„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 571
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 20/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.010.215
571
13/04/2007
სსმ, 55, 20/04/2007
040.030.000.22.034.010.215
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.010.215

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №571

2007 წლის 13 აპრილი

 ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების სათაური, პრეამბულა და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანდართული დებულება.“.

2. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება“.

3. დებულების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“.

6. სააგენტოს აქვს ბეჭედი, შტამპი, სიმბოლიკა, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.“.

4. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან;“.

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. სააგენტოში სამუშაოდ მიღების წესი

1. სააგენტოში სამუშაოდ მიიღებიან:

ა) პოლიციელები;

ბ) სამოქალაქო პირები.

2. სააგენტო აგრეთვე უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ყველა ის მოთხოვნა და სოციალური დაცვის გარანტია, რომელიც კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მომსახურეთათვის.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.“

6. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე)“ და „გ.ე)“ ქვეპუნქტები:

„ბ.ე) ქურთას განყოფილება“;

„გ.ე) ქ. ოზურგეთის განყოფილება“.

7. მე-7 მუხლის „ე“ და „ვ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო:

ე.ა) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშების განყოფილება;

ე.ბ) შესყიდვების ქვეგანყოფილება;

ე.გ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება:

ე.გ.ა) სანომრე ნიშნების ქვეგანყოფილება;

ე.გ.ბ) ტრანსპორტის ქვეგანყოფილება;

ე.გ.გ) საწყობისა და მომარაგების ქვეგანყოფილება (ქვეგანყოფილების უფროსია საწყობის გამგე)

ე.გ.დ) საკომენდატურო ჯგუფი;

ე.დ) კადრების განყოფილება.

ვ) საქმის წარმოების ორაგანიზების ქვეგანყოფილება (კანცელარია).“.   

8. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“, „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ა.ბ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციის არსებობისას, ახორციელებს მოგირავნესათვის დაგირავებულ ნივთზე კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას;

ა.გ) თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის ან დატვირთვის აღრიცხვას, აღრიცხვის გაუქმებას;“.

„დ) თბილისის სამმართველოს საცნობარო განყოფილება ახორციელებს – იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების ნებართვების გაცემას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემას; იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლას და დაკარგულის აღდგენას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციას, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე სამართლებრივი შეზღუდვებისა და დატვირთვების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას, ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას.“;

„ე) თბილისის სამმართველო დაქვემდებარებაში არსებულ განყოფილებებთან ერთად თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმის წარმოების ორგანიზებას.“.

9. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„თ) საქმის წარმოების ორგანიზებას; “

„ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“.

10. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო, განყოფილებებთან და ქვეგანყოფილებებთან ერთად უზრუნველყოფს სააგენტოს საკადრო ორგანიზაციული საკითხების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას:

ა) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება:

ა.ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორეზე და წარდგენილი ბალანსის რეალობაზე);

ა.ბ) სააგენტოს საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას; სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას; საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრასა და მისი სწორ ორგანიზაციას;

ა.გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სააგენტოს პირადი შემადგენლობის სოციალური ხარჯების დარიცხვას;

ა.დ) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხების და სხვა დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;

ა.ე) უზრუნველყოფს სააგენტოს ყოველი მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებას და სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში წარდგენას;

ა.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

ბ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი შესყიდვების ქვეგანყოფილება:

ბ.ა) უზრუნველყოფს სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადებას, მათი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;

ბ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს სახელით აცხადებს და ორგანიზაციას უწევს შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;

ბ.გ) ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებს;

ბ.დ) უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას.

გ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება ქვეგანყოფილებებთან ერთად უზრუნველყოფს:

გ.ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესყიდვების ქვეგანყოფილებასთან ერთად პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე, ეკონომიკური კლასიფიკა-ციის მიხედვით სახსრების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებაზე;

გ.ბ) უზრუნველყოფს შეიარაღების, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, ინვენტარის, საწვავის და ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით აღრიცხვას, საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

გ.გ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სააგენტოზე განპირობებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვას და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე თანამშრომლებზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემას;

გ.დ) საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად ახორციელებს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;

გ.ე) ახორციელებს იურიდიული და ფიზიკური პირებისგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის აღრიცხვას და უფლებამოსილ პირზე სათანადო ინფორმაციის მიწოდებას;

გ.ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო სახარჯი სპეციალური საშუალებების (ეკიპირების, საჭირო ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონლის, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკების, სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების, მართვის მოწმობების ბლანკებით და ა.შ) მიღებას, შენახვას და დადგენილი წესით გაცემას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

გ.ზ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების დამზადებას, დაკარგულის ან დაზიანებულის აღდგენას და უფლებამოსილ პირებზე გადაცემას;

გ.თ) დამზადებული და დასამზადებელი სანომრე ნიშნების აღრიცხვას და მათ შესახებ დადგენილი წესით ინფორმაციის გაცემას;

გ.ი) სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის დაცვაზე კონტროლს;

გ.კ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღებას და ექსპლუატაციის ორგანიზებას;

გ.ლ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანასა და აღრიცხვიდან მოხსნას;

გ.მ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობისა და მატერიალური პასუხისმგებლობაზე კონტროლს, პერიოდულ დათვალიერებას დროული შეკეთების მიზნით;

გ.ნ) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალით მომარაგებას, სარემონტო სამუშაოების ორგანიზებას, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა-კონტროლს;

გ.ო) აღრიცხავს და აკონტროლებს სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებებზე ლიმიტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯვას და ადგენს შესაბამის დოკუმენტაციას;

გ.პ) ახდენს საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვას დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით;

გ.ჟ) ახდენს სააგენტოზე მოწოდებული საქონლის ინსპექტირებასა და საგარანტიო მომსახურების შესრულებას.

დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი კადრების განყოფილება უზრუნველყოფს:

დ.ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად საკადრო ღონისძიებების განხორციელებას;

დ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლის და შესაბამისი შემოწმების განხორციელებას;

დ.გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;

დ.დ) სააგენტოს მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას;

დ.ე) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას;

დ.ვ)  სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;

დ.ზ) სააგენტოს მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვისა და დამუშავების წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;

დ.თ) დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

დ.ი) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას;

დ.კ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელებას;“.

11. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქმის წარმოების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების (კანცელარიის) უფლება-მოვალეობები:

ა) უზრუნველყოფს შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას საკანცელარიო ჟურნალებში;

ბ) ახორციელებს ინსპექტირებისათვის კორესპოდენციის დროულად მიწოდებას და კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას;

გ) უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას;

დ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“.

12. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურზე ქონების გადაცემა, მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2. 

​ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი