,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №381 ბრძანებაში ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №381 ბრძანებაში ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 364
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 364, 20/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.217
  • Word
364
17/04/2007
სსმ, 364, 20/04/2007
190.040.000.22.033.010.217
,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №381 ბრძანებაში ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.217

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №364

2007 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №381 ბრძანებაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

 ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №381 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესში“ (სსმ III, 2004წ., №59, მუხ.515) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) იარაღით და საბრძოლო მასალით მომარაგება, ცენტრალიზებული აღრიცხვა, საერთო პასუხისმგებლობა და კონტროლი, ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ, ხოლო ადგილებზე უშუალოდ დაწესებულების ხელმძღვანელებისა და შესაბამისი განყოფილებების მეშვეობით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგებას, აღრიცხვასა და კანონმდებლობით განსაზღვრულ მოსამსახურეებზე იარაღისა და საბრძოლო მასალის გაცემას ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ვალდებულია ცენტრალიზებული აღრიცხვისათვის ინფორმაცია მიაწოდოს ფინანსთა სამინისტროს..

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება და გადაცემა

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული) იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს სათანადო საწყობში, ტაბელით დადგენილი რაოდენობით და გამოიყენებოდეს მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით. მიმღები პირი სათანადო საბუთების საფუძველზე ახორციელებს იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღებას და პასუხს აგებს მის შენახვა-დაცვაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის დათვალიერება წარმოებს სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და შეიარაღების დარგში პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით.

3. მიღებული იარაღი და საბრძოლო მასალა, სტრუქტურული ერთეულის (ან შეიარაღების დარგში პასუხისმგებელი პირის) მიერ შეტანილ უნდა იქნეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღების სააღრიცხვო ჟურნალში (ფორმა №1).

4. თუ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღებისას გამოვლენილი იქნება დანაკლისი ან ხარისხის შეუსაბამობა დოკუმენტებში წარმოებულ ჩანაწერებთან, აღნიშნული პირები ადგენენ აქტს (ფორმა №24). აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა მოხსენდეს საქვეუწყებო დაწესებულების უფროსს ზომების მისაღებად.

5. იარაღისა და საბრძოლო მასალის გაცემა და მიღება წარმოებს ზედდებულებით (ფორმა №26), რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულის და იმ პასუხისმგებელი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვას.

6. ზედდებული იარაღის სარგებლობაში გაცემაზე (ჩაბარებაზე) ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ორი მიეცემა მიმღებს (ჩამბარებელს), ხოლო მესამე – ყუა, რჩება სტრუქტურული ერთეულის საქმეში. მიმღები ხელს აწერს ყუაზე ზედდებულის მიღების თაობაზე.

7. სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სასწავლო სროლები ხორციელდება საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, რის შედეგადაც ინიშნება სროლების ხელმძღვანელი და სროლებს უშუალოდ ესწრება სტრუქტურული ერთეულის უფროსი.

8. სასროლეთზე საბრძოლო მასალის გახარჯვის აღრიცხვისათვის სროლის ხელმძღვანელი აწარმოებს ვაზნების გაცემას უწყისში (ფორმა №4) სათანადო ჩანაწერის შეტანით.

9. იარაღის ტარების უფლების მქონე თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე, არა უგვიანეს ერთი დღისა, წერილობით აცნობონ განყოფილების უფროსს საბრძოლო მასალის გახარჯვის თაობაზე. მოხსენებით ბარათში (პატაკში) აღნიშნულ უნდა იქნეს როდის, სად, ვის მიერ, რა მიზნებისათვის, რამდენი და რა კატეგორიის საბრძოლო მასალა იქნა გახარჯული. ოპერატიული მიზნებისათვის გახარჯული საბრძოლო მასალა ჩამოიწერება აღრიცხვიდან შეიარაღების დარგში პასუხისმგებელი პირის წარდგინებით სტრუქტურული ერთეულის უფროსის მიერ დამტკიცებული აქტის საფუძველზე.

10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირებისათვის ნორმებით განკუთვნილი იარაღისა და საბრძოლო მასალის გაცემა და მათზე მიმაგრება ხდება ამ თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე. თანამდებობის პირების მიერ სისტემიდან წასვლისას, სხვა სისტემაში გადაყვანისას, ამ სისტემიდან დათხოვნისას, იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ჩაბარდეს იმ სტრუქტურული ერთეულის საწყობში, საიდანაც არის მიღებული.

11. ცენტრალური საწყობიდან იარაღის მიღების შემდეგ უნდა მოხდეს მისი გაწმენდა და შეზეთვა. შემოსავლების სამსახურში პირად შემადგენლობაზე მიმაგრებული იარაღი და საბრძოლო მასალა გაიცემა შეიარაღების დარგში პასუხისმგებელი პირის მიერ შემოსავლების სამსახურის უფროსის განკარგულებით, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ნებართვის საფუძველზე. ოპერატიულ დავალებაზე გასვლისას, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი მორიგის მოტივირებული პატაკის საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სპეციალური დანიშნულების რაზმსა და ოპერატიულ თანამშრომლებზე გაიცემა სტრუქტურული ერთეულის შეიარაღების საწყობიდან. ოპერატიული დავალების შესრულებისა და მეცადინეობების დამთავრებისას იარაღი და საბრძოლო მასალა დაუყოვნებლივ ბარდება შეიარაღების საწყობს. დაბრუნების შეყოვნების თითოეულ ფაქტზე შეიარაღების დარგში პასუხისმგებელი პირი პატაკით ახსენებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს ზომების მისაღებად. ოპერატიული დავალების შესრულებისა და მეცადინეობის დამთავრების შემდეგ იარაღის უმიზეზო შეყოვნება შეიძლება გახდეს თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დასმის საფუძველი.

12. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თანამდებობის პირზე იარაღის გაცემა (მიღება) წარმოებს შესაბამისი ჩანაწერით აღრიცხვის წიგნში (ფორმა №15) და შემცვლელი ბარათებით (ფორმა №18).

13. იარაღი მუდმივი ტარებისათვის თანამდებობის პირებს გაეცემათ პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ და ინახება ინდივიდუალურ სეიფებსა და რკინის კარადებში.

14. იარაღის მუდმივი ტარების უფლების ჩამორთმევის, აგრეთვე თანამდებობის პირის შვებულებაში გასვლისას, იარაღი შესანახად უნდა ჩაბარდეს შეიარაღების საწყობს და აღირიცხოს შესაბამის წიგნში (ფორმა №15).

15. იკრძალება იარაღის იმ პირებზე გაცემა, რომლებიც არ წარმოადგენენ ფინანსთა სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებს ან არ ირიცხებიან შემოსავლების სამსახურის სისტემაში.“;

გ) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) და ა.შ., რომლებიც აღრიცხვაზე არიან აყვანილნი შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულების მიერ.“;

დ) მე-3 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

19. ზედდებული (ფორმა №26) წარმოადგენს სტრუქტურული ერთეულის უფროსის განკარგულებას შეიარაღების დარგში პასუხისმგებელი პირისადმი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მიღებაზე ან საწყობიდან გაცემაზე.“;

ე) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სტრუქტურული ერთეულის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებზე უნდა გაფორმდეს აქტები (ცნობები) და, შესაბამისად, უნდა გამოიცეს საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებები ნაკლოვანებათა გამოსწორების მიზნით, პრაქტიკული მითითებით.“;

ვ) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით სტრუქტურული ერთეულის უფროსი პირადად უწევს ორგანიზაციას შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის დაცვისა და აღრიცხვის წარმოების საქმის წარმართვას. სისტემატურ კონტროლს უნდა ახორციელებდნენ ყველა ის თანამდებობის პირები, რომლებზედაც დაკისრებულია პასუხისმგებლობა შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის დაცვისა და გახარჯვის კანონიერებისა და აღრიცხვისათვის.“.

2. ბრძანების ამოქმედებიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადამდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ (გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 7 მარტის №170 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულებისა) ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციები განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი

მოადგილე კ. ბაინდურაშვილი