დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.127.016539 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1524 მუხლის საფუძველზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესი (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესი
|
მუხლი 1
მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების და ასევე მათი რეალიზაციის წესს და პირობებს. მუხლი 2 მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია დაუშვებელია ქალაქ ზესტაფონის ცენტრალურ და მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე შემდეგი კონფიგურაციით: ა) დავით აღმაშნებელის, შოთა რუსთაველისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთით არსებულ კვარტალში; ბ) დავით აღმაშნებელის, გიორგი ჭანტურიას, მეგობრობის, ზაპოროჟიეს და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთით არსებულ კვარტალში; გ) ზაპოროჟიეს, ფარნავაზ მეფის, შოთა რუსთაველის და მეგობრობის ქუჩის შოთა რუსთაველის ქუჩასთან დამაკავშირებელის საავტომობილო გზის კვეთით არსებულ კვარტალში; დ) დავით აღმაშნებელის, თამარ მეფის ,ძმები არჩილ და იუზა ცქიტიშვილების და სტაროსელსკის ქუჩების კვეთით არსებულ კვარტალში; მუხლი 3 1. ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს ამტვერებადი მასალის ნიადაგში მოხვედრას. 2. განთავსების ან/და რეალიზაციისთვის განკუთვნილი შენობა ნაგებობის იზოლაცია უნდა მოხდეს იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს ამტვერებადი მასალისგან წარმოქმნილი მტვერის ატმოსფერულ ჰაერში მოხვედრა. 3. ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და სარეალიზაციო ადგილზე განთავსება ან/და დატვირთვა უნდა მოხდეს შენობა- ნაგებობის დახურულ სივრცეში ისე, რომ გამორიცხული იყოს განთავსების ან/და დატვირთვის დროს ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მტვერის ნიადაგში მოხვედრა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევა. მუხლი 4 1. ადვილად აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებების განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შენობაში ან ნაგებობაში, რომელიც აკმაყოფილებს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით განსაზღვრულ დიდი საფრთხის შემცველი ჯგუფისთვის დადგენილ პირობებსა და მოთხოვნებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადვილად აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებები გულისხმობს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით განსაზღვრულ ადვილად აალებად და ფეთქებად ნივთიერებებს. მუხლი 5 მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია: ა) იმ შენობაში ან ნაგებობაში რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მასალის ან მისგან გამოჟონილი ნივთიერების ნიადაგში მოხვედრას; ბ) იმ ტერიტორიაზე, რომელიც შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მასალის ან მისგან გამოჟონილი ნივთიერების ნიადაგში მოხვედრას.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები