსბასს 16 – საინვესტიციო ქონება;

ი) სსბასს 19 – ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები;

კ) სსბასს 20 – დაკავშირებულ მხარეთა შესახებ განმარტებითი შენიშვნები;

ლ) სსბასს 21 – ფულადი სახსრების არწარმომქმნელი აქტივების გაუფასურება;

მ) სსბასს 24 – ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ფინანსურ ანგარიშგებაში;

ნ) სსბასს 26 – ფულადი სახსრების წარმომქმნელი აქტივების გაუფასურება;

ო) სსბასს 31 – არამატერიალური აქტივები;

პ) სსბასს 32 – შეღავათიანი მომსახურების შეთანხმებები: უფლების გადამცემი;

ჟ) სსბასს 34 – ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება;

რ) სსბასს 35 – კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება;

ს) სსბასს 36 – ინვესტიციები მეკავშირე ერთეულებსა და ერთობლივ საქმიანობებში;

ტ) სსბასს 37 – ერთობლივი შეთანხმებები;

უ) სსბასს 38 – სხვა ერთეულებში წილების გამჟღავნება;

ფ) სსბასს 39 – დაქირავებულთა სარგებელი;

ქ) სსბასს 40 – საჯარო სექტორის ერთეულთა გაერთიანებები;

ღ) სსბასს 43 – იჯარა;

ყ) სსბასს 44 – გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი აქტივები და შეწყვეტილი    ოპერაციები;

შ) სსბასს 45 – ძირითადი აქტივები;

ჩ) სსბასს 46 – შეფასება;

ც)  სსბასს 47 – შემოსავალი;

ძ) სსბასს 48 – ტრანსფერული ხარჯები.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „პ“ –  „უ“ ქვეპუნქტები:

„პ) ბიოლოგიური აქტივები – კულტივირებული და არაკულტივირებული ბიოლოგიური აქტივები (მცენარეები და ცხოველები), ასევე, სხვა დანარჩენი მანქანა-დანადგარების ანგარიშზე აღრიცხული სამსახურებრივი მცენარეები და ცხოველები;

ჟ) ერთჯერადი გადაფასება – აქტივის ღირებულების ერთჯერადად განსაზღვრა იმ შემთხვევაში, როდესაც აქტივი უსასყიდლოდ/ნომინალური ღირებულებითაა მიღებული ან როდესაც სარეალიზაციოდაა/სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა განკუთვნილი ან როდესაც მისი ღირებულება არ შეესაბამება რეალობას ან იმ შემთხვევაში, როდესაც ცვეთადი/ამორტიზებადი ღირებულება სრულადაა ამოწურული;

რ) ტრანსფერის უფლების აქტივი – აქტივი, რომელიც  აღიარებულია სავალდებულო შეთანხმების შედეგად წარმოქმნილი ერთი ან მეტი ტრანსფერის უფლების არსებობისთვის;

ს) ტრანსფერის მოვალეობის ვალდებულება – ვალდებულება, რომელიც აღიარებულია სავალდებულო შეთანხმებით წარმოქმნილი ერთი ან მეტი ტრანსფერის მოვალეობის  არსებობით;

ტ) ტრანსფერული ხარჯი – ხარჯი, რომელიც წარმოიქმნება ოპერაციიდან გადასახადების გარდა, რომლის ფარგლებში, სანაცვლოდ რაიმე საქონლის, მომსახურების ან სხვა აქტივის უშუალოდ მიღების გარეშე,  მოცემული ერთეული სხვა ერთეულს (რომელიც შესაძლოა იყოს ფიზიკური პირი) აწვდის საქონელს, მომსახურებას ან სხვა აქტივს;

უ) სავალდებულო შეთანხმების ვალდებულება – ერთეულის მოვალეობა, რომ შესაბამისობის მოვალეობები სავალდებულო შეთანხმების პირობების შესაბამისად შეასრულოს, რისთვისაც მან რესურსის გამცემისგან საზღაური მიიღო (ან დამდგარია თანხის გადახდის ვადა).“;

გ) მე-10 მუხლის:

გ.ა) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) მე -13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სსბასს 12-ის – „მატერიალური მარაგები“ – შესაბამისად, ტრანსფერული ოპერაციებით საჯარო სექტორის ერთეულებიდან მატერიალური მარაგების მიღების შემთხვევაში, მატერიალური მარაგების ღირებულება შეიძლება განისაზღვროს ტრანსფერის განმახორციელებელი ერთეულის მიერ აღნიშნული მატერიალური მარაგების შესაფასებლად გამოყენებული თვითღირებულების ოდენობით ან ღირებულების განსაზღვრისათვის გამოყენებული სხვა თანხით. მატერიალური მარაგების ერთჯერადი გადაფასება გამოიყენება ერთეულის მიერ მატერიალური მარაგების უსასყიდლოდ/ნომინალური ღირებულებით მიღებისას საჯარო სექტორის გარდა სხვა იურიდიული/ფიზიკური პირებიდან ან სარეალიზაციოდ/სხვა ერთეულებზე გადაცემის მიზნით ან როდესაც მისი ღირებულება არ შეესაბამება რეალობას.

14. სსბასს 12-ით „მატერიალური მარაგები“ მოთხოვნილი მიმდინარე ჩანაცვლების ღირებულების და ნეტო სარეალიზაციო ღირებულების განსაზღვრისას, ასევე, ტრანსფერული ოპერაციის ფარგლებში საჯარო სექტორის გარდა სხვა იურიდიული/ფიზიკური პირებიდან  უსასყიდლოდ/ნომინალური ღირებულებით მიღების შემთხვევაში, აგრეთვე, როდესაც მატერიალური მარაგები სარეალიზაციოდ/სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა განკუთვნილი ან როდესაც მათი ღირებულება არ შეესაბამება რეალობას,ერთეულს მატერიალური მარაგების ღირებულების დადგენა შეუძლია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სანდო ინფორმაციის საფუძველზე.“;

გ.გ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სსბასს 16-ის – „საინვესტიციო ქონება“ – მოთხოვნების გათვალისწინებით, საინვესტიციო ქონება თავდაპირველი აღიარების შემდგომ აისახება თვითღირებულების მოდელის გამოყენებით, რაც გულისხმობს ყოველი წლის ბოლოს საინვესტიციო ქონების საბალანსო ღირებულებით ასახვას ფინანსურ ანგარიშგებაში. ტრანსფერული ოპერაციებით საინვესტიციო ქონების საჯარო სექტორის ერთეულიდან მიღებისას, საინვესტიციო ქონების შეფასება დასაშვებია ტრანსფერის განმახორციელებელი ერთეულის მიერ ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული თვითღირებულების ოდენობით ან ღირებულების განსაზღვრისათვის გამოყენებული სხვა თანხით. ერთჯერადი გადაფასება  (ერთეულის მიერ საინვესტიციო ქონების უსასყიდლოდ/ნომინალური ღირებულებით მიღებისას საჯარო სექტორის გარდა სხვა იურიდიული/ფიზიკური პირებიდან ან სარეალიზაციოდ/სხვა ერთეულებზე გადაცემის მიზნით ან როდესაც მისი ღირებულება არ შეესაბამება რეალობას ან იმ შემთხვევაში, როდესაც ცვეთადი ღირებულება სრულადაა ამოწურული) შესაძლებელია სანდო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, რაც სამართლიანი ღირებულების მოდელის გამოყენებად არ ჩაითვლება.“;

გ.დ) 27-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ე) 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, სსბასს 31-ით – „არამატერიალური აქტივები“ – გათვალისწინებული არამატერიალური აქტივები თავდაპირველი აღიარების შემდგომ აისახება თვითვითღირებულების მოდელის გამოყენებით, რაც გულისხმობს ყოველი წლის ბოლოს არამატერიალური აქტივების საბალანსო ღირებულებით ასახვას ფინანსურ ანგარიშგებაში. ტრანსფერული ოპერაციებით არამატერიალური აქტივების საჯარო სექტორის ერთეულიდან მიღებისას, არამატერიალური აქტივების შეფასება დასაშვებია ტრანსფერის განმახორციელებელი ერთეულის მიერ ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული თვითღირებულების ოდენობით ან ღირებულების განსაზღვრისათვის გამოყენებული სხვა თანხით. ერთჯერადი გადაფასება (ერთეულის მიერ არამატერიალური აქტივების უსასყიდლოდ/ნომინალური ღირებულებით მიღებისას საჯარო სექტორის გარდა სხვა იურიდიული/ფიზიკური პირებიდან ან სარეალიზაციოდ/სხვა ერთეულებზე გადაცემის მიზნით ან როდესაც მისი ღირებულება არ შეესაბამება რეალობას ან იმ შემთხვევაში, როდესაც ამორტიზებადი ღირებულება სრულადაა ამოწურული) შესაძლებელია სანდო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, რაც გადაფასების მოდელის გამოყენებად არ ჩაითვლება.“;

გ.ვ) 46-ე და 47-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„46. სსბასს 45 – „ძირითადი აქტივები“ – მოთხოვნების გათვალისწინებით, ძირითადი აქტივები თავდაპირველი აღიარების შემდგომ აისახება ისტორიული ღიებულების მოდელის გამოყენებით, რაც გულისხმობს ყოველი წლის ბოლოს ძირითადი აქტივების საბალანსო ღირებულებით ასახვას ფინანსურ ანგარიშგებაში. ტრანსფერული ოპერაციებით ძირითადი აქტივების საჯარო სექტორის ერთეულიდან მიღებისას, ძირითადი აქტივების შეფასება დასაშვებია ტრანსფერის განმახორციელებელი ერთეულის მიერ ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული თვითღირებულების ოდენობით ან ღირებულების განსაზღვრისათვის გამოყენებული სხვა თანხით. ერთჯერადი გადაფასება (ერთეულის მიერ ძირითადი აქტივების უსასყიდლოდ/ნომინალური ღირებულებით მიღებისას საჯარო სექტორის გარდა სხვა იურიდიული/ფიზიკური პირებიდან ან სარეალიზაციოდ/სხვა ერთეულებზე გადაცემის მიზნით ან როდესაც მისი ღირებულება არ შეესაბამება რეალობას ან იმ შემთხვევაში, როდესაც ცვეთადი ღირებულება სრულადაა ამოწურული) შესაძლებელია სანდო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, რაც მიმდინარე ღირებულების მოდელის გამოყენებად არ ჩაითვლება.

47. ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის მიზნით ერთჯერადი გადაფასების შედეგად ღირებულების განსაზღვრის შემთხვევაში, აფასება განიხილება კაპიტალის კორექტირებად (რეტროსპექტული გაანგარიშება), ხოლო ჩამოფასება – გაუფასურებად.“;

გ.ზ) 51-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52-ე და 53-ე პუნქტები:

„52. სსბასს 47 – „შემოსავალი“ - სტანდარტის მოთხოვნები ერთეულმა უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში უზრუნველყოს შემოსავლის აღიარების, შეფასების, წარდგენისა და განმარტებითი შენიშვნების თანმიმდევრული და გამჭვირვალე ასახვა. სტანდარტის მიზანია ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს მიაწოდოს სანდო და გადაწყვეტილების მიღებისთვის სასარგებლო ინფორმაცია შემოსავლის ხასიათის, ოდენობის, აღიარების დროის, მასთან დაკავშირებული განუსაზღვრელობისა და შემოსავლის ოპერაციებიდან წარმოქმნილი ფულადი სახსრების ნაკადების შესახებ.

53. სსბასს 48 – „ტრანსფერული ხარჯები“ – სტანდარტის მოთხოვნები ტრანსფერის გამცემმა ერთეულმა უნდა გამოიყენოს ტრანსფერული ხარჯების აღიარების, შეფასების, წარდგენისა და განმარტებითი შენიშვნების თანმიმდევრული და გამჭვირვალე ასახვის უზრუნველსაყოფად. სტანდარტის მიზანია ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს მიაწოდოს სანდო და გადაწყვეტილების მისაღებად სასარგებლო ინფორმაცია ტრანსფერული ხარჯების შინაარსის, ოდენობის, აღიარების დროის, მათთან დაკავშირებული განუსაზღვრელობისა  და აღნიშნული ოპერაციებიდან წარმოქმნილი ფულადი სახსრების ნაკადების შესახებ.”;

3. ბრძანების  დანართი №6  და დანართი №15 ამოღებულ იქნეს.

4. ბრძანებას დაემატოს დანართი №34 და დანართი №35 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი