,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და ბეჭდის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №380 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და ბეჭდის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №380 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 362
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 20/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.216
  • Word
362
17/04/2007
სსმ, 55, 20/04/2007
190.040.000.22.033.010.216
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და ბეჭდის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №380 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და ბეჭდის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №380 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.216

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 362

2007 წლის 17 აპრილი

 ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და ბეჭდის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №380 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და ბეჭდის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №380 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №59, მუხ. 514) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის (მოწმობის ჩანაწერის) და ბეჭდის ფორმის“ მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ჩანაწერი სრულდება შემდეგი ფორმით: „უფლება აქვს შეინახოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი“, ხოლო სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭედი არის წითელი ფერის წრე, რომელშიც ამოტვიფრულია ასოები „შს“ (შემო-სავლების სამსახური).“.

2. ბრძანების ამოქმედებიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადამდე, ფინან-სთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ (გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 7 მარტის №170 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულებისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესით და ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციები განახორციელოს საქარ-თველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი

მოადგილე  კ. ბაინდურაშვილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის

წ ე ს ი

    მუხლი 1.

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თანამდებობის პირთათვის (შემდგომში – თანამდებობის პირი) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის (შესაბამისი ბეჭდის დასმის) ძირითად მოთხოვნებსა და პროცედურებს.

    მუხლი 2.

ამ წესში ძირითადი ტერმინები გამოყენებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობით. მასში „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირების“ ქვეშ იგულისხმებიან ის თანამდებობის პირები, რომელთაც საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-5 მუხლის თანახმად უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

    მუხლი 3.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემას (შესაბამისი ბეჭდის დასმას), გარდა ამ წესის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი თანამდებობის პირებისა, ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 4.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამდებობის პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემას და მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმას ახორციელებენ შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი/ქვედანაყოფები.

    მუხლი 5.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის (შესაბამისი ბეჭდის დასასმელად) გასაცემად აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:

ა) თანამდებობის პირს უნდა ეკავოს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა;

ბ) თანამდებობის პირს არ უნდა ჰქონდეს შეჩერებული სამსახურებრივი ურთიერთობა;

გ) თანამდებობის პირის მიმართ არ უნდა იყოს აღძრული სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური დევნა;

დ) თანამდებობის პირს წარდგენილი უნდა ჰქონდეს მოთხოვნა (პატაკი) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შესახებ, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს უშუალო ხელმძღვანელის მოტივირებული წარდგინება;

ე) იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირს სურს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება მის კანონიერ საკუთრებაში არსებული იარაღისთვის, მან უნდა წარადგინოს კუთვნილი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის დედანი და ასლი.

    მუხლი 6.

იარაღის პირველად მიღების შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირმა, ფინანსთა მინისტრის ან საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანების შესაბამისად, უნდა გაიაროს შემოწმება ცეცხლსასროლი იარაღის მატერიალური ნაწილის, შენახვის, ტარების და გამოყენების წესების ცოდნაზე, ასევე უნდა მიიღოს დადებითი შეფასება იარაღით მიზანში სროლაში.

    მუხლი 7.

ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემდეგ, სამსახუ-რებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე (შესაბამისი ბეჭდის დასმაზე) უფლებამოსილი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე ადგენს პირად საქმეს, რომელშიც ასევე ინახება გადაწყვეტილება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის (შესაბამისი ბეჭდის დასმის) ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

    მუხლი 8.

თანხმობას სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად წარადგენს:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი – ფინანსთა მინისტრის სახელზე, იმ თანამდებობის პირებზე, რომელთა დანიშვნის საკითხი ფინანსთა მინისტრის კომპეტენციაა;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი – საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის სახელზე, იმ თანამდებობის პირებზე, რომელთა დანიშვნის საკითხი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის კომპეტენციაა;

გ) ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი – შემოსავლების სამსახურის უფროსის სახელზე შემოსავლების სამსახურის თანამდედებობის პირებისათვის.

    მუხლი 9.

შესაბამაისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ თანხმობის წარდგენა ხდება მხოლოდ ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნათა შესრულების შემთხვევაში.

    მუხლი 10.

ფინანსთა მინისტრის ან შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახუ-რისა) ხელმძღვანელის თანხმობის შემდეგ მასალები გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქ-ტურულ ქვედანაყოფს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გასაცემად (შესაბამისი ბეჭდის დასასმელად).

    მუხლი 11.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავ-ლების სამსახურის უფროსის თანხმობის შემდეგ მასალები გადაეცემა შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რაც საფუძველია შემოსავლების სამსახურის თანამდებობის პირების სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სათანადო ჩანაწერისათვის „უფლება აქვს შეინახოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი“, ხოლო უშუალოდ იარაღის გაცემის დროს სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ ბეჭედს დასვამს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 12.

სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურება საქართველოს ფინანსთა სამინის-ტროს სისტემის თანამდებობის პირების მიმართ ხორციელდება შემდეგი ფორმებით:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სპეციალური მოწმობის გაცემით;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შემოსავლების სამსახურის თანამდებობის პირების სამსახურებრივ მოწმობაში (სადაც გაკეთებულია იარაღის ტარების უფლების ჩანაწერი) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმით.

    მუხლი 13.

ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი აწარმოებს სამინისტროს სის-ტემის უფლებამოსილ თანამდებობის პირთა იარაღის ტარების უფლების დადასტურების ერთიან რეესტრს, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემები:

ა) უფლების დადასტურების თარიღი და ნომერი;

ბ) თანამდებობის პირის სახელი, მამის სახელი, გვარი;

გ) თანამდებობა და სპეციალური წოდება;

დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობა, სისტემა (მოდელი), საქარხნო ნომერი, კუთვნილება;

ე) იარაღის ტარების უფლების გაცემაზე უფლება-მოსილი თანამდებობის პირის გვარი და სტატუსი;

ვ) იარაღის ტარების უფლების სამოქმედო ვადა;

ზ) შსს-ში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;

თ) მონაცემები ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების თაობაზე;

ი) სხვა მონაცემები დადასტურების პროცედურასა და გაცემასთან დაკავშირებით;

კ) მონაცემები მოწმობის შეცვლის ან ახალი მოწმობის გაცემის შესახებ;

ლ) რეესტრის ჩანაწერის შედგენის თარიღი, ნომერი და შემდგენელი თანამდებობის პირის გვარი, ინიციალი, თანამდებობა და ხელმოწერა.

    მუხლი 14.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ანალოგიური ფორმით აწარმოებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების შიდა რეესტრს, რომელშიც შეტანილი ყველა მონაცემი სამი დღის ვადაში ექვემდებარება წარდგენას ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში ერთიან რეესტრში შესატანად.

    მუხლი 15.

სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოწმობის მფლობელის მიერ სახელის, გვარის შეცვლისას;

ბ) ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თანამდებობის შეცვლისას;

გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეცვლისას;

დ) მოწმობის ბუნებრივი ცვეთის ან დაზიანებისას;

ე) მოწმობის დაკარგვისას;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 16.

ამ წესის მე-15 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სავალდებულოა მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შესაცვლელი მოწმობის ჩაბარება, აგრეთვე მოწმობის შეცვლის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთების წარდგენა. ამ წესის მე-15 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა შეიცვლება მის დაკარგვაზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისა და დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 17.

სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობა ექვემდებარება ჩამორთმევას თუ:

ა) თანამდებობის პირი დათხოვნილ იქნა დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო;

ბ) აღიძრა სისხლისსამართლებრივი დევნა;

გ) თანამდებობის პირს აღარ უკავია ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ის თანამდებობა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხით.